„ერთ-ერთი ემიგრანტი მეუბნება რომ, ისეთი ბედი დამირჩა, ოქრო პატრონი შემხვდა, სიკეთით სავსეო... მაგრამ,“ - ემიგრანტის წერილი

ქართველი ემიგრანტი, ნათია ვაშალომიძე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, exclusivetv-ს რედაქციას დაუკავშირდა და სტატია მოგვაწოდა, სადაც ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან საკიტხებზე საუბრობს. ნათია ვაშალომიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო მეგობრებო, ამ სტატიაში მინდა, ამომწურავად ვუპასუხო იმ კითხვებს, რომლებიც ეს ბოლო დღეებია შეტყობინებებში შემომდის!!!! 

ერთ-ერთი ემიგრანტი მეუბნება რომ, ისეთი ბედი დამირჩა, ოქრო პატრონი შემხვდა, სიკეთით სავსეო... მაგრამ, როცა „ბუსტაბაგა“ (სახელფასო ანაზღაურების ცხრილი) მომიტანა, ვერაფერი გავიგე, იმხელა ციფრებზე იყო საუბარი და „ბუსტაპაგაში“ ,25 საათი ჩავწერე ასე მითხრაო...

„ბუსტაბაგში“ არ იწერება ეს პირველად, ეს უნდა გაფორმდეს კონტრაქტში, აკლში, ანუ პატრონატში უნდა წაგიყვანოთ დამქირავებელმა, ანუ პატრონმა და იქ უნდა მოხდეს თქვენთან შეთანხმებით და ხელის მოწერით დადასტურებული დოკუმენტის სისრულეში მოყვანა, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს თქვენი აზრი და არა მარტო პატრონის, რომელიც, თავის სასარგებლოდ შეადგენს კონტრაქტს და შემდეგ, აკლის წარმომადგენელსაც თავის სასარგებლოდ აწარმოებინებს „ბუსტაბაგის“ (სახელფასო ცხრილის) შედგენის სქემას!!!

იტალიურ ტერმინებს ვიყენებ შეგნებულად, რადგან, უმრავლესობამ არ იცის მათი მნიშვნელობა და ქართულ ახსნასაც ვუკეთებ იმ ძირითად სიტყვებს,რომლებიც, თქვენთვის უცნობია, შესაბამისად, ამიტომაც ვწერ ქართულად!!!

და აი, რა მოხდა ზემოთ ხსენებული ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც, „ოქროდ და კეთილად“ მოიხსენიებდა თავის პატრონს, სინამდვილეში კი, გაიძვერა პატრონისა!!! ბევრმა არ იცით, - როდესაც კონტრაქტი (ხელშეკრულება) დგება, უნდა ჩაიწეროს საათებიც. იწყება 25 საათიდან და მაქსიმუმი არის 54.

25 საათი იწერება დომესტიკაზე (დალაგებაზე). აქვე მინდა გითხრათ ისიც რომ, როდესაც კონტრაქტით ვმუშაობთ, ვიხდით კონტრიბუტებს (გადასახადებს). პატრონს (დამსაქმებელს) ეკუთვნის 70 პროცენტი, „ბადანტეს“ (მომვლელს) 25-დან, 30 პროცენტამდე.

54 საათის ჩაწერაში კი  ასე ვთქვათ, ვზარალდებით, რადგან, მეტი „კონტრიბუტის“ (საშემოსავლო) გადახდა გვიწევს, მაგრამ, როცა უმუშევარი დარჩებით, შეგეძლებათ გააკეთოთ დიზოკუპაციონი (უმუშევრობის ხელფასი) და, 54 საათიან კონტრაქტზე აიღოთ ყოველ თვიურად 800 ევრო!!!!

თუ გექნებათ კონტრაქტით ნამუშევარი ორი წელი, შეგეძლებათ ერთი წელი ისარგებლოთ დიზოკუპაციონით და ერთი წლის მანძილზე, ყოველ თვე დაგერიცხებათ 800 ევრო, - ეს, 54 საათის შემთხვევაში. ნაკლებ საათზე, შესაბამისად თანხასაც ნაკლებს ავიღებთ!!!

მაიას ,,ოქრო და კეთილი პატრონი"ქალბატონი, თავის სასარგებლოდ მოქმედებდა,კ უსტარულად შედგენილი დოკუმენტით მოაჯადოვა და უთხრა, - მინდა შეღავათი გაგიწიო და ნაკლები გადასახადი გქონდესო, 25 საათი ჩაგიწერე ამიტომო. სინამდვილეში, უნამუსო იტალიელი პატრონი, თავის ჯიბეს უფრთხილდებოდა, ამუშავებდა 600 ევროზე და წარმოიდგინეთ, აზრზე არ იყო ქ. მაია,დიზოკუპაციონის გაკეთება თუ შეეძლო.

მადლობა მას, დროულად დამიკავშირდა და ყველაფერი ისე მოვუგვარე, როგორც იყო საჭირო. ხვალ წაიყვანს აკლში გაიძვერა პატრონი და ყველაფერს გაუკეთებს არა ისე მას როგორც უნდა, არამედ, როგორც კანონშია გათვალისწინებული და სასარგებლო იქნება სამომავლოდ ქალბატონი მაიასათვის!!!

ასევე გაინტერესებთ რომ, ლიბერა ჯორნატები (თავისუფალი დღეები) როცა გვაქვს და პატრონს ვჭირდებითო, მარტო საათობრივი ანაზღაურება უნდა გადაგვიხადონო? არა ჩემო კარგებო, ვინ შეგიყვანათ შეცდომაში? თუ ისევ უნამუსო ქართველმა და იტალიელმა დამსაქმებლებმა, რომლებიც პატრონებს ეუბნებიან, ჩემი ვალი აქვს ამა და ამ ბადანტეს, ხელფასი მას მიეცი და ჩემკენ გამოუშვი ლიკვიდაციონი, ტრედიჩეზიმა (მეცამეტე ხელფასი), ფესტა (სადღესასწაულო დღეების ანაზღაურება), ფერია (შვებულება), ლიბერა ჯორნატები (დასვენების დღეები) და ორი საათების ფულიცო... საკითხავია კიდევ, თუ აქვთ დანამატი ანაზღაურება ნახსენები პატრონთან?

მქონია ისეთი შემთხვევებიც, მარტო ხელფასზე რომ აწარმოებს მოლაპარაკებას ღორად ქცეული იტალიელი და ქართველი შუამავლები!!!! ისიც უნდა იცოდეთ,- გაქვთ საბუთი თუ არ გაქვთ, კონტრაქტით მუშაობთ თუ კონტრაქტის გარეშე, კანონი არის რომ, ხელფასი, თავისი დანამატებით უნდა გადაგიხადოთ პატრონმა!!! კანონით, ბადანტეს კვირიაში აქვს ორი დღე დასვენება, ერთი დღე მთლიანი, ერთი დღე ნახევარი და ყოველ დღე ორი საათი. (ლიბერა ჯორნატები) და იმას გიყვებოდით, შემომდის კითხვები, ლიბერა ჯორნატებზე, საათობრივი ანაზღაურება მეკუთვნის მარტოო? - არა!!! გადაგიხადოთ უნდა ჩვეულებრივად ხელფასი რაც არის წლიური თანხის, თვიურად განაწილებული და საათობრივი ანაზღაურებაც!!!

ასევე არის მსგავსი ტიპის შეკითხვები,- მაქვს ამ ეტაპზე მხოლოდ პერმესო დისოჯორნო, ადვოკატმა, ოფისის წარმომადგენელმა, ჩვენმა სამარცხვინო ქართველებმა დამამშვიდეს რომ, შეგიძლიათ წახვიდეთ საქართველოში და დაბრუნდეთ უპრობლემოდო, თარჯიმანთანაც გადავამოწმეთ ინფორმაცია, იქნებ და ვერ გავიგეთ კარგადო....

მოდი, აქედან დავიწყოთ, იციან კი ყველა კანონები კარგად და თუ იციან, მცირე ნაწილმა, თავიანთ ჭკუაზე ,,აბოლებენ" საცოდავ ხალხს და მანიპულირებენ ენისა და კანონის არცოდნის სარგებლობით!!! პერმესო დისოჯორნოთი კი წახვალთ საქართველოში და უკან შემობრუნება პრობლემა გექნებათ, თუ არ გიჭირავთ ხელთ, „კარტა იდენტიტა“ (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა)!!! მქონდა ასეთი შემთხვევაც, როცა გამწვანება მოუვიდათ სანატორიაზე დომანდას გაგზავნის საფუძველზე მოსული პერმესო დისოჯორნოსი და ქალბატონიც დამშვიდებული აპირებდა საქართველოში გამგზავრებას.... რომ ვკითხე სხვა საბუთებთან ერთად, კარტა იდენტიტა თუ გაქვს მეთქი, ჩემს მხარეში არ უკეთებენ პატრონები და მარტო ხელფასზე გავამუშავებენო, წესია აქ ასეთიო....

ისევ უნამუსო ქართველები და იტალიელები, რომლებიც, წილში უზით ბადანტის ანაზღაურებას და თავის შეწუხება არ უნდათ რომ, პატრონი აიძულონ და ყველაფერი დოკუმენტაცია მოუწესრიგონ!!! კარგად დაიმახსოვრეთ, პატრონი ვალდებულია გაგიკეთოთ ოსპიტალიტა (ჩაწერა) და ასევე წაგიყვანოთ კომუნაში, სადაც, რეზიდენცაც (იგივე ჩაწერა) მოგცეთ, ამ ყველაფრის შემდეგ, კომუნიდან მოგივათ პლასტიკური კარტა იდენტიტა!!! თუ ხელთ არ გიჭირავთ პლასტიკური პერმესო დისოჯორნო, ბაზაში დაფიქსირებული ხართ, გაქვთ თითის ანაბეჭდები გაკეთებული პრეფექტურაში, ხელთ გაქვთ პლასტიკური კარტა იდენტიტა კომუნიდან დამოწმებული, ასევე გაქვთ ფოსტის კარტა, შეგიძლიათ მიხვიდეთ ქვესტურაში, პრეფექტურაში, აუხსნათ მდგომარეობა, ჩაარტყმევინოთ ბეჭედი და წახვიდეთ საქართველოში, აი ამ შემთხვევაში, შემობრუნებაც არ გექნებათ პრობლემა.

ყოველ წუთს ცვლიან თავის ჭკუაზე კანონებს, როგორც კი იქნება სიახლე, მოგაწვდით ინფორმაციას. გთხოვთ, ბოდიშის მოხდით, გააზრებულად წაიკითხოთ ეს ყველაფერი და თუ რაიმეს ვერ მიხვდებით, დამიკავშირდით!!!ყველა დეტალსა და ნიუანსს აქვს თქვენს საკეთილდღეოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა!!! გულის ამრევო,ღორებად ქცეულო, თავის მომჭრელო ქართველებო, იქნებ, სინდისმა შეგაწუხოთ და კარუსელებივით რომ ატრიალებთ საცოდავ ადამიანებს სამუშაოებზე, რომ ვეღარ გაძღა, თქვენი აყროლებული სული და სხეული ფულებით, დროზე მოეგოთ იქნებ გონს!!! ძალიან ბევრს გამოგაცალეთ გასაცოდავებული ადამიანებისგან ნაშოვნი არამი ლუკმა, დანარჩენებსაც მოგხედავთ!!! კიდევ, ის როგორ არ გრცხვენიათ უნამუსოებო, ყველაფერთან ერთად, მისამართი და სახელი, გვარი რომ უთხრათ ადამიანებს, 300 ევროებს რომ ითხოვთ!!! 300 ევროებს კი არადა, სამ ჩენტეზსს მოგანატრებთ!!!“ - წერს ნათია ვაშალომიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში მცხოვრებო ქართველებო! ნახეთ დეკლარაცია, რომელიც 30 ივნისამდე უნდა გაუგზავნოთ შემოსავლების სააგენტოს

📌 ძიძის წარსული: ქალმა რომელმაც 13 თვის ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო კარგი დახასიათებით სარგებლობდა

📌 "იტალიის დრო" - 04.06.22 ყოველკვირეული საინფორმაციო გამოშვება

📌 103 000 ფანი ლუჩიანო ლიგაბუეს კონცერტზე: ,,მე ისