ევროპას მიგრანტები არ უნდა?!

ევროპას არალეგალური მიგრანტების შესაჩერებლად ზომების გამკაცრება სურს. YouGov-ის მიერ ჩატარებული ბოლო სოციალური კვლევების შედეგებით ევროპელების დიდი ნაწილი დარწმუნებულია იმაში რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ახალ ქვეყანაში ინტეგრაცია არ სურთ.

კვლევების მიხედვით, ამ მოსაზრებას იტალიელთა 51% აფიქსირებს. შვედეთი - 50%, გერმანია - 46%, უნგრეთი კი - 57%. კვლევა იმ კონკრეტულ კითხვებს შეიცავდა, რომლებიც იმიგრაციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა ასპექტის კვლევისთვისაა საჭირო.

კვლევაში მონაწილე 10 სახელმწიფოდან (გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, შვედეთი, ბელგია, შვეიცარია, პოლონეთი, უნგრეთი) გამოკითხულთა 60% აღნიშნავს, რომ მიგრანტების რაოდენობა გაზრდილია და ეს ერთ-ერთი რთული გამოწვევაა. მიგრანტთა მიმოსვლა რომ მკაცრად გაკონტროლებული არ არის და ისევ არსებობს ,,ღია საზღვრები" ეს არც ევროპელებს მოსწონთ, მით უფრო კი იტალიელ ხალხს.

იმიგრაცია დღემდე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია. ბევრ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ იმიგრაცია მათი ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა.

მიგრაციამ გავლენა ბევრ ქვეყანაში მოახდინა კრიმინალურ მდგომარეობასა და უმუშევრობაზე. პოლონეთის და უნგრეთის სახელმწიფოების პოლიტიკა მიგრანტთა წინააღმდეგ მკაცრია და არაჰუმანურიც, თუმცა მათი მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ზომების გატარებას. პოლონეთის მოსახლეობის 58% და უნგრეთის მოსახლეობის 71% ამავე აზრზეა. გერმანიაში ზომების გამკაცრებას ქვეყნის მოსახლეობის 48% ემხრობა, საფრანგეთსა და ესპანეთში კი 36%. 

საინტერესოა ევროპის ქვეყნების ლიდერები  შეთანხმდებიან თუ არა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე და შეძლებენ თუ არა საიმიგრაციო კრიზისიდან თავის დაღწევას.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-სთვის ემილია-რომანიადან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793986479

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში

სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...

მიხეილ სააკაშვილი

1793984690

ახალი ამბები

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს

სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი:

1793983890

ახალი ამბები

პრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის

ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...

პრემიერი

1793983298

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...

 ირაკლი კობახიძე

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე