„17 წლისამ დაიწყო მუშაობა „ფოსტა იტალიაში“, მარკებს აკრავდა“ - თემურ კილაძე

პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს.  რომანს  “ოქროს საწმისი”,  ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში  “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.

“ოქროს საწმისი“ იტალიის მაღაზიებში, 20 თებერვლიდან გაიყიდება. წიგნის ავტორს, გამომცემლობა “albatros“-მა პრეს-ატაშე უკვე აუყვანა. წინასწარი შეფასებებით, ავტორი არ გამორიცხავს, რომ წიგნი ბესტსელერი გახდეს.

ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ, თემურ კილაძის პოსტს, რომელიც პირად სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ახლახან გამოაქვეყნა.

„მთელი ცხოვრება მგონია, პროექტების შემქმნელი ვიყავი, ხან მეცნიერებაში, ხან ბიზნესში, ახლა კიდე მწერლობაში და მეტ ნაკლებად ყველგან წარმატებული. აი, ეს კი არის ჩემი ყველაზე წარმატებული პროექტი.

სურათებზე მისი გზაა, სამხედრო ჩექმიდან და ბოქლომიდან კისერძე, ჭიქით ხელში და ბოლოს ბიზნეს-ლედი.

ჩექმები და ბოქლომი არ ვიცი მაგრამ, ჭიქა გამოადგა, ახლა მეორე კატეგორიის სომელიეა, დიპლომიანი ჰიპნოთერაპევტია. იცის ექვსი ენა, მაგრამ ინსტიტუტი მესამე კურსზე მიატოვა. 17 წლისამ დაიწყო მუშაობა ფოსტა იტალიაში, მარკებს აკრავდა, მერე მდივნად მუშაობდა ძალიან დიდ ავეჯიოს ქარხანაში „ilcam s.pa”, მერე გადავიდა მულტინაციონალურ კომპანია „Delonhgi s.p a“-ში და გახდა არეა მენეჯერი. დელონგის ისე მოეწონა რომ მეც კი გამიცნო და სადღაც სანადიროდაც კი ვიყავით ერთად.

მერე გამოაცხადა, - არ მომწონს, აწი ჩემი უნდა შევქმნაო და რა არ ეხვეწა, რა არ დაჰპირდა ნინეტა, - არ წახდიდეო, მაგრამ...

მოკლედ არ დაუშალოთ შვილებს ჩექმები და ღვინის ჭიქა ხელში, იცოდეთ რომ მათ თავისი ცხოვრება აქვთ, მთავარია საქმე უნდა ჰქონდეთ და კარგი განათლება მიეცით. ერთხელაც ხელი არ წამომიკრავს თავზე, მაგრამ იცოცხლეო ამ ორზე ვიჯერე გული. არაჩვეულებრივი გამოფენა გახსოვთ? - მომკლა ამ აკიმამო და მეც რაც მაგენს ვურახუნებ თავზე „ტვინიკოს“ (ტვინიკო ჩემი საყვარელი ძაღლია) რომ დაენახა ატირდებოდა.

ამ ბოლო სურათზე მე ვარ, უკეთესი უკვე აღარ გავხდები და რამდენი ხართ აქ „ბადანტები“? მალე „ბადანტე“ დამჭირდება და კონკურსს გამოვაცხადებ.

ჰო თუ წიგნი არ გაიყიდა, მალე ალბათ კონკურსს გამოვაცხადებ. გამომცემლობამ პრეს-ატაშე უკვე კი მიმამაგრა რეკლამისათვის, მაგრამ მაინც თქვენი იმედი უფრო მაქვს, ოციდან გაყიდვებშია. - წერს თემურ კილაძე.

სხვა სიახლეები:

📌 რეპორტაჟები იტალიიდან - ExclusiveTV-ის ახალი პროექტი

📌 იტალიის ერთ-ერთ რეგიონში ღია სივრცეში ნიღბის ტარება, კვლავ სავალდებულოა

📌 ვინ არის იტალიის ყველაზე მდიდარი და "ღარიბი" პოლიტიკოსი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791384011

ახალი ამბები

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

პროკურატურა პროკურატურა

1791383309

ახალი ამბები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის პირველადი ვერსია განიხილეს. მთავრობის მიერ მომზადებული ძირითადი ფი...

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტ

1791383197

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მომავალზე ორიენტირებული საუბარი გამოგვივიდა და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება ორმხრივ ფორმატში

„დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბარი გქონდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ვიზიტების ურთიერთგაცვლაზე“, – ამის შესახებ „ქართული...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791381935

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვი...

ირაკლი კობახიძე

1791380679

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება - თუ ვინმეზე, ერთ პიროვნებაზე შეიძლება იყოს დაყვანილი ეს წარმატება, ეს არის ბიძინა ივანიშვილი

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ეს არც ერთი პერსონის დამსახურება არ არის, ეს არის გუნდის დამსახურება. თუ ვინმეზე შეიძლება იყოს ეს დაყვანილი, ერთ პიროვნებაზე ეს წარმატ...

ირაკლი კობახიძე