„დოლჩე და გაბანას“ 2021 წლის ჩვენება

მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში ვენეცია მოექცა – მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულ ქალაქში „დოლჩე და გაბანას“ უახლესი კოლექცია წარმოადგინეს. სან-მარკოს მოედანზე ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

იტალიური მოდის სახლის 20-წუთიან ჩვენებას მსოფლიო ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ – მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და ქალაქის კულტურასა და ისტორიასთან შერწყმული დეტალებით გამდიდრებული შოუ „ალტა მოდა“ მსოფლიო მოდის გამოცემების მთავარი თემაა. დიზაინერებმა ვენეციის ღირსშესანიშნაობები, არქიტექტურა და ისტორია ქსოვილებში გადაიტანეს.

„არ შემეძლო ყურადღების მიღმა დამეტოვებინა და არ მომეთხრო თქვენთვის, რომ შაბათს ვენეციაში, იდუმალსა და ფერადში, დოლჩე & გაბანას სამდღიანი „Venezia Veste“, უმაღლესი მოდის დღესასწაული მოეწყო მთელი თავისი ბრწყინვალებით.

უმძიმესი პერიოდის შემდეგ, ქალაქი მის საუკეთესო სამოსში გამოეწყო და როგორც მასპინძელმა, უამრავი სტუმარი მიიღო.

მოდის ზღაპარ-დღესასწაულისთვის წმ. მარკოს მოედანი დაიკეტა და ხასხასა წითელი ხავერდის ხალიჩა დაიგო ტაძრიდან ვიდრე სანაპირომდე, საიდანაც საღამოს ჟამს, გონდოლებით დოლჩე & გაბანას სამოსში გამოწყობილი სტუმრები და გასაოცარი ფერების, ექსკლუზიური სამოსით შემოსილი მოდელების გამოსვლა დაიწყო.
საღამოს კაბებთან ჰარმონიაში, როგორც წესი, დახვეწილი, უძვირფასესი სამკაული, გვირგვინები იქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, რომელთა უმრავლესობაც იმავე საღამოს გაიყიდა.

ცალკე უნდა აღინიშნოს სივრცე და მაგიდები სტუმრებისთვის - მსოფლიოში უმდიდრესი ქალებისთვის. მაგიდის სანათები და მაღალი ბოკლები სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის, მურანოს კუნძულზე დამზადდა იქაური პროფესიონალების მიერ და მათი ბრჭყვიალა პროდუქცია, ასევე სამოსისთვისაც იყო გამოყენებული.
მურანოს ფერადი ბროლით გაწყობილი საღამოს კაბები, ბრწყინვალებით თავად ვენეციის ლაგუნას მოგაგონებთ დეკორაციებითა და ორიგინალური დეტალებით.

განსაკუთრებული სტუმრებიც ჰყავდა ჩვენებას, ყოველთვის გამორჩეულ ფორმაში მყოფი ვარსკვლავები, მათ შორის ჯეილოც, რომლის ორიგინალური მოსაცმელის სახელოები, სან მარკოს გუმბათის ფორმის იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებაზე მოდელების რამდენიმე თაობა გამოჩნდა. მათ შორის ცნობილი მოდელების ახალგაზრდა შვილები.“  

წყარო: Milano - ინგას მილანი 

ჩვენების სანახავად, გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე:

Venezia 2021: the Dolce&Gabbana 

ფოტოების სანახავად გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე: 

„დოლჩე და გაბანას“ 2021 წლის ჩვენება

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748629545

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია

„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...

შალვა პაპუაშვილი

1748628798

ახალი ამბები

ნინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ

„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...

ნინო წილოსანი

1748626553

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“:​ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ

„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1748624913

ახალი ამბები

თეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ

„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“,...

თეა წულუკიანი

1748623284

ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს

„დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდე...

ზოგადი