კაროლაინის მეუღლემ მკვლელების სასაუბრო ენა ამოიცნო - განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული საბერძნეთში

საბერძნეთის მედია გლიკა ნერაში მომხდარ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც მძარცველებმა 20 წლის კაროლაინი საკუთარ სახლში, მეუღლისა და 11 თვის შვილის თვალწინ მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე პირები სავარაუდოდ, ალბანელები არიან. 

როგორც კაროლაინის მეუღლემ, პოლიციასთან მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, მან გაიგონა როგორ საუბრობდნენ მძარცველები მისთვის უცნობ ენაზე. მისი და  საბერძნეთის პოლიციის დიდი ძალისხმევის შედეგად დადგინდა, რომ მძარცველები ალბანურად საუბრობდნენ. 

ასევე, საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის ადგილას აღმოჩენილია ერთ-ერთი მოძალადის ფეხსაცმლის ანაბეჭდი, რომელსაც პოლიციის სასამართლო ლაბორატორიებში იკვლევენ.

პოლიცია, ასევე, იძიებს, წარსულში იგივე ქმედებებით ჩადენილ თავდასხმების შემთხვევებსაც, რამაც შეიძლება ისინი დამნაშავეების აღმოსაჩენად სწორ კვალზე დააყენოს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად განიხილება, კაროლაინის ქმრის (რომელიც პროფესიით პილოტია) ინსტრუქტორის, ოჯახზე განხორციელებული თავდასხმა, სადაც დამნაშავეები, ასევე, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მაისის შუა რიცხვებში საბერძნეთში, კერძოდ, გლიკა ნერში მძარცველები ახალგაზრდა წყვილს, 20 წლის კაროლაინს და 34 წლის პილოტს საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. 

გავრცელებული ინფორმაციით  მძარცველები სახლში გამთენიისას  შეიჭრნენ, საიზოლაციო ლენტით დააბეს 34 წლის პილოტი, 20 წლის კაროლაინი კი რომელიც, წინააღმდეგობას უწევდა მათ, გაგუდეს. დანაშაულის ჩადენის დროს იმავე ოთახში იმყოფებოდა წყვილის 11 თვის შვილიც. მძარცველებმა მოკლეს ოჯახის ძაღლიც. მათ გაიტაცეს 15 000 ევრო და ოჯახის ძვირფასეულობა.

აღსანიშნავია, ასევე, რომ საბერძნეთის პოლიცია მომხდართან დაკავშირებით სავარაუდო ეჭვმიტანილად საქართველოს მოქალაქესაც განიხილავდა, თუმცა მოკლე დროში გაირკვა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა გლიკა ნერაში მომხდარ სასტიკ დანაშაულთან.

ამავე თემაზე:

11 თვის ბავშვი მუხლებზე იდგა და გარდაცვლილ დედას ეხვეოდა“ - პოლიციელის ჩვენება, რომელმაც კაროლაინის ბავშვი ხელში აიყვანა

კაროლაინის ფრჩხილებში დამნაშავის დნმ-ი არ აღმოჩნდა - საბერძნეთში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765806136

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...

პროკურატურა

1765805781

ახალი ამბები

მაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს

გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...

მაია ბითაძე

1765804807

ახალი ამბები

ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1765804294

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1765803583

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ყველას კარგად გვახსოვს, „ნაცმოძრაობა“ რას სჩადიოდა, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაც არ გამოუვათ

„„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს დამატებითი თავმოყრა არ სჭირდება, ეს ყველაფერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოიკვლია და ქართველი ხალხის მეხსიერებაშია“, - ამის შესახებ პარლამენტის საპ...

დავით მათიკაშვილი