საბერძნეთის მთავრობა, ახალი პროგრამის ფარგლებში 1000 შშმ პირს უფასოდ, პირადი დამხმარის მომსახურებით უზრუნველყოფს

საბერძნეთში დღეს, 14 აპრილიდან, 67%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის  ახალი პროგრამა " პირადი დამხმარე" ამოქმედდა. ამის შესახებ განცხადება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გააკეთა. 

მისი განცხადებით ახალი პროგრამის ფარგლებში, 16 და 55 წლამდე ასაკის 1000 შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანს გვერდით ეყოლება სპეციალიზებული პროფესიონალი დამხმარე. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროგრამა რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და ის დღეიდან რეალობად იქცევა. 

როგორც მან აღნიშნა,  " პირადი დამხმარის " პროგრამაში  ჩასართავად საჭირო 15 მაისამდე მითითებულ პლატფორმაზე რეგისტრაციის გავლა (https://prosopikosvoithos.gov.gr/), რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს აღარ მოუწევთ სოციალური აქტივობებისგან შორს, სახლში ჩაკეტილი ყოფნა.  

"პირადი ასისტენტის სახით ისინი საკუთარი თავისთვის და ოჯახებისთვის  უკეთეს ცხოვრებას ითხოვენ. იმისათვის, რომ არავინ იყოს მარტო. ჩვენ მათთვის ეს გვმართებდა, ჩვენ  ვთქვით და ჩვენ ამას ვაკეთებთ! ” - განაცხადა პრემიერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ასევე საინტერესოა

🔵სასწრაფოდ! საბერძნეთის ემიგრანტების საყურადღებოდ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სჭირდება!

🔵საბერძნეთში, 1 მაისიდან ვაქცინაციის სერტიფიკატის 1 ივნისიდან კი პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება!

🔵საბერძნეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე:

1795801614

ახალი ამბები

პრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...

პრემიერი

1795800465

ახალი ამბები

თერჯოლაში შვილმა მამა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს....

ყვითელი ლენტი

1795800099

ახალი ამბები

პრემიერი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: პოლიციამ უზრუნველყო წესრიგის დაცვა, მადლობა ყველა პოლიციელს, მოვუწოდებ ყველა ქართველ პროვოკატორს, გაუფრთხილდნენ მაქსიმალურად საქართველოს ინტერესებს და თავი შეიკავონ პროვოკაციული, სამარცხვინო განცხადებებისგან

პირველ რიგში, დავიწყებ მადლობით პოლიციელების მიმართ და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ. მათ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან მძიმე პროვოკაციების პირობებში დაეცვათ წესრიგი, უზრუნველეყოთ წესრიგ...

ირაკლი კობახიძე