ცნობილი იტალიელი ასტროლოგის, პაოლო ფოქსის კვირის ჰოროსკოპი - 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით
ვერძი
სიყვარული - საინტერესო კვირა იქნება. ვენერა აგრძელებს დადებით ტრანზიტს და მზე მომხიბვლელობას შეგმატებთ. ეცადეთ გადალახოთ ძველი პრობლემები. არ იფიქროს წარსულზე თუ ეს თქვენ ემოციურად ზიანს გაყენებთ. თუ პარტნიორთან ურთიერთობამ შექმნა პრობლემები წარსულში, ამ კვირაში სასურველია მიიღოთ გადაწყვეტილება "რჩება თუ მიდის?"
სამუშაო - სამუშაო შესაძლებლობები, რომლებიც ამ კვირაში მოგეცემათ, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. უნდა გათავისუფლდეთ პრობლემებისგან, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საკითხიდან თავი უნდა დაიძვრინოთ.
კურო
სიყვარული - არ ხართ მის მიმართ დიდი ნდობით განწყობილი, ან კიდევ სიყვარული ამ დღეებში თქვენი ბოლო საფიქრალია. ეცადეთ მოუსმინოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანის საჭიროებებს, თუ ეს შეუძლებელია თქვენთვის, მაშინ ყველაფერი ნათლად აუხსენით. ცოტა რთულადაა საქმე იმ წყვილებისთვის, რომლებმაც ბოლო პერიოდში კრიზისი გადაიტანეს და ახლა ცდილობენ ყველაფრის გამოსწორებას, მაგრამ არ იციან როგორ და საიდან დაიწყონ.
სამუშაო - შფოთავთ იმ პასუხის გამო, რომელიც მოსვლას აგვიანებს. დაქვემდებარებული სამსახური ძალიან შრომატევადია, მაგრამ ოთხშაბათამდე თავი ძალიან არ დაიტვირთოთ.
ტყუპები
სიყვარული - ვენერა იდეალურ პოზიციაშია, თქვენ უნდა დაივიწყოთ ცუდი გამოცდილებები, რომლებიც ბოლო თვეებში დაგიგროვდათ. თუ თქვენი ყოფილი გამოჩნდება, შეაფასეთ სიტუაცია და გაიაზრეთ, არის თუ არა მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის დრო. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი დოზით მღელვარება განიცადეთ, ძლიერი წყვილები არაფერს უშინდებიან.
სამუშაო - ხელახლა უნდა განიხილოთ ყველაფერი. ზოგი რამ არ არის ნათელი, დაახლოებით ხუთშაბათამდე უკეთესი იქნება თუ დისტანციის დაიჭერთ არასანდო ადამიანებისგან.
კირჩხიბი
სიყვარული - რთული მომენტები ძალიან შორეულ მოგონებებად გადაიქცევიან. ეჭვიანობა უნდა გააკონტროლოთ. რისკი, რომ ძლიერი, ემოციური დარტყმები მიიღოთ, ძალიან დიდია. ყურადღებით იყავით თხის რქასთან და ვერძთან ურთიერთობაში. წყვილის ცხოვრებაში ყოველთვის არ არის სასურველი თქვათ ყველაფერი ის, რასაც ფიქრობთ, თქვენ გაქვთ თქვენი მიზეზები, მაგრამ დიპლომატია უნდა დაიხმაროთ.
სამუშაო - ორშაბათი წარმატებული დღეა, ახალი ინიციატივებისთვის.
ლომი
სიყვარული - ძალიან დიდი დაძაბულობა გელით, თითქმის ყველანაირ სენტიმენტალურ ურთიერთობაში. ახალი ნაცნობობაც ინტენსიურია, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური მიზიდულობის მხრივ. ყურადღებით იყავით იმ ადამიანთან რომელმაც ერთხელ უკვე მოგატყუათ. ორშაბათს, 21 მარტს, შეიძლება რაღაც არაორდინარული აღმოაჩინოთ. თუ წყვილში პრობლემებია, ყველა დეტალის გაანალიზების დროა. ხშირად კონფლიქტი გაქვთ ფულზე ან სამსახურზე. თუ დაქორწინებას ან ერთად ცხოვრების დაწყებას გეგმავთ, უნდა გააანალიზოთ ამის რესურსები თუ გაქვთ.
სამუშაო - ერთ-ერთი ყველაზე კარგი დღე იქნება ოთხშაბათი, მზის და მთვარის კეთილგანწყობით. სასიყვარულო ურთიერთობების გამო სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებთ და ეს სამსახურზეც აისახება.
ქალწული
სიყვარული - შეიძლება წარმოიშვას ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული. ბოლო პერიოდში ნდობა დაკარგეთ სიყვარულისადმი. არ გამოირიცხება, რომ ამ კვირაში პარტნიორს ბოლო ულტიმატუმი წაუყენოთ. არაერთხელ მოგივიდათ უთანხმოება მშვილდოსანთან და ტყუპებთან, მაგრამ უნდა განაგრძოთ წინსვლა.
სამუშაო - ყურადღებით იყავით ახალ შეთანხმებებთან. წყნარი სამუშაო პერიოდი გაქვთ, მაგრამ მეტი ისაუბრეთ თქვენი ინიციატივების შესახებ.
სასწორი
სიყვარული - ვენერა და მარსი კეთილგანწყობილნი არიან თქვენ მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეთ, მაგრამ ნუ გექნებათ ბევრის მოლოდინი სხვებისგან, თუ მეტად არ გაიხსნებით ურთიერთობებში. თუ თქვენი პარტნიორი გეუბნებათ რომ ღრუბლებში დაფრინავთ, არ ტყუის. ხშირად გაღიზიანებული ხართ, რაც ურთიერთობაზე მოქმედებს.
