საბერძნეთში, 70 წლის მოხუცმა პროდუქტის მოპარვა სცადა, მაღაზიის ხელმძღვანელი მის დასჯას კატეგორიულად მოითხოვს

საბერძნეთში, გაუსაძლისი ფინანსური პრობლემების მქონე მოხუცებულმა, სუპერმარკეტიდან პროდუქტის მოპარვა სცადა, შემდეგ კი სირცხვილის გამო სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება დააპირა.

შემთხვევა ილიონში, შაბათ საღამოს მოხდა. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პროდუქტის  ღირებულება, რომლის მოპარვასაც მოხუცი ქალი ცდილობდა 40 ევროს შეადგენდა. 

მაღაზიის ხელმძღვანელებმა, მოხუცი ქალის ქურდობების მცდელობა დააფიქსირეს და შემთხვევის ადგილას პოლიცია გამოიძახეს, რომელთაც 70 წლის მოხუცი, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

პოლიციელებთან საუბარში 70 წლის ქალმა აღიარა, რომ პროდუქტის მოპარვა გაუსაძლისმა  ფინანსურმა პრობლემებმა გადააწყვეტინა.

როგორც მან აღნიშნა, პენსია თითქმის მთლიანად იპოთეკური სესხის დაფარვას სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას, სახლის დაკარგვა ემუქრება. 

მოხუცი ქალის ნაამბობმა პოლიციელების თანაგრძნობა, გამოიწვია და რადგან არსებობდა სუპერმარკეტის სხვა კლიენტების მერ შემოთავაზება, რომ ისინი გადაიხდიდნენ მოხუცი ქალის მოპარული საქონლის ღირებულებას, პოლიციას სურდა 70 წლის ქალი არ მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში, თუმცა სუპერმარკეტის ხელმძღვანელმა ქალის წინააღმდეგ დაწერა საჩივარი და კატეგორიულად მოითხოვდა, მის წინააღმდეგ საქმის აღძრას.

სუპერმარკეტის ხელმძღვანელს,  საჩივრის გაუქმების თხოვნით მიმართეს მოხუცი ქალის მეზობლებმაც პასუხად კი მკაცრი უარი მიიღეს, რადგან როგორც ხელმძღვანელი აღნიშნავს, კომპანიის პოლიტიკა მკაცრად ეწინააღმდეგება ასეთი საჩივრების გაუქმებას.

ტელეკომპანია  OPEN-თან ისაუბრა მოხუცი ქალის მეზობელმა რომელმაც განაცხადა, რომ 70 წლის ქალს, მომხდარის გამო იმდენად სცხვენია, რომ წნევის წამლების გადაჭარბებული დოზის მიღებით, თვითმკვლელობა სცადა, რის გამოც მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეზობელი ასევე აღნიშნავს, რომ 70 წლის ქალს ეშინია, მომხდარმა ამბავმა მისი შვილების ყურებამდე არ მიაღწიოს, რომელთაგან ერთი უმუშევარია მეორე კი 4 შვილის მამა. 

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთის მთავრობამ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო - ნახეთ რა იცვლება 19 თებერვლიდან

🔵როგორ ძარცვავენ საბერძნეთში მაღაზიებს ქალები

🔵ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი საბერძნეთში - რომელ საქონელზე გაიზარდა ფასები

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791736485

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1791733324

ახალი ამბები

პრემიერი: ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა

 „საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც სახარება პირველ საუკუნეში, ქრისტეს მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ქრისტიანობის სახე...

ირაკლი კობახიძე

1791731307

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...

გურამ მაჭარაშვილი

1791729248

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...

ძიუდოისტთა ნაკრები

1791728970

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...

საქართველოს პრეზიდენტი