1 მაისიდან საბერძნეთში სამოგზაუროდ ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება
საბერძნეთის ექსპერტთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, 1 მაისიდან ქვეყანაში შესასვლელად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ან გადატანილი დაავადების დამადასტურებელი სერტიფიკატის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
რაც იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბრამდე, საბერძნეთში სამოგზაუროდ, ტურისტებს ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატი ( COVID PASS) აღარ დასჭირდებათ და ქვეყანაში შესვლას ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული პირები თანაბარი უფლებებით შეძლებენ.
28 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბერძნეთში 1 მაისიდან ვაქცინაციის და გადატანილი კორონავირუსის დაავადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 31 ოქტომბრამდე გაუქმდება.
რაც შეეხება პირბადეს, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაისის ბოლომდე, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულოდ რჩება, რაც შესაძლოა 1 ივნისიდან გაუქმდეს, თუმცა ამის შესახებ ზუსტ გადაწყვეტილებას კომიტეტი 31 მაისს მიიღებს.
ექსპერტთა კომიტეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების მოხსნასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს 1 სექტემბერს, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად კიდევ ერთხელ განიხილავს.
ასევე საინტერესოა
🔵1 მაისიდან, საკონსულო მომსახურებისთვის დადგენილი მოსაკრებელი მცირდება - გაეცანით ახალ ტარიფებს
🔵მჟავით თავდასხმის შემდეგ იოანას პირველი სურათი ნიღბის გარეშე
1791292748
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანა...
1791292143
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6025 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6032 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1791290924
ახალი ამბებიპროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...
1791290318
საზოგადოებაპროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძ...
1791288794
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...




























