5-11 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

5-11 დეკემბრის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

კვირის პირველ ნახევარში ოჯახური ურთიერთობები უნდა გააუმჯობესოთ. უფრო ხშირად გამოჩნდეთ საზოგადოებაში სასიყვარულო პარტნიორთან ერთად და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ერთად მოაგვარეთ. შესაძლებელია ერთობლივი მოგზაურობაც. კვირის მეორე ნახევარში თქვენი ყურადღება მიაქციეთ კარიერული და ფინანსური საკითხების მოგვარებაზე. უფროსებთან ურთიერთობაში რეკომენდებულია პირადი ინიციატივისგან თავის შეკავება და გეგმის მკაცრი დაცვით მოქმედება. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, რაც საშუალებას მოგცემთ, საახალწლო დღესასწაულისთვის მოემზადოთ.

კურო 

თქვენი კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. თუ ავად იყავით გამოჯანმრთელდებით. გაგიადვილდებათ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. შეეცადეთ დაანებოთ სიგარეტის მოწევას თავი. 
კვირის მეორე ნახევარი იგრძნობთ ლტოლვას ცოდნისკენ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ უკანონო ქმედებები და არ დაუკავშირდეთ საეჭვო ადამიანებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული გართულებები და უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეპუტაციაზე.

ტყუპი 

შვილების აღზრდის თქვენი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. იყავით მის მიმართ მზრუნველი. სამსახურში უნდა იყოთ დიპლომატიური და კომუნიკაბელური. ეს დაგეხმარებათ უფრო იოლად დაძლიოთ სირთულეები. უქმეები ბინის კეთილმოწყობას, ოჯახის წევრებთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებას შეეცადეთ.

კირჩხიბი 

რეკომენდებულია ბინის დასუფთავება, ყველა კუთხე-კუნჭულის დალაგება, ზედმეტი და არასაჭირო ნივთებს გადაყრა. სამსახურშიც იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ. კვირის მეორე ნახევარი გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შეადგინეთ საახალწლო საყიდლების სია. დღესასწაულის პროგრამა. უქმეებზე მეგობრებთან ურთიერთობა შესანიშნავია. მათგან ნამდვილ მხარდაჭერას იგრძნობთ.

ლომი

სამსახურში დოკუმენტებთან მოგიწევთ მუშაობა. ხელსაყრელი კვირაა ბავშვების აღზრდისთვის. ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენს შვილს დღესასწაული მოუწყოთ. ჰკითხეთ სურს თუ არა მონაწილეობა შემოქმედებით წრეში ან სპორტულ შეჯიბრებაში. მშვენიერი დროა რომანტიკული ნაცნობებისთვის, საახალწლო არდადეგებისთვის საჩუქრების შესაძენად. მეტი დრო დაუთმეთ პრაქტიკული საკითხების მოგვარებას. გექნებათ საკმარისი ენერგია და სურვილი სახლის მოსაწესრიგებლად.

ქალწული 

კვირის პირველი ნახევარი ოჯახური და მატერიალური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. საუბარია აუცილებელ წინასადღესასწაულო შესყიდვებსა და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაზე. გამონახეთ დრო გაფუჭებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტოდ ან შეიძინეთ ახალი მათ შესაცვლელად. შეეცადეთ მოიშორეთ ყველაფერი მოძველებული და არასაჭირო. უქმეებზე არ დაივიწყოთ უფროსი ნათესავები, მშობლები. იზრუნეთ მათზე, ჰკითხეთ, სჭირდებათ თუ არა თქვენი დახმარება.

სასწორი 

ჩაერთვებით ინტენსიურ კომუნიკაციაში. მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას და გააფართოებთ თქვენს სამეგობრო წრეს. მეგობრებსა და მეზობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. შესანიშნავი დროა სწავლისთვის, გამოცდებისა და ტესტების ჩაბარებისთვის. არ არის გამორიცხული კონფლიქტური სიტუაციები და გაუგებრობები მეუღლესთან. გაგიუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა და სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენას შეძლებთ.

