ათენის გარეუბანში ძლიერი ხანძარია - ანო ვულაში იწვის სახლებიც

საბერძნეთში, ათენის გარეუბანში კერძოდ ანო გლიფადაში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ხანძარი დასახლებულ ტერიტორიამდე მივიდა, დამწვარია ტყე-პარკები და სახლებიც. 

სტიქიის ზონიდან, ადგილობრივი მოსახლეობა  ევაკუირებულია. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ზემო (ანო) ვულაში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება (16:00 საათზე) მას შემდეგ გაიცა, რაც  ხანძარი ანო გლიფადაში,  პურნარის რაიონში გავრცელდა. 

სახანძრო ბრიგადა ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს, რაშიც ხელს ძლიერი ქარი უშლის.

მეხანძრეები ცდილობენ, რომ ხანძარმა არ მიაღწიოს სხვა სახლებამდეც. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ევაკუირებული მოსახლეობის დროებით განსათავსებლად გაიხსნა ვულას გიმნაზიისა და ლიცეუმის დარბაზი.   

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, ელექტრო ქვესადგურიდან გაჩნდა, ზუსტად ისევე როგორც შარშან ვარიბობში. 

კერძოდ, დღევანდელი ხანძარი გლიფადის მუნიციპალიტეტში მდებარე მაღალი ძაბვის ქვესადგურში და კონკრეტულად კი ანო გლიფადაში, მეცოვოს ქუჩის ბოლოში გაჩნდა, საიდანაც ძლიერი ქარის გამო ვულამდე გავრცელდა.

 

 

ასევე საინტერესოა:

🔵

🔵

🔵

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782327179

მსოფლიო

მორიგი სკანდალი ურსულა ფონ დერ ლაიენის გარშემო - რას იძიებს ევროკავშირის ომბუდსმენი მის შესახებ?

ევროკავშირის ომბუდსმენი ტერეზა ანჟინიო ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ბერლინერ ცაიტუნგი“ ავრცელებს. „ბერლინერ ცაიტ...

ურსულა ფონ დერ ლაიენი

1782325106

მსოფლიო

„რადიო თავისუფლება“: ლიეტუვამ დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩენს, რომელიც 20 წელი ცხოვრობდა ქვეყანაში

ლიეტუვის ხელისუფლებამ რუსეთში დეპორტაცია გაუკეთა ჩეჩნური წარმოშობის პირს მას შემდეგ, რაც მას ლტოლვილის სტატუსის განახლებაზე უარი ეთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში...

 ლიეტუვა

1782323113

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

2026 წლის 24 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან...

მაკა ბოჭორიშვილი

1782322638

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2026 წლის 24 ივნისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...

მაკა ბოჭორიშვილი

1782320754

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს აპირებს

რუსეთის ხელისუფლება ინდოეთიდან ბენზინის მასშტაბურ იმპორტს გეგმავს, რათა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი შეავსოს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. რუსული მედია ეყრდნობა რუსეთის სახელმწიფო დუმის ბიუჯეტისა...

რუსეთის ხელისუფლება