რა გავლენას მოახდენს ურთიერთობებზე ტრანზიტული მერკური ტყუპებში და რას უნდა მოვერიდოთ - ასტროლოგი ხათუნა ნოელი
"დოკუმენტებზე, ხელშეკრულებებზე, თუ სხვადასხვა საბუთებზე ხელის მოწერა, ტექნიკის შეძენა, მგზავრობა და სხვა მერკურიანული საქმეები, მიზანშეწონილი იქნება," - ასტროლოგი ხათუნა ნოელი, ტრანზიტული მერკურის ტყუპებში ყოფნის პერიოდისთვის რჩევებს გვაძლევს:
"ტრანზიტული მერკური დღეიდან 5 ივლისამდე ტყუპებში იმოძრავებს. საკუთარი მმართველობის ნიშანში მოხვედრილი მერკური აქ განსაკუთრებულად კარგად ავლენს თავს. მისი წყალობით ადამიანებში კომუნიკაციის წყურვილი იზრდება, ჩვენ ყველანი უფრო თავისუფლად ვპასუხობთ შემოთავაზებულ კონტაქტებს, ვამყარებთ ახალ ურთიერთობებს, ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, სხვებზე, გარემოზე, ყველაფერზე, რაზეც კი თვალი და ყური მიგვიწვდება და ოდნავ საინტერესოდ ვთვლით...
შედეგად, რაღა თქმა უნდა, იმატებს ინფორმაციის მოცულობა, მაგრამ ეს ახალი ამბები შესაძლოა იმდენად გაფანტული იყოს, რომ დიდხანს არც გაჩერდეს ჩვენს მეხსიერებაში;
ეს პერიოდი ასევე მდიდარი იქნება მოკლე მიმოსვლებით, ვინაიდან ამინდებიც გაუმჯობესებას იწყებს, ბევრი ქალაქგარეთ პიკნიკებზეც არ იტყვის უარს. მგზავრობის დროს შესაძლოა ახალი ნაცნობობაც გავიჩინოთ...
მათ, ვისაც ტრანზიტული მერკური ნატალურ პლანეტებთან დაძაბულ ასპექტებს შეუქმნის, შესაძლოა არასახარბიელო მომენტებთან მოუწიოთ შეჯახება. მაგალითად, არაა გამორიცხული წვრილმანი ქურდობა, ჭორაობის ობიექტად ქცევა, ან ორპირობასთან და სიცრუესთან დაპირისპირება. შესაძლებელია ვინმემ თქვენით მანიპულირებაც სცადოს, ამიტომ იყავით ფხიზლად...
დანარჩენებისთვის კი, დოკუმენტებზე, ხელშეკრულებებზე, თუ სხვადასხვა საბუთებზე ხელის მოწერა, ტექნიკის შეძენა, მგზავრობა და სხვა მერკურიანული საქმეები, მიზანშეწონილი იქნება. ამიტომ, თუ რამე მოსაგვარებელი გაქვთ, შეეცადეთ აქედანვე დაიჭიროთ თადარიგი, რომ ამ საუკეთესო პერიოდში მოასწროთ და ჩაეტიოთ.
გისურვებთ წარმატებებს!"
წყარო: "ასტროზონა"
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































