2 ივნისს იტალია რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს

2 ივნისს იტალიის რესპუბლიკის დაბადების დღეა. მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული და ძალიან საინტერესო დღე.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას, სამეფო ოჯახის, სავოიების დინასტიის 85 წლიანი მმართველობის შემდეგ - მათ შორის ბოლო ოცი წელი ფაშისტური დიქტატურისა, იტალიელების ხელში აღმოჩნდა მათი ქვეყნის მომავალი.
იტალიელებს მიეცათ არჩევანის საშუალება - დარჩებოდა ქვეყანა მონარქის მმართველობის ქვეშ, თუ იქცეოდა კონსტიტუციურ რესპუბლიკად.

1946 წელს, პრინცმა, რომელიც მამასთან შედარებით, ფაშისტებისადმი სიმპათიით ნაკლებად გამოირჩეოდა, გაითვალისწინა ხალხის მოთხოვნა და რეფერენდუმის ჩატარებას მოაწერა ხელი. მომზადებას თვეზე მეტი დასჭირდა და 1946 წლის 2 ივნისს რეფერენდუმიც შედგა.

იტალიელების 54,3 პროცენტმა რესპუბლიკის სასარგებლოდ მისცა ხმა. დაახლოებით, ორი მილიონი ხმით გადაწყდა, რომ დასრულდებოდა სავოიების მმართველობა. ეს უკვე დიდი ნაბიჯი იყო დემოკრატიისკენ, რადგან მასში მონაწილეობის უფლება ქალებსაც მიეცათ, რომლებსაც არასოდეს ჰქონიათ საშუალება ჩარეულიყვნენ ქვეყნის ბედის მართვაში.
ეს იყო ერთგვარი თანასწორობის მაგალითიც, რადგან თანასწორობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია, დემოკრატიის გარეშე კი ცხადია ვერ შედგება ნამდვილი რესპუბლიკა. მონარქმა ქვეყანა დატოვა. შეიქმნა დროებითი მთავრობა და დაიწყო კონსტიტუციაზე მუშაობა.

1948 წლის იანვარში უკვე ძალაში შევიდა ფუნდამენტური მცნებებით - რესპუბლიკა, დემოკრატია, თანასწორობა.
2 ივნისი კი იტალიის რესპუბლიკის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს რამდენიმე სიმბოლური ტრადიციით აღნიშნავენ. მნიშვნელოვანია პატივის მიგება იმ ადამიანების ხსოვნისადმი, ვინც იტალიის თავისუფლებისთვის სიცოცხლე შესწირა. ამიტომ ქვეყნის პრეზიდენტი დედაქალაქში გვირგვინით ამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.

შემდეგ კი არა მხოლოდ იტალიელებისთვის, არამედ ყველასთვის ძალიან საყვარელი შოუ იმართება, შოუ „Le Frecce Tricolori“. აკრობატი მფრინავების საჰაერო სანახაობა, რომლებიც ცაზე იტალიის დროშის ფერებს ტოვებენ.

ესაა ძალიან ცნობილი - იტალიის სამხედრო აერონავტიკის ჯგუფი, რომელიც 1961 წელს შეიქმნა. ერთგვარი ეროვნული აკრობატული პატრული, რომელიც სამკუთხა ისრის ფორმით, და არა მხოლოდ, გასაოცარ მანევრებს ასრულებს და ულამაზეს შოუს დგამს.

წყარო: Milano

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745910091

საზოგადოება

მაყვალა გონაშვილი: დარბევიდან მეორე დღეს, ეკლებით შემოვღობეთ მწერალთა კავშირი, ეს იყო ჩვენი აქცია, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა

პოლიციამ [მწერალთა კავშირის დარბევიდან] მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს, მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები, - ასე იხსენებს პოეტი მაყვალა გონაშვილი მწერალთა...

მაყვალა გონაშვილი

1745907260

საზოგადოება

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებ...

შემთხვევები

1745905095

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სომეხ კოლეგას, ვაჰაგნ ხაჩატურიანს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დღეს მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშ...

მიხეილ ყაველაშვილი

1745903831

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რაც ადამიანებს ადგებოდათ

ჩვენ ამ მოსმენების დროს ვხედავთ, თუ რა მრავალმხრივი იყო ის ზიანი, რომელიც ადგებოდათ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვი...

ირაკლი ქადაგიშვილი

1745903793

საზოგადოება

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაცმოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში, სამოქალაქო სექტორში, მედიებში იმისთვის, რომ გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას

„ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, რომ აგვეკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის მარცხის შემდგომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიმუშავა სტრატეგია და გადანაწილდა სხვადასხვა პოლიტი...

ვლადიმერ ბოჟაძე