საბერძნეთში, 1 მაისამდე საგანგებო ზომები იმოქმედებს - ვინ როგორ შეძლებს სააღდგომოდ ტაძრებში და რესტორნებში შესვლას?!
საბერძნეთში, სააღდგომოდ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საგანგებო ზომები იმოქმედებს, რომელიც ძალაში გუშინ, 18 აპრილს შევიდა და 1 მაისამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის გაზეთი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რესტორნები და გასართობი ცენტრების დახურული სივრცის ზონა იმუშავებს მხოლოდ, მოქმედი ვაქცინაციის სერტიფიკატის მფლობელებისთვის, ხოლო ღია სივრცით სარგებლობის უფლება ექნება ყველას, მათ შორის არავაქცინირებულ მოქალაქეებსაც, ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიაგნოსტიკური სწრაფი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
4-დან 17 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში მიიღება თვით დიაგნოსტიკური ტესტის (სელფტესტი) პასუხიც, (რა თქმა უნდა პასუხი უნდა იყოს უარყოფითი).
შემოწმება ჩატარდება დაწესებულების შესასვლელთან. მოლოდინის პროცესში მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ პირბადე. პირბადის ტარება სავალდებულოა, ასევე დაწესებულებების ყველა პერსონალისთვის. მუსიკალური ბენდის არსებობის შემთხვევაში, მუსიკოსები ვალდებულები არიან დაიკავონ, მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია.
ზომები რომლებიც იმოქმედებს ეკლესიებში :
აღდგომის ლოცვებზე დასასწრებად ეკლესიაში შესვლა, შესაძლებელი იქნება, ვაქცინაციის ან გადატანილი დაავადების მოქმედი სერტიფიკატით ან დიაგნოსტიკური ტესტის უარყოფითი პასუხით (სწრაფი ან PCR). 4-დან 17 წლამდე არასრულწლოვანთა შემთხვევაში დასაშვებია თვით დიაგნოსტიკური ტესტის უარყოფითი პასუხიც.
ეკლესიაში, პირბადის ტარება სავალდებულოა ყველასთვის, გარდა იმ სასულიერო პირებისა რომლებიც აღავლენენ ლოცვას.
ასევე საინტერესოა
🔵ბერძენი პროფესორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების გაუქმების წინააღმდეგია
1791299576
ახალი ამბებიჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...
1791297512
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...
1791297483
ახალი ამბებიდიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ფაქტზე ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დააკავეს
ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატუ...






























