აიცერით, მაგრამ Green pass-ს ვერ იღებთ?

15 ოქტომბრიდან, მას შემდეგ რაც იტალიაში Green pass-ი ყველა დასაქმებული პირისთვის სავალდებულო გახდა, საკითხის გარშემო ინტერესი უფრო გაიზარდა. ემიგრანტები, ხშირად, ენობრივი ბარიერის გამო აწყდებიან სირთულეებს და აცრის მიუხედავად, დროულად ვერ იღებენ ე.წ. "მწვანე სერტიფიკატს". ეს კი, სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარეობს, რომ სერტიფიკატის მიღება პირველი აცრიდან მხოლოდ დაახლოებით ორი კვირის შემდეგ,  მეორე დოზის მიღებიდან კი, მეორე, ან მესამე დღეს ხდება (დამოკიდებულია რეგიონზე). ამიტომ უჭირთ დადგენა როდის, როგორ და სად აიღონ კუთვნილი სერტიფიკატი. აცრის შემდეგ, საჭიროა დაელოდოთ შეტყობინებას, რომელიც მეილზე, ან სმს-ის საშუალებით მოგივათ, რაც ნიშნავს, რომ თქვენი სერტიფიკატი მზადაა.

ამის შემდეგ Green pass-ის მისაღებად, რამდენიმე გზა არსებობს:

- შეგიძლიათ შეხვიდეთ სამთავრობო საიტზე dgc.gov.it. ამ შემთხვევაში უნდა გქონდეთ SPID (ე.წ. ციფრული პირადობა), ან გამოიყენოთ თქვენს სამედიცინო ბარათზე (Tessera sanitaria) დატანილი ფისკალური კოდი (Codice fiscale) და ბარათის ვადები. ამ შემთხვევაში ასევე უნდა მიუთითო კოდი, რომელიც მეილის ან სმს-ის საშუალებით მიიღეთ.

- App immuni, პანდემიის პერიოდში შექმნილი აპლიკაცია. ამ შემთხვევაშიც სამედიცინო ბარათის მონაცემები და მიღებული კოდი დაგჭირდებათ.

- IO კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელიც სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, Green pass-ის ჩამოტვირთვის საშუალებასაც გაძლევთ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაქვთ SPID.

- თქვენი რეგიონის სამედიცინო ელექტრონული მონაცემების ბაზიდან, თქვენი პირადი სამედიცინო ბარათის საშუალებით.

- Green pass-ის მიღება ასევე შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ექიმის საშუალებით.

- კიდევ უფრო მარტივი გზა - შეგიძლიათ, სერტიფიკატი აფთიაქში ჩამოატვირთინოთ, ასევე პირადი სამედიცინო ბარათის საშუალებით.

შეგახსენებთ, რომ Green pass-ი არ გულისხმობს მხოლოდ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მონაცემებს, არამედ ვირუსის გადატანის და კოვიდ-ტესტის შედეგების მონაცემებსაც.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი

1794680000

სპორტი

„არ აქვს მნიშვნელობა მოიგებს თუ წააგებს, ის გამარჯვებულია ჩემთვის და ყველასთვის!“ - მერაბ დვალიშვილის მიმართვა საბა ლაზიშვილს

აბუ-დაბიში განვითარებული ხმაურიანი მოვლენებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ახალგაზრდა ქართველ მოჭიდავეს საბა ლაზიშვილს ემოციური სიტყვით მიმართა. 21 წლის სპორტსმენი იურაია ფეიბ...

 მერაბ დვალიშვილი

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი