„ღაპაღუპით წამომცვივდა ცრემლები“ - ემიგრანტი მწერალი ემოციურ ისტორიას იხსენებს
მწერალი დინა მირცხულავა, რომელიც ოჯახთან ერთად ახლა ემიგრაციაშია იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:
„საბოლოოდ ყველაფერი გავყიდეთ და დედა აქ წამოვიყვანეთ, გამოვიხურეთ სახლის კარები, ჭიშკარს ბოქლომი დავადეთ, ვიდრე ახალი მეპატრონე მოვიდოდა და...
- ძალიან რთულია - აღარ ვიცოდი, რა მეთქვა, საავადმყოფოს მოსაცდელში წუთის წინ გაცნობილი გოგონასთვის, რომელსაც გულის გადაშლა მოუნდა.
- ხშირად მესიზმრება ჩვენი სახლი და ხანდახან მშურს დედასი, რომ არაფერი ესმის, ვერაფერს გრძნობს, ემოციები არ გააჩნია, არ შეუძლია სტკიოდეს, ტიროდეს, განიცდიდეს, რამდენი წელია უძრავად ზის ეტლში და ასე დავატერებთ, ალბათ ის ერთადერთი ვარ, დედას რომ ერბო კვერცხი შევუწვი ხელისგულზე.
- ყავას ხომ დალევ ? - პასუხს არ დაველოდე და აპარატისკენ წავედი, მინდოდა, ცრემლები დამემალა.
ჩემი სახლი, ჩემი ეზო, დედა, მამა, ძმის საფლავი.
სიზმრებიც რომ ერთნაირი გვქონია ?! - გული ყელში მომებჯინა დაბრუნებულო უფრო ახლოს მივუჯექი და ძლივს ამოვღერღე:
- ექიმი რას ამბობს ?
- ვერასოდეს გაივლის, ემოციები არასოდეს დაუბრუნდება, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა ის იქნება, რომ ეტლში ჯდომა შეძლოს, უმეტესი დრო წევს, ეტლში კი მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებს, ამისთვის ვიბრძვით ახლა.
გული მომეკუმშა.
- სასწაულების გჯერა ? - ყავა მოსვა და უცებ მომიტრიალდა.
- კი , როგორ არ მჯერა.
- ხომ გითხარი ექიმმა რაც თქვა ?
დავუდასტურე.
- წამოსვლისას ჩემს ძმას ჩვენი სახლისთვის ფოტო გადაუღია, მერე ერთ, ნაკლებად ცნობილ მხატვარს დავახატვინეთ და დედას საწოლის თავთან, პატარა ტუმბოზე დავდგით. ისიც ხომ გითარი, რომ არაფერი ახსოვს და ემოციის გამოხატვა არ შეუძლია ?
-კი, მითხარი - დავიძაბე.
- რამდენიმე დღის წინ აბაზანიდან გამოვედი და ვხედავ, დედა ძირს გდია, ეს ხომ ერთი სასწაულია ? მას არ შეუძლია მოძრაობა და უფრო მეტიც - ნახატი, ჩვენი ეზოს ნახატი გულზე ედო, ხელები ჯვარცმული მაცხოვარივით ჰქონდა გაშლილი და ცრემლები სდიოდა, ხომ გესმის ? ტიროდა, მხოლოდ სასწაულს შეუძლია ეს, სხვაგვარად გამორიცხულია, არ არსებოობს, არაა...... არ გჯერა ხომ ჩემი ? - თვალებში შემომხედა.
- მჯერა - თავის შეკავება აღარ მიცდია და ღაპაღუპით წამომცვივდა ცრემლები.
- როგორ ფიქრობ, ექიმს უნდა მოვუყვე ? ან რა ჰქვია ამას ?
-სამშობლო, სამშობლო ჰქვია - ორჯერ გავიმეორე, მაგრამ აღარ გაუგია, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მისი გვარის გამოცხადებაზე.
არ ვიცი - ექიმის კაბინეტში მოყვა თუ არა ეს ამბავი, არ ვიცი იმ ოთახში რომელმა გაიმარჯვა - დიაგნოზმა თუ ჩემმა
სამშობლომ, მაგრამ...
შენ, ჰო შენ, სამშობლო რომ გქვია !
ამისთანა რა ძალა გაქვს ?!
რა ძალა გაქვს ამისთანა ?!“, - წერს დიანა მირცხულავა.
ასევე საინტერესოა:
🔵 ოჯახს 5 თვის განმავლობაში ძიძა სახლში ჰყავდა გამოკეტილი - შოკის მომგვრელი შემთხვევა თბილისში
1766078530
მსოფლიოზელენსკი: აშშ ჩვენ ნატოში ჯერ ვერ გვხედავს - შესაძლოა, მათი პოზიცია დროთა განმავლობაში შეიცვალოს, პოლიტიკოსები იცვლებიან, ზოგი ცოცხლობს, ზოგი კვდება, ეს ცხოვრებაა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ამჟამინდელი პოზიცია, შესაძლოა, დროთა განმავლობაში...
1766076635
მსოფლიოზელენსკი: თუ უკრაინისთვის ფული არ იქნება, ევროპას სისხლით მოუწევს გადახდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპისთვის უფრო მოგებიანია უკრაინის ფინანსური დახმარება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირში ომის გავრცელების რისკი მკვეთრად გაიზრდება. ა...
1766074953
საზოგადოებაგურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი, გურამ ნიკოლაშვილი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც...
1766071828
მსოფლიოზელენსკი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი პოლიტიკური მიზეზების გამო ბლოკავს და არა იმიტომ, რომ რამე რეფორმა ვერ განვახორციელეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც მედია წერს, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებუ...
1766070143
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ბორის ჯონსონის განცხადებაზე, რომ არ არსებობდა უმცირესი შანსიც კი, უკრაინა ნატოს წევრი გამხდარიყო: ჯონსონი 2023 წელს იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ უნდა დაწყებულიყო უკრაინის ნატოში მიღების პროცესი
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, ბორის ჯონსონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ “არ არსებობდა უმცირესი შანსი...


