მორიელი 

გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ ფულადი ჯილდო, დივიდენდი. რაც დაგეხმარებათ, საცხოვრებელი პირობები უფრო კომფორტული გახადოთ. კარგი დროა სამზარეულოსა და აბაზანისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. კვირის მეორე ნახევარში გახშირდება კონტაქტები, მოგზაურობა, სამუშაო საქმეებთან ან საახალწლო აურზაურთან დაკავშირებული. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო ან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე, ნერვული სისტემის გადატვირთვაზე.

მშვილდოსანი 

თავისუფალი ხართ გარეგანი გავლენისა და შეზღუდვებისგან და შეგიძლიათ გააქტიურდეთ. საქმეებში წარმატება დამოკიდებული თქვენს ინიციატივასა და ენერგიულობაზე. თუ ზოგიერთი შეკითხვა ბოლომდე გასაგები არ არის თქვენთვის, ნუ მოგერიდებათ რჩევა ჰკითხოთ მცოდნე ადამიანებს. უქმეებზე თავი შეიკავეთ ფულის დახარჯვისგან გართობასა და აზარტულ თამაშებზე. შეგიძლიათ საახალწლო საჩუქრების ყიდვა ბავშვებისთვის და საყვარელი ადამიანისთვის.

თხის რქა

კვირის პირველ ნახევარში მარტოობაში თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ. მეტი დრო გამონახეთ დასვენებისთვის. ხუთშაბათიდან მეტად ენერგიული და ოპტიმისტური გახდებით. ეს კარგი დროა ნებისმიერი წამოწყებისა და შემოქმედებითი გეგმებისთვის. გააკეთეთ რაიმე სასიამოვნო მათთვის, ვინც გიყვართ. ამასთან, ეცადეთ, არ გააკეთოთ ის, რაც თქვენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს არ მოეწონებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია.

მერწყული 

კვირის პირველ ნახევარში მთელი ფიქრებით მომავალზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება. კარგი დროა სოციალური წრის გაფართოებისთვის, პიროვნული განვითარებისა და სწავლისთვის. მეორე ნახევარში შეამცირეთ საზოგადოებრივი აქტივობები. უმჯობესია ეს პერიოდი განმარტოებაში, ოჯახურ წრეში გაატაროთ. ძალიან ეფექტური იქნება სულიერი პრაქტიკა, მედიტაცია და რელაქსაციის სესიები.

თევზები 

სასურველი მიზნების მიღწევას შეძლებთ, თუ იმოქმედებთ გააზრებულად და თანმიმდევრულად. შეიძლება დაგეხმაროთ ავტორიტეტული ადამიანი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა; ფული შეიძლება საჩუქრადაც მიიღოთ ან ძველი ვალი დაიბრუნოთ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც მოგვიანებით გახდებიან თქვენი თანამოაზრეები. ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას გაიგებთ მათგან. ასევე კარგი დროა მოგზაურობისთვის მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში.

წყარო: marao.ge

ასევე დაგაინტერესებთ:

📍თბილისში თოვს - დედაქალაქის შემოგარენში თოვლისგან გზებს წმენდენ - "თბილსერვისმა" 25 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა

📍"მთავრობავ, ნუ გაყურსულხარ – გლოვის დღე გამოსაცხადებელია!"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790421512

საზოგადოება

კახა კალაძე: მადლობა იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა - დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია

„მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა“, - წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, საქართველო არ ივიწ...

კახა კალაძე

1790418505

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა

თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებ...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1790416506

საზოგადოება

ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა...

ინგა გუდაძე

1790413960

ახალი ამბები

მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა - შემთხვევა სამტრედიაში მოხდა

სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების ტერიტორიაზე მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაღუპული ოჯახის წევრებთან ერთად ლიანდაგის მიმდებარედ მუშაობდა. 21 წლის ახალ...

მატარებელი

1790413203

საზოგადოება

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელშ...

რადიკალური ოპოზიცი