არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას და ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შსს, პარლამენტის დეპუტაცია, უკლებლივ ყველა 4 ოქტომბრის წინ განცხადებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ 4 ოქტომბერს ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, მაგრამ კანონი არ უნდა დაირღვეს, არ უნდა გამოიყენონ ძალადობრივი ასპექტები, არ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, იმიტომ, რომ კანონი მკაცრია და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ყველას უმკაცრესად მიეგება პასუხი, ეს იყო ჩვენი პოზიცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რითაც პასუხი გასცა გახარიას პარტიის სახელით დასმულ კითხვას.

გორდულაძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველების მუშაობის შედეგი იყო, რომ 4 ოქტომბერს ის პოლიტიკური შედეგი არ დადგა, რაც ჩაფიქრებული იყო.

„სამართალდამცავმა ორგანოებმა რომ იმუშავეს, ამიტომ ის პოლიტიკური შედეგი, რომელსაც გახარიას პარტია, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, ელოდებოდა და არ დადგა და მომავალშიც არ დადგება, იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იდგებიან იმ ადგილზე და იმ სიმაღლეზე, რომ ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ხელისუფლებაში დამხობით მოვიდეს, ვერც ხელისუფლებას დაამხობს, ვერც კონსტიტუციურ წყობილებას ვერ დაამხობს და ვერც მის პოლიტიკურ შედეგებს მიიღებს.

ამ დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობს“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში შეჭრა ჩვენი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება არისო. ერთი ის, რომ ეს აბსოლუტური ტყუილია და კიდევ ერთხელ - მათ რომ მიეცეთ საშუალება, ზუსტად იმავეს გააკეთებენ. შესაძლებელია, გახარიას პარტია ისევ დაელოდოს იმ პოლიტიკურ შედეგებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერილი, ორგანიზებული და წახალისებული დამხობა მოხდება, თუ არა“, - აღნიშნა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795266720

საზოგადოება

„საქორგგაზი“ – ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, გეგმური შემოწმებისას ოქტომბერში ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო, სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს

„საქორგგაზი“ ქუთაისში გაზის სავარაუდო გაჟოვნის შედეგად აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლი...

 ქუთაისი

1795264881

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ისე შეიძლება ევრობიუროკრატიამ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, საერთოდ არც ჰკითხოს არაფერი, დღითი დღე ინგრევა თანასწორობა, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი

 ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების სეგრეგაცია, – ამის შესახებ ​საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით...

დავით მათიკაშვილი

1795261776

საზოგადოება

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსამძიმრებს

ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბ...

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

1795260526

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აბსოლუტურად უმწეო მდ...

ლევან მაჭავარიანი

1795260487

საზოგადოება

პატრიარქი: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს

მთავარანგელოზობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ წირვა თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლინა. უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნ...

შიო მესამე