N344 მარშრუტი სადგურის მოედნამდე გაგრძელდა და ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქში კიდევ ერთ მარშრუტზე ცვლილება განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი ზემო ფონიჭალიდან სადგურის მოედნის ცენტრალურ კვანძს მარტივად და კომფორტულად დაუკავშირდნენ.
„N344 მარშრუტს, რომელიც მგზავრებს ზემო ფონიჭალიდან ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ემსახურება, ექვსი ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ასევე, მარშრუტი კოტე აფხაზის ქუჩიდან გაგრძელდა სადგურის მოედნამდე, რუსთაველის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მსგავსი ცვლილებები მოცდის დროის შემცირებისა მეტი მგზავრის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა.
„ყოველდღიურად ვაკვირდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას, სად გვაქვს სირთულე, რომელ მარშრუტს სჭირდება გაუმჯობესება, დამატება და ა.შ. შესაბამისად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების ოპტიმიზაციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1784098999
ახალი ამბებიკასპი-კავთისხევის გზაზე ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
კასპი-კავთისხევის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. როგორც ახალი ამბების სააგენტოს „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით...
1784097464
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი გვარამიაზე: კიდევ არის კითხვები უნდათ თუ არა ამათ საქართველოს ომში ჩათრევა? უნდათ დანგრეული საქართველო, უკანონოდ მოსვლა ქაოსში, შემდეგ დიდ თანხებთან ოპერირება - თავად მიუგდებენ პატრონები რაღაც საჯიჯგნს და ესეც დააკმაყოფილებთ
„გეუბნებით, არაფრის გაკეთებაა საჭირო ამათი მხილებისათვის. რა თქვა ახლა? იმ დიდ თანხებთან არ მიასუნინებენ საქართველოს, ვინაიდან არ არის დანგრეულიო. ესმის მაინც რას ამბობს?“, - ასე ეხმიანება საპარლამენტ...
1784095507
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში იმყოფება, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდება. პრეზიდენტი შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის კატარის სახელმწიფოს ყოფილი...
1784094217
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თავადვე გააჩინეს ბევრი, ლეგიტიმური კითხვის ნიშანი ეუთო/ოდირის სანდოობასთან დაკავშირებით, ამ კითხვებს სჭირდება ამომწურავი პასუხები
„მაშინ კარგად იცოდნენ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აყალბებდა ეუთო/ოდირის დასკვნას“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“. მისი თქმით, ის, რომ...
1784092235
ახალი ამბებიდღეს მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს - შიო III ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში წირვას აღავლენს
15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სა...





























