„მეც ვიდექი მეხუთე სართულის ღია ფანჯარასთან... მე უფალი ავირჩიე - გაეცალეთ მოძალადეს!“ - ანა ბურდული
„როდესაც მოძალადე არის ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი და თავდაცვის ნულოვანი საშუალება გაქვს, პირველ რიგში უნდა დატოვო მოძალადე ადამიანი და შემდეგ ქვეყანაც, თუ სიცოცხლე ამას მოითხოვს და მაგალითი თავად ვარ! ავირჩიე სიცოცხლე და ავირჩიე ღმერთი! გადავრჩი!“ - უპასუხა exclusivetv.ge-ს მიერ დასმულ კითხვას, იტალიაში, ემიგრაციაში მყოფმა ანა ბურდულმა.
ანა ბურდული, რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს. როგორც თავად გვიყვება, ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ოჯახური ძალადობა გახდა. დღეს ანა ძალადობის მსხვერპლ ქალებს მოუწოდებს, იპოვონ ძალა და გამბედაობა და არჩევანი საკუთარი სიცოცხლის სასარგებლოდ გააკეთონ.
„როდესაც ვიგებ, რომ კლავენ ქალებს მშვიდობიან ქვეყანაში, როდესაც ვიგებ, რომ ქალები იკლავენ თავს და ეს ორივე შემთხვევა უკავშირდება მოძალადე ოჯახს ან უვარგის და შეუმდგარ კაცს, ვინც თანამდებობას და იარაღს იყენებს ტვინის და გულის ნაცვლად, ქალთან, ცოლი ან შვილი რომ ჰქვია, რომელსაც შიშით, მოკვლამდე მუჭში ჰყავს მომწყვდეული სუსტი არსება, მინდა ვუთხრა, - 33კბილი ერთად რომ გტკიოდეს, მთელი დარჩენილი არსებობა კუპრში რომ მოიხარშები, ძვლებზე მიწას არ გაღირსებენ, ან თუნდაც, პატივით ჩაგდებენ სამარეში და ეკლესიაშიც საპატიო ადგილას მდგარს, იქიდანაც გაგასვენებენ, არაფერი არ გიშველის ადამიანის მკვლელს!!!
გოგოებოო, არავის გამო, არაფრის გამო, არანაირი შიშის გამო, არავის ხათრის გამო, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე დატოვეთ თქვენი საქმროები, ქმრები, ძმები, მამები თუ ისინი ძალადობენ და გადით გარეთ!!!
არის ცენტრები, დარეკეთ და თავშესაფარში გადადით! წადით ქვეყნიდან! ნათესავებს შეაფარეთ 3 დღით თავი და გზა გამოჩნდება!!!
ჩემმა ერთმა მეგობარმა, ხანგრძლივი ნერვიულობით ეტლით დაასრულა სიცოცხლე, მოუვლელმა და წამალმონატრულმა...
ერთმა, ჩემმა მეგობარმა, მერვე სართულიდან დატოვა სამყარო და მისი სულისთვის ლოცვაღა დაგვიტოვა...
ერთმა ნაცნობმა დედამ, მეზობლის საბძელში თავი ჩამოიკიდა...
რამდენი მოკლეს, რამდენი ფსიქიატრულ მკურნალობას გადის!!!
გამოსავალი არის დროულად გაცლა მოძალადისგან და ის ძალადობას იწყებს სულზე ზეწოლით მსუბუქად: რას ჰგავხარ... რაც გაქვს, ის იკმარე, არ წახვალ, შვილს ვერ ზრდი... მერე მოდის უფრო ბევრი სახის მძიმე ძალადობა.
დატოვეთ და გადით სახლიდან!
ეს თემა ჩემთვის ყოველთვის აქტიური იქნება. ვფიქრობ ყველასთვისაც.
მეც ვიდექი მეხუთე სართულის ღია ფანჯარასთან სანამ არ დავიჯერე, რომ დიახ, ძალადობა რაც ხდება და უნდა გავერიდო!
მე უფალი ავირჩი და მისგან ნაჩუქარი სიცოცხლე.
წლების მერეც იგივეს ვიტყვი!“
თუ იტალიაში იმყოფებით და ხართ ძალადობის მსხვერპლი:
თუ ხართ ტრეფიკინგის/ექსპლუატაციის მსხვერპლი, შეგიძლიათ ითხოვოთ დახმარება შემდეგ ნომერზე: 800 290 290 ან 3427754946. მომსახურება უფასოა და რაც მთავარია ანონიმური.
ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია სპეციალური სერვისების შესახებ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალია - როგორ იცვლება კარანტინის პირობები 1-ლი აპრილიდან
📌 იტალიაში 1-ლი აპრილიდან სად უქმდება Green pass-ის ვალდებულება?!
📌 წმინდა ნიკოლოზის ქანდაკებიდან მოპარული ნივთები ნაპოვნია და ისინი უკვე ადგილზე დააბრუნეს
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























