შოკის მომგვრელი ინფორმაცია - საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის კაროლაინის მკვლელად მისი მეუღლე დაასახელა
სულ ცოტა ხნის წინ ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის კაროლაინის მკვლელობასთან დაკავშირებთ, საბერძნეთის პოლიციის ხელთ არსებული ახალი საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ კაროლაინის მკვლელი მის 32 წლის მეუღლეა.
უკანასკნელმა დეტალებმა 32 წლის პილოტი დაზარალებული, განადგურებული მეუღლის და მამის პოზიციიდან მთავარი ეჭვმიტანილის პოზიციაზე გადმოინაცვლა.
ინფორმაცია რომლის მიხედვითაც კაროლაინის მეუღლე პოლიციამ ეჭვმიტანილად ცნო, ამოღებულია თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით ძირითადად წყვილის მობილური ტელეფონების კამერებიდან და კაროლინის ხელზე არსებული ბიომეტრიული საათიდან, რომელიც ზუსტად აფიქსირებს კაროლაინის გარდაცვალების დროს, რაც არ ემთხვევა 32 წლის პილოტის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებს.
ბაბი ანაგნოსტოპულოს დანაშაულის დამამტკიცებელ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია გუშინდლიდან ფლობდა, თუმცა, დამნაშავის შეშინება და სიტუაციის სხვაგვარად შემობრუნება, რომ არ მოჰყოლოდა ამ ამბავს, პოლიცია მას დაუკავშირდა და განყოფილებაში გამოცხადება კიდევ ერთხელ ჩვენების მისაცემად და ახალ დეტალებთან გაცნობის მიზნით თხოვა. აღსანიშნავია, რომ დამნაშავემ პოლიციის თანამშრომლების ერთი დღე ითხოვა, რათა საკუთარი მეუღლის საფლავზე გამართულ „გარდაცვლილის მოსახსენებელ“ ტრადიციულ ცერემონიალს დასწრებოდა, რაზედაც პოლიციამ უარი არ უთხრა, რათა რაიმე ეჭვი არ გამოეწვია.
სასაფლაოზე გამართულ ცერემონიალს ესწრებოდდნენ ტელეკომპანია ALPA-ს ჟურნალისტებიც. მათი კამერის კადრზე კარგად ჩანს, თუ როგორ იხუტებს გულში 32 წლის პილოტი მოკლული მეუღლის განადგურებულ დედას.
იხილეთ აგრეთვე 👇
1765799320
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას
პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას სოციალურ ქსელში X გმობს. „საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე...
1765797104
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა
აგვისტოს ომის დამთავრების შემდეგ, როგორც „პრომო ბიჭი“, ისე ხვდებოდა სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან რუსეთის მოქალაქეებს და ეპატიჟებოდა ქვეყანაში, თითქოს არაფერი მომხდარა, - განაცხადა პარლამენტ...
1765794634
ახალი ამბებინინო წილოსანი: ფარსია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან
„ნაციონალური მოძრაობა“ არის სრული ფარსი. ფარსია ის, რომ ის პროდასავლური პარტიაა და ისინი რუსეთს ებრძვიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. დეპუტატი გამოეხმაურა...
1765792595
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების, მათ შორის ოქროს ზოდებისა და ვერცხლის მონეტების შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინი...
1765792171
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციასა და ქვეყნის „ევროპულ გზაზე დაბრუნებაზე“ სცილდება პარტნიორული ურთიერთობის ჩარჩოებს
ბოლო პერიოდში დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები ცხადყოფს მათ სურვილს, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ბრიუსელიდან გაკეთებული განცხადებები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, ხ...