სამუშაო - შემოთავაზებები რომლებიც გექნებათ, ყურადღებით უნდა განიხილოთ, გინდათ დაიბრუნოთ პრივილეგიები, რომლებიც ბოლო თვეებში დაკარგეთ. არ განაწყენდეთ, ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდია.
მორიელი
სიყვარული - აღმოაჩენთ, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ცუდად მოგექცათ. არაფერია იმაზე უარესი, რომ მორიელის ნდობას უღალატო. გექნებათ ახალი კავშირები სხვადასხვა ადამიანებთან. ფრთხილად, გაურკვეველ, სკანდალურ ურთიერთობაში გაეხვიოთ.
სამუშაო - იმის მიუხედავად, რომ პროფესიულ საქმიანობაში კრიზისს განიცდით, საბოლოოდ მაინც მიიღებთ იმას რაც გსურთ. გირჩევთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხა დაიტოვოთ.
მშვილდოსანი
სიყვარული - კარგი კვირაა ახალი სანაცნობოს გასაჩენად. შესაძლოა ის ადამიანები, რომლებიც კარგად გიცნობენ, თქვენ წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან ბოლო დროს, მათ იგნორირებას ახდენთ. ცოტა არეული პერიოდი იქნება იმ წყვილებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ერთად არიან. უნდა შეაჩეროთ ადამიანების ჩამოშორებისა და დისკუსიის სურვილი. ოთხშაბათს ნათელი მოეფინება ყველაფერს.
სამუშაო - აპრილში კარგი სიახლეები გელით. საჭიროა სწორი კარტებით სწორ დროს თამაში. ელოდეთ მოულოდნელ ზარს, ან მნიშვნელოვან ცვლილებებს.
თხის რქა
სიყვარული - არ დაიჟინოთ ურთიერთობის გაგრძელება იმ ადამიანებთან, რომლებმაც თქვენი საჭიროებებისგან თავი შორს დაიჭირეს. ზოგჯერ, ექსპერიმენტების შიშის გამო, კმაყოფილდებით უკვე ნაცადი ურთიერთობით და ეს კარგი არ არის. ვენერა გვირჩევს, რომ კარგად შევაფასოთ ახალი შეხვედრები. იუპიტერი კი ეხმარება იმ წყვილებსაც, რომელთაც ერთად საცხოვრებლად გადასვლა უნდათ.
სამუშაო - ყურადღებით იყავით ფულთან. თუ სარფიანი შემოთავაზება გექნებათ, თავი არ აარიდოთ მის მიღებას. მაისის თვეში არსებობს რამდენიმე შანსის დაკარგვის რისკი.
მერწყული
სიყვარული - ძნელია არ შეიყვარო ასეთი მნიშვნელოვანი ჰოროსკოპი. თქვენი ხიბლი ეჭვგარეშეა და დაახლოებით ოთხშაბათს, შესაძლოა, ახალ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ. ვარსკვლავები ეხმარებიან იმ წყვილებს, რომლებსაც ერთმანეთი ნამდვილად უყვართ და ისევ ერთად ყოფნა უნდათ, ცუდი პერიოდის შემდეგ.
სამუშაო - კარგი ამბები გელით. შუა კვირაში შეიძლება მნიშვნელოვანი ზარი მიიღოთ, ან თანხმობა. ყველაფრის გადალახვას შეძლებთ.
თევზები
სიყვარული - ეს კვირა გაჩუქებთ ახალ შეხვედრებს, ამ კვირის საუკეთესო დღეები ორშაბათი და სამშაბათია თქვენთვის. ოთხშაბათს კი შეიძლება მელანქოლიამ იჩინოს თავი. ვარსკვლავები ხელს შეუწყობენ წყვილების გეგმებს, და ეცდებიან ისევ დაუბრუნონ სიყვარულის ნდობა მათ ვინც ეს დაკარგა. ვარსკვლავები ასევე დაგეხმარებიან ძველი იარების მოშუშებაში.
სამუშაო - ამ კვირაში შეძლებთ გადაწყვიტოთ საბუთებთან დაკავშირებული საქმე და გექნებათ წარმატება. ორშაბათი მნიშვნელოვანი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების წარსადგენად. ხოლო ისინი კი, ვინც სამუშაოს თავი შესანიშნავად გაართვეს, პრემიას მიიღებენ.
თარგმნა ქეთა სორდინი ჯაფარიძემ
1781523518
საზოგადოებაკახა კალაძე: ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება - დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღირებულებები, რომელთა გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურდა, დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის შესახებ მერმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მა...
1781522654
საზოგადოებასერბეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთ...
1781521066
საზოგადოებათბილისის მერმა დედაქალაქის გუნდს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გამარჯვება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან ერთად დედაქალაქის გუნდს შეხვდა, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში გაიმარჯვა. გამარჯვებული ქალაქისთვის განკუთ...
1781520020
საზოგადოებანინო წილოსანი: საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, იმ მომენტისთვის, როდესაც ევროკავშირის კარი გაიხსნება, საქართველო იქნება ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე უფრო მეტად მზად
საქართველო აგრძელებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად რეფორმების ჩატარებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, დარწმუნებულია, რ...
1781519917
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: თუ ევროპა შეცვლის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას, მათ კარგად იციან, ვინ არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებში ლიდერი
საქართველოსთან მიმართებით ისინი, თავიანთი შიშველი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჯერჯერობით პოზიციის კორექტირებას და შეცვლას ვერ ახერხებენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო...


























