"დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო, ცოცხალი ხარ გოგო, იარე"- ემიგრანტი ჟურნალისტი
სამწუხაროდ, დღეს ემიგრაციის გზას სხვადასხვა პროფესიის, რეალიზებული და რესურსის მქონე ადამიანები უერთდებიან. მათ შორის ჩვენი კოლეგებიც.
რადიკალურად შეცვლილი ყოფა და გასხვისებული ცხოვრების წესი, ახალბედა ემიგრანტს აიძულებს საკუთარ თავში ყველაზე მყარი საყრდენი იპოვოს და თვალდახუჭული მიჰყვეს ახალ გზას, რომლის ბოლო სამშობლოსთან მანძილს ამცირებს.
ჩვენს მკითხველს, ემიგრანტი ჟურნალისტის ნათია კოპალიანის ფეისბუკ პოსტს ვუზიარებთ, რომელიც ემიგრაციაში დაბადების დღეს პირველად აღნიშნავს.
"დღეს, ჩემი უცნაური დაბადების დღეა. საბოლოოდ დავრჩით მარტო - ღმერთი , მე და ჩემი ქარიშხლები სულ მარტო . ყველა იმ ადამიანისგან შორს ყოფნა ვინც მიყვარს, ძალიან გამიჭირდა , უფრო სწორად ახლაც მიჭირს. ბედისწერის , ცხოვრებაში პირველად დავიჯერე, დავიჯერე, რომ წარსულს შეუძლია მარტო ცხოვრება კი არა მომავალიც წაგართვას.
ამიტომ, მოვკვდი და თავიდან დავიბადე, ეს ჩემი მეორე “ნიახურივით” ცხოვრების პირველი დაბადების დღეა.
ახალი სახელიც მაქვს, თავს ვაჯერებ რომ იტალიელი ვარ, უბრალოდ იტალიური ცუდად ვიცი :)) რამდენჯერ დავფიქრდი, იმდენჯერ შემეშინდა, მაგრამ რაც აქ ვარ სახლიდან შორს მთელს , ძალისხმევას საკუთარი სისუსტეებთან და შიშებთან ბრძოლაში ვხარჯავ. აქ აღმოვაჩინე, რომ უკიდურესად მეშინია მარტოობის,
ამიტომ ხან წარმოუდგენლად უბედურად ვგრძნობ თავს, ხან გასაოცრად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ჩემი მეგობრები მამშვიდებენ რომ ეს მალე გადამივლის და დროებითია.
მეც ველოდები, როდის შევძლებ საკუთარ თავზე გავიმარჯვო და მივიღო ყველაფერი რასაც ცხოვრება მთავაზობს.
დაბადების დღეს გილოცავ ჩემო თავო და ისე როგორც ყოველ დღე დღესაც გეტყვი :”ცოცხალი ხარ გოგო, იარე!” - წერს ნათია კოპალიანი.
1790015734
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სომეხ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა. „საქართველოსა დ...
1790013180
საზოგადოებასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდ...
1790011413
საზოგადოებამცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოგი აბუაშვილმა თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი...
1790009163
მსოფლიოპესკოვი: რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
რუსეთი არც საფრანგეთისთვის და არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს რუსეთის პრე...
1790007077
მსოფლიოტრამპი: აშშ მუშაობს მასშტაბურ გარიგებაზე ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვასთან დაკავშირებით - ფასი საგრძნობლად დაბალი იქნება იმასთან შედარებით, რასაც ახლა კანადას ვუხდით
აშშ ბელარუსისგან კალიუმის სასუქის შესყიდვის მიზნით მასშტაბურ შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი შეთანხმებით შეთავაზებული ფასი მნიშვნე...


























