საბერძნეთში ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რუსულ გაზს ეროვნულ ბაზარზე შეცვლის

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკის განცხადებით, დაახლოებით 20 თვეში ალექსანდრუპოლისის  პორტში თხევადი ბუნებრივი გაზის ახალი ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ საბერძნეთი  შეძლებს მთლიანად შეცვალოს რუსული გაზი. 

თხევადი ბუნებრივი აირის მცურავი ტერმინალის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 3 მაისს საბერძნეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროულში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის ელჩი საბერძნეთში ჯეფრი პიატი, საბერძნეთის პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი, ბულგარეთის პრემიერ მინისტრი კირილ პეტკოვი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი და ოთხი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრები ესწრებოდნენ.  

"ძალიან მალე, ამ და სხვა პროექტებით, ჩვენ შევძლებთ, რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას. ამავდროულად, ჩვენი ქვეყნები მზად არიან ერთად შეასრულონ ახალი როლი ევროპის ახალ ენერგეტიკულ რუკაზე. რუსეთის ბოლოდროინდელი შანტაჟი გაზის გამო ცხადყოფს, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ აუცილებელი, არამედ გადაუდებელია“, - განაცხადა მიცოტაკისმა და დასძინა, რომ საბერძნეთმა უკვე იზრუნა საკუთარ ეროვნულ ენერგეტიკულ ადეკვატურობაზე და რა თქმა უნდა, მზად არის დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს, როგორიცაა ბულგარეთი.

პრემიერის განმარტებით, მომდევნო 20 თვის განმავლობაში საბერძნეთი შეძლებს მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი რაოდენობით თხევადი ბუნებრივი აირის მიღებას. (გაზიფიკაციის ჯამური სიმძლავრე იქნება 58,5 მილიონი კუბური მეტრი დღეში)   სახვა სიტყვებით რომ ვთქვათ ბერძნულ LNG სადგურს ექნება  შესაძლებლობა მთლიანად შეცვალოს რუსული ბუნებრივი აირი, არა მხოლოდ ეროვნულ ბაზარზე, არამედ შეცვალოს რუსული ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი ბალკანეთში. 

მისი თქმით, დაგეგმილია საბერძნეთი - ბულგარეთისა და ბულგარეთი - სერბეთის, საბერძნეთი - ჩრდილოეთ მაკედონიის სატრანსპორტო საშუალების მშენებლობის დაჩქარება. გაზის მიწოდება შესაძლებელია ასევე  რუმინეთსა და მოლდოვაშიც. 

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთში, მომავალი კვირიდან ძირითად პროდუქტებზე ფასები 50 % -მდე მოიმატებს

🔵საბერძნეთში შუა სეზონური ფასდაკლებები დაიწყო - კვირას მაღაზიები ღია იქნება

🔵საბერძნეთში მძღოლმა, რომელიც მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791912679

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პენსიების ზრდასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, რადიკალი პოპულისტი ოპოზიცია საზოგ...

დავით ქართველიშვილი

1791910128

ახალი ამბები

რომში საერთაშორისო ღონისძიებაზე - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“, ნინო წილოსანი სიტყვით გამოვიდა

რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათავო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, ქართული ხორბლის შესახებ ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიც...

ნინო წილოსანი

1791907290

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე: „ფაქტებზე დაყრდნობის გარეშე ლაპარაკი, უბრალოდ, უხერხულია“

ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ გრანტების კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ილაპარაკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ დასკვნაში მითითებულია, თითქოს ეს კანონი ხელს უშლის ოპოზი...

ზვიად შალამბერიძე

1791904052

ახალი ამბები

„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“ სადღესასწაულო პროგრამა

„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“ სადღესასწაულო პროგრამა: ✅10:00-13:00 - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ✅10:00-18:00 - საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო, ხალხური რეწვის, სა...

„მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2026“

1791901140

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზი...

ირაკლი კობახიძე საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა