გიორგი გამსახურდია: ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს ნანობენ - სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სინანულში მყოფების როლი, „ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა, კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალების შესაბამისად ითამაშეს. თუმცა, როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ახლა ყველასთვის ნათელია, რომ ისინი არაფერს ნანობენ, მეტიც, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უარესად უნდა მოქცეულიყვნენ.

„ნუ ასეთი იყო კოჰაბიტაციის დამკვეთების დავალება და ითამაშეს სინანულში მყოფის როლი. ახლა ხომ ყველასთვის ნათელია, რომ არც ხალხის ხოცვას, არც წამებას, არც თავისუფალი მედიის დარბევასა და ტერორს, ნანობენ კი არა, გიჟი გამოდის და უარესი უნდა გვექნაო იძახის დუჟმორეული. კიდევ ხაზს ვუსვამ, წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, ესენი რას მოიმოქმედებდნენ კიდევ? ეჭვი კიდევ გეპარებათ ვინმეს? თუ ვინმეს გეპარებათ, მე ნუ მომისმენთ, მოუსმინეთ მაგ გიჟის დღევანდელ გამოსვლებს და ნახავთ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794039239

ახალი ამბები

ბრალდებულმა ბათუმში მეზობლად მცხოვრები კაცი გადაჭრილი თოფიდან გასროლით დაჭრა - 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-...

დაკავება და ბორკილები

1794038057

ახალი ამბები

ალექსანდრე ხაზარაძე: ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

„ოქრო საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, განსაკუთრებით დღევანდელ გლობალურ გარემოში, როდესაც მსოფლიოში გეოპოლიტიკური კონფლიქტები და ეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესები...

ალექსანდრე ხაზარაძე

1794034662

ახალი ამბები

სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა „იმედში“ – 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზ...

აქცია

1794034379

ახალი ამბები

საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...

 მოძრაობა აკრძალულია

1794032340

მსოფლიო

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი: ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალ თავდასხმაში დაეხმარება, ირანის ლეგიტიმური სამიზნე გახდება

„ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარება, ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორ...

ალი ბალალი