ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვას მმართველი გუნდი აფასებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული აქვთ.
რეზოლუციის შესახებ საუბრობს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ზვიად შალამბერიძე, ევროპარლამენტს მორიგ ტყუილსა და უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს.
„მორიგი ტყუილები, ბრალდება, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული და გამოვიდნენ საპატიმროდან.
დარწმუნებული ვარ, მათ რიცხვს კიდევ შეუერთდებიან დანარჩენები, როგორც ლიდერები, ისევე ის შემსრულებლები, რომლებიც დღევანდელ დღეს იმყოფებიან საპატიმროში“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
1795638080
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელისა და მათი აგენტურის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დარჩეს ციხეში, რომ მეტი საინფორმაციო ხმაური ატეხონ, იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ ბედავს ბევრი ადამიანი, რომ ბრალი აღიაროს, არის ის რომ ფაშისტური თავდასხმების ეშინიათ
ეს არის ის ნარატივი, რომელიც საერთოა ბრიუსელისთვის და საქართველოში მათი ადგილობრივი აგენტურისთვის, ვინაიდან, რუსეთი, რა თქმა უნდა ნეგატიურ ემოციებთან ასოცირდება და რაც არ მოსწონთ, ყველაფერს აკერებენ რ...
1795637415
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის
თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში ოპოზიციური ველი მოსუფთავდება აგენტურული პარტიებისგან, რაც ძალიან სასარგებლო პროცესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქარ...
1795636558
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის, ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში
ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დ...
1795636009
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელის მოპასუხე მხარეზე: უსუსურ მდგომარეობაში არიან, მათი პოზიციები ძალიან სუსტია, რაც უფრო მეტ საუბრობენ, კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი
რაც უფრო მეტ საუბრობენ [მოპასუხე მხარე], კიდევ უფრო მყარდება ჩვენი სარჩელი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუ...
1795634938
საზოგადოებაგიორგი ზურაბაშვილი: საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ზუსტად ამ პრობლემების გადასაწყვეტად
საქართველოსა და რუსეთს შორის არის ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება, საჭიროა დიალოგი, რომ ვიპოვოთ გზები ამ პრობლემების გადასაწყვეტად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ სა...

























