„უნდა მოეგოს გონს ჩვენი ქვეყანა. შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ახალი თაობები, იმიტომ რომ ის თაობა, რომელმაც ემიგრაციაში 20 წლის წინ დაიწყო წამოსვლა, დაკარგულია“ - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან
იტალიაში გაუჩინარებულ 27 წლის ქართველ გოგოზე, ემიგრაციაში მყოფი ჟურნალისტი, სააგენტო „exclusivetv.ge“ იტალიის ბიუროს ხელმძღვანელი, ნინა მამუკაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„მეორე დღეა, ცუდად ვარ! რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. გული მიტირისო, ალბათ ეს ეპითეტი გამოხატავს ჩემს მდგომარეობას.
მესამე დღეა 27 წლის ქართველ გოგოს ეძებენ ნეაპოლში. კიდევ რამდენიმე ფაქტის შესახებ გავიგე, მაგრამ ჯერ დუმილი სჯობს. ვინ იცის ახლა სად არის, როგორ სცივა, როგორ შია, როგორ ეშინია...
მესამე დღეა ვეხვეწები ღმერთს და სამყაროს, რომ ცოცხალი გამოჩნდეს. ასე არ უნდა იკარგებოდნენ ადამიანები!
ასე არ უნდა იკარგებოდნენ ქართველი ახალგაზრდები უცხო მიწაზე!
ასე არ უნდა კარგავდეს ადამიანებს საქართველო.
უნდა მოეგოს გონს ჩვენი ქვეყანა. შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ახალი თაობები, იმიტომ რომ ის თაობა, რომელმაც ემიგრაციაში 20 წლის წინ დაიწყო წამოსვლა, დაკარგულია.
ალბათ, იმ გოგოს ადგილას ჩემი თავი წარმოვიდგინე და იმიტომ ვარ ასე ცუდად...
იტალიაში ახალჩამოსული ალბათ, რამდენ ხიფათს გადავურჩი, არ ვიცი იღბლის, თუ ჩემი სიფრთხილის გამო.
გოგონებო, გულით გთხოვთ, ძალიან ფრთხილად იყოთ, იოლად ნუ ენდობით ნურავის, ნურც ქართველს და მით უმეტეს ნურც უცხოელს!
ჯერ საკუთარ მიწაზე როგორი დაუცველები ვართ და ახლა უცხო ქვეყანაში და მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც ნეაპოლია. ორი დღეა მექანიკურად ვაკეთებ რაღაცებს, ყველაფრის უნარი მაქვს წართმეული
ღმერთო, ცოცხალი გამოჩნდებოდეს“, - წერს ჟურნალისტი ნინა მამუკაძე.
ცნობისთვის, იტალიაში, ნეაპოლში გაუჩინარებულ ქართველ გოგოს მესამე დღეა ეძებენ. 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი, სახლიდან გუშინწინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. გავრცელებული ინფორმაციით, ტეტუნაშვილი ნეაპოლში მოხუცი ქალბატონის დამხმარედ მუშაობდა. თავად ტეტუნაშვილის ოჯახის წევრებიც ნაპოლში ცხოვრობენ. სავარაუდოდ, ძიების პროცესში უკვე სამართალდამცავი სტრუქტურაც ჩაერთო.
დღის სხვა ამბები:
🔵 ახალი დეტალები იტალიაში, გაუჩინარებული ქართველი გოგოს შესახებ
🔵 საქართველო ცნობილ ქართველ მშვილდოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს ქეთევან ლოსაბერიძეს ემშვიდობება
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































