ემიგრანტის წერილი: „ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია“

„პფაიზერის პირველი დოზა გავიკეთე, 15 წუთი ფეხი არ მოიცალოთ „სინიორაო“. ვზივარ მოსაცდელ დარბაზში, ბევრი ბადანტედქცეული ჩვენებურია... უცებ თვალი მოვატანე კარალიოკს, ორი ცალი უყიდია ვიღაცას... ჰოდა, ვიდრე პფაიზერი ჩემს ორგანიზმში მოგზაურობს, მოგონებებში გადავარდი. - წერს სოციალურ ქსელში იტალიაში მყოფი ემიგრანტი ლელა თოლორდავა. 

„ჩემს წითელხევში, (ბაღდათის რაიონი) ჩემს სამყაროს ცენტრში, დაბლა ვენახში (ასე ვეძახდით ადგილს, სადაც ვენახი იყო გაშენებული) განაპირად იდგა კარალიოკის ლამაზი ხე. იაპონურ კარალიოკს ვეძახდით.
ვიდრე რთველი არ დადგებოდა, მისი მსხმოიარება თვალშისაცემი არ იყო, მაგრამ რთველზე შეითვალებოდა და მწვანე პრიალა ფოთლებიდან იჭყიტებოდა მოყვითალო კარალიოკები. მაღალზე ჰქონდა ტოტები და აუხტომლად ვერ ვწვდებოდით, თუმცა ამაში იყო ეშხი, ტოტზე ყველაზე ლამაზ კარალიოკს დავადგამდი თვალს, სურვილს ჩავიფიქრებდი, თავს მოვიკლავდი ხტუნვით და მაინც მოვწყვეტდი.

ხტუნვისგან გასავათებული იქვე ვაზის ძირში დავჯდებოდი და გემრიელად ჩავახრაშუნებდი. დედა გამაფრთხილებდა, კბილებს მოგკვეთს მკვახე კარალიოკიო, მაგრამ ვინ დაიშლიდა. რთველი რომ მიილეოდა, მოსავალი დაბინავდებოდა და ჭურისთავზე მაჭრის გამაბრუებელ სურნელს კოღოების ჯარი დაეხვეოდა, ე, ზუსტად იმ დროს ცეცხლივით აინთებოდა ჩვენი კარალიოკის ხე. იმ არემარეზე მხოლოდ ის კაშკაშებდა ცეცხლის ფერებით.
ვენახში ნაძებარას (ვაზზე შერჩენილი ყურძნის მტევანი) მოსაძებნად შესეული მეზობლის ბავშვებიც გაკრავდნენ კბილს, მაგრამ დედა არასდროს იტყოდა საყვედურს.

მერე, დადგებოდა კარალიოკობის დღე. შევესეოდით სამად დატოტვილ კარალიოკის ხეს. თქვენი მონა-მორჩილი სულ კენწეროში მოექცეოდა, ყველაზე დიდრონი და ჩაშარბათებული კარალიოკები იქ ესხა ხოლმე. რკინის სათლში ფაქიზად ვაწყობდი ვეებერთელა კარალიოკებს, რომ არ დაბეჟილიყო. მერე, სავსე სათლს თოკით ფრთხილად ჩამოვუშვებდი და დედა ტომარაში ჩაყრიდა. ორ-სამ სათლზე მეტს ვერ ზიდავდნენ ჩემი ძმები, ტყვიასავეთ იყო.
სახლის მეორე სართულზე გაუტიხრავ „ზალაში“ იატაკზე დავაფენდით დიდ ცელოფნებს და სათითაოდ დავაწყობდით, ზომის მიხედვით. წესით ნაკლები ხარისხიდან უნდა დაგვეწყო ჭამა  (დედას დადგენილი წესი იყო, საუკეთესოები სტუმრისთვის უნდა შეგვენახა), მაგრამ ამ წესს არ ემორჩილებოდა ჩემი უმცროსი ძმა, ზაზა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოს არჩევდა. ყველაფერში ასე იყო, ნებისმიერ ხილს ზედმეტი ერთი წერტილიც რომ ჰქონოდა, არ შეჭამდა. ჰოდა, ეს ხასიათი კი გადაუვიდა წუნიაობაში და 46 წლის სასიძო გახლავთ. ბერბიჭა შეგნებულად არ დავწერე, მომკლავდა რომ წაიკითხავდა  პრინციპში ვერ მომწვდება მოსკოვშია,  15 წელი არ უნახავს დედას.

მეოთხე წელია მეც არ ვუნახავვარ დედას...

კარალიოკის პატრონი წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა. - „მილე გრაციე“ (დიდი მადლობა) გადავუხადე გულში, ბავშვობაში რომ დამაბრუნა და კარალიოკის ხეზე შემომასკუპა.
გარს პფაიზერთან დამეგობრებული პაციენტები მახვევია. ამდენი ხალხი ერთმა თვალითუხილავმა არსებამ გაგვაერთიანა. არ მინდა კორონაზე ფიქრი, უკეთესი საფიქრალი გამომიჩნდა. ჰოდა, ვზივარ, ახლა და ჩემს სოფელში, დაბლა ვენახში განაპირად მდგარ კარალიოკის ლამაზ ხეზე ვფიქრობ. იაპონურ კარალიოკს რომ ვეძახდით.

P.S. რას ვიფიქრებდი იმ დროს, კარალიოკის ხის კენწეროზე წამოსკუპებული პატარა გოგო, რომ ამ ამბავს 2021 წლის 4 ნოემბერს იტალიაში, საველე ჰოსპიტალში კორონას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების დროს თუ გავიხსენებდი?!“ - წერს ლელა თოლორდავა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ მოხუცმა მამაკაცმა საკუთარი “ბადანტეს” გაუპატიურება სცადა

⭕ იტალიაში Green pass-ის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ემიგრანტს, პატიმრობა მიუსაჯეს

⭕ იტალიის რესპუბლიკაში შესვლა ოჯახის გაერთიანების მიზნით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794675556

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...

მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა

1794675512

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...

დონალდ ტრამპი

1794673487

სპორტი

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...

საქართველოს ნაკრების

1794671457

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას

„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...

გიორგი სოსიაშვილი

1794670023

ახალი ამბები

ალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება

მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...

აკაკი ალადაშვილი