საბერძნეთმა, ჰააგის სასამართლოს, მარიუპოლში ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა
მარიუპოლში, სარტანასა და ვოლნოვაკაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით, საბერძნეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალურ პროკურორს ოფიციალური წერილი გაუგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის cnn-ი ავრცელებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მარიუპოლის საკითხის ყველა ფორუმზე დაყენებას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უნდა მოხდეს ომის ყველა დანაშაულების საფუძვლიანი გამოძიება“, - განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, საბერძნეთისთვის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა და უკრაინაში მცხოვრები ბერძნებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა უმთავრესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კი შავი ზღვის სანაპირო ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი და ოდესა, სადაც ბერძნები საუკუნეებია ცხოვრობდნენ".
მისი განცხადებით, მარიუპოლში სიტუაცია უკიდურესად ტრაგიკულია: "ქალაქმა პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა" - " ჩვენ არ გვაძლევენ იქ ჩასვლის უფლებას, რათა არ დავინახოთ რამდენად დიდია კატასტროფის მასშტაბები"- ამბობს საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ნიკოს დენდიასმა ხაზგასმით აღნიშნა რომ "საბერძნეთი გააგრძელებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, როგორც ფუნდამენტური პრინციპის მხარდაჭერას".
ასევე საინტერესოა
🔵საბერძნეთში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
🔵საბერძნეთის წითელმა ჯვარმა ოდესას 50 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
🔵9 წლის ჯორჯინას საფლავიდან ამოღებული ტაბლეტი "სასიკვდილო მედიკამენტზე ალაპარაკდა"
1787317755
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6125 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6130 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1787316950
მსოფლიოჩინეთი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ეკონომიკური მუქარა „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“
ჩინეთი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზომების მიღების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სანქციები „არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის“. ტრამპმა პირობა დად...
1787314510
ახალი ამბებიგიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ფეხბურთელია!
ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი „სევილიას“ ფეხბურთელია! ესპანურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. „სევილიამ“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €5.5 მილიონი გადაიხ...
1787312937
მსოფლიოირანის პრეზიდენტი: აშშ-სთან ომის დასრულების დროა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ დროა დასრულდეს შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან მიმდინარე რამდენიმეთვიანი ომი, რადგან მისი თქმით, თეირანი ვაშინგტონთან შედარებით ძლიერ პოზიციაში იმყოფე...
1787312115
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში
„სასაცილოა, როდესაც გიგაური და მისი კოლეგა „ენჯეოების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს პატრიოტებს უწოდებენ - ადამიანები, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას წლების განმავლობაში იმის სანაცვლოდ,...































