თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის გამოსვლებზე: განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს

განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს, - ასე შეაფასა გადაცემაში „ღია ეთერი“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე რადიკალების მიერ გაკეთებული განცხადებები.

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების შეფასებამდე ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

„რა თქმა უნდა, ვუერთდები სამძიმრის სიტყვებს. ყველანი ვართ უაღრესად დამწუხრებულები ამ ტრაგედიით. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ იმ პირებს, რომლებიც ახლა სამედიცინო დაწესებულებებში არიან და დაზარალდნენ. მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ადამიანების ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის დროს.

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, კონსტიტუციურ სარჩელს, თქვენ ითხოვეთ განმარტება, გარკვეული შეფასება იმისა, რაც ფაქტობრივად ერთთვიანი განხილვებისას დაფიქსირდა. საქმე იცით რაშია? ალბათ, რთული წარმოსადგენი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დარბაზში ჩვენ მოგვესმინა იმგვარი, ვიტყოდი, სენსაციურად არაკორექტული, სენსაციურად არაკომპეტენტური განცხადებები, რომლებიც მოპასუხე მხარის მხრიდან გაკეთდა. რაც მთავარია, განხილვებმა რაც უფრო მეტი დინამიკა შეიძინა, ეს აბსურდული განცხადებების მთელი კასკადი სულ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს იძენს. კითხვების ეტაპზეც კი, როდესაც უკვე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა და ჯერჯერობით ახლაც ამ ეტაპზე ვართ, ჩვენთან გადმოსულიყვნენ კითხვებით, კიდევ უფრო იმაზე სუსტად წარმოაჩინეს საკუთარი თავი, ვიდრე თუნდაც ეს განვლილ ეტაპებზე ჩანდა“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795264881

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ისე შეიძლება ევრობიუროკრატიამ მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, საერთოდ არც ჰკითხოს არაფერი, დღითი დღე ინგრევა თანასწორობა, რის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი

 ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების სეგრეგაცია, – ამის შესახებ ​საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით...

დავით მათიკაშვილი

1795261776

საზოგადოება

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსამძიმრებს

ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბ...

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

1795260526

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, ეჭვქვეშ ვერ დადგება, რადგან ყველაფერი ეფუძნება რეალობას, სიმართლეს, ფაქტებს და იმ წლებს, რომლებმაც ჩვენ წინ გაიარა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აბსოლუტურად უმწეო მდ...

ლევან მაჭავარიანი

1795260487

საზოგადოება

პატრიარქი: დამწუხრებულია მთელი ქვეყანა, გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს

მთავარანგელოზობის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ წირვა თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღავლინა. უწმინდესმა დღევანდელი დღის მნიშვნ...

შიო მესამე

1795257050

საზოგადოება

ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი - ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაც...

ვახტანგ თოფურია