მიმდინარე კვირის რომელ დღეს არ შეიძლება თმის შეჭრა და სისხლის გადასხმა. მიხეილ ცაგარელის რჩევა

მიხეილ ცაგარელმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „იმედის დილაში“, მიმდინარე კვიირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა.

„ეს ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა, ოღონდ, ერთი დღის გამოკლებით. ეს ერთი დღე არის ხვალ. ხვალ სავსემთვარეობაა, ანუ მზე და მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ტყუპები-მშილდოსნის ზოდიაქურ ღერძზე. როდესაც მზე და მთვარე არ მეგობრობენ და მათ შორის კონფლიქტია, დედამიწაზე დიდი რაოდენობით უარყოფითი ენერგია მოდის. ეს პერიოდი მშვიდად, წყნარად გავიაროთ. ზოგს ენერგიის დიდი მოჭარბება ექნება და არ იცის, სად წაიღოს. ამ ენერგიამ შეიძლება აგრესიის, კონფლიქტის, ყვირილის, ბრაზის, საქმის გარჩევის ან საჭესთან ჯირითის სახით გამოხეთქოს. აუცილებელი არაა, რომ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას, მაგრამ რადგან ტენდენცია არსებობს, სიფრთხილე გამოვავლინოთ. არაფერი სარისკო, განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ხვალ არ დავგეგმოთ. ხვალინდელი დღის გამოკლებით, მთლიანობაში, კვირა კარგია. შაბათ-კვირა ოდნავ გეომაგნიტური იქნება და ვისაც წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შეიძლება, ეს დღეები ცოტა არ მოეწონოთ, მაგრამ მთლიანობაში, საქმიანი, ურთიერთობების კუთხით, ხვალინდელი დღის გამოკლებით, კვირა კარგია. ოთხი დღე - ხვალ, ხუთშაბათსა და შაბათ-კვირას გეომაგნიტურია და ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ წნევების მდგომარეობას. თუ დისკომფორტი, თავის ტკივილი, უგუნებობა, მაღალი ან დაბალი წნევა გვექნება, შესაბამისი წამლები, ყავა ან რაღაც ამდაგვარი, დამხმარე საშუალებები მივიღოთ, რათა ის წესრიგში მოვიყვანოთ. იმის გამო, რომ ხვალ სავსემთვარეობაა, კონფლიქტების, ტრავმულ-ავარიული ტენდენციების ალბათობა მაღალია, ეცადეთ, რომ ხვალ თმა არ შეიჭრათ, სისხლის გადასხმა არ შეიძლება, რადგან სავსემთვარეობაზე სისხლი ორმაგად სწრაფად მოძრაობს და შეიძლება, მერე დიდხანს ვერ გააჩერონ. მნიშვნელოვანია დღევანდელი დღეც - მერკური, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა დღეს ტყუპების ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია მოიმატებს, კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, გონებამახვილობა გაძლიერდება, ვისაც უცხო ენების ათვისება უნდა, საუკეთესო პერიოდია ამის დასაწყებად“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

მისივე თქმით, ტყუპებს ნეგატივიც აქვთ, რის გამოც, „ტყუილების ტენდენცია, ზედაპირულობა, 10 საქმის ერთად დაწყების მცდელობა და სულსწრაფობა მოიმატებს“.

ასევე წაიკითხეთ:

🔵დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - პოლიციამ 2 პირი დააკავა

🔵ნატომ შეცდომა დაუშვა, როდესაც 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მიანიჭა - ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი

🔵7 წელი თბილისის წყალდიდობიდან - მზიურში ამ ტრაგედიის სიმბოლოს – ბეჰემოტი „ბეგის“ ძეგლი გაიხსნება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790231369

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა...

ლევან ჟორჟოლიანი

1790231307

ახალი ამბები

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარისუკანონ...

დაკავება და ბორკილები

1790230473

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყო...

ირაკლი კობახიძე

1790229821

საზოგადოება

ირაკლი შატაკიშვილი მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთაა ჩვენი პასუხისმგებლობიანი ხელისუფლების მიმართ, რომ ყველა ძალა ვიღონოთ, რათა აღკვეთილი იყო მსგავსი, სიძულვილზე დაფუძნებული რიტორიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი შატაკიშვილი 26 სექტემბრისთვის დაგეგმილი, მუსიკოს „კორძის“ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება. „ხელოვნების თუ კულტურის სფეროში...

ირაკლი შატაკიშვილი

1790229726

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოება, ეფექტიანობა, საიმედოობა და პროგნოზირებადობა

„2032 წლისთვის საქართველო გეგმავს დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თ...

თამარ იოსელიანი