შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და სომეხ ხალხს ისტორიული დღე მიულოცა.

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

საქართველოსა და სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მდიდარი კულტურული კავშირები, თბილი ადამიანური ურთიერთობები და ურთიერთპატივისცემა აკავშირებთ. ჩვენი ხალხები ყოველთვის, როგორც რთულ, ისე იმედიან პერიოდებში, ერთმანეთის გვერდით იდგნენ. დღესდღეობით ჩვენი ურთიერთობები უფრო ძლიერი და დინამიკურია, ვიდრე ოდესმე.

ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობა, ორმხრივ დონეზე მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობასთან ერთად, ნათლად ადასტურებს ყველა მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ განვითარებას. პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო თანამშრომლობიდან დაწყებული, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლებისა და ხალხთა შორის კავშირების ჩათვლით, ჩვენ შევქმენით ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების მყარი საფუძველი.

მსურს, გულითადად მივულოცო სომეხ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება. სასიხარულოა, რომ ჩემი კოლეგა, სომხეთის ეროვნული კრების ახალი თავმჯდომარე რუბენ რუბინიანი, წლების განმავლობაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მისი პირადი გამოცდილება ხელს შეუწყობს ჩვენს პარლამენტებსა და ქვეყნებს შორის უკვე არსებული შესანიშნავი ურთიერთობების განმტკიცებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სომეხმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ცხადად აჩვენეს, რა არის ნამდვილი ეროვნული ინტერესი, სამომავლო განვითარების გეზი და ქვეყნის მდგრადობისა და სტაბილურობის საფუძველი.

„ჩვენი რეგიონის მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების რეგიონად ვაქციოთ. ამის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია რეგიონის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისკენ სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არჩევნებში გარე ჩარევის და სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობების მიუხედავად, საკუთარი ხალხის ნებისა და პოლიტიკური არჩევანის ერთგული დარჩა.

სუვერენიტეტის მნიშვნელობის სრულად გააზრება და მისი პრაქტიკაში განხორციელება, ისევე როგორც გარე ჩარევების მიმართ სახელმწიფოებრივი მდგრადობის განმტკიცება, ეროვნული განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. დღეს, როდესაც თანამედროვე სამყაროში შიდა პოლიტიკაში ჩარევა თითქმის ნორმად იქცა, ხოლო გარედან ნაკარნახევი ფსევდო ეროვნული ინტერესები ხშირად ურყევ ჭეშმარიტებად არის წარმოდგენილი, სომეხმა ხალხმა და მისმა ხელისუფლებამ ცხადად აჩვენეს, რა არის ნამდვილი ეროვნული ინტერესი, სამომავლო განვითარების გეზი და ქვეყნის მდგრადობისა და სტაბილურობის საფუძველი.

ქვეყანა, რომელიც მკაფიოდ აცნობიერებს და მტკიცედ იცავს საკუთარ ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს, აუცილებლად გაამყარებს თავის სუვერენიტეტს, თავისი ხალხის ნებას და გაძლიერებული გამოვა ნებისმიერი ჭიდილიდან.

კიდევ ერთხელ ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

სომხეთს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საზეიმო მიღებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790005196

ახალი ამბები

თბილისში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ვერაზე, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედრებს დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები...

პოლიცია

1790002317

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდ...

პროკურატურა

1790001733

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: დაიწყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები, დღეს მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე, სადაც მიმართავს სამიტის მონაწილეებს

„დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამე...

ლევან ჟორჟოლიანი

1790001310

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან

აფხაზისთვისაც და ქართველისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს არ უყურონ თოფის სამიზნიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლს...

გიორგი ვოლსკ

1789999884

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულო მსახურება სრულიად საქართველო...

ათოლიკოს-პატრიარქ შიო III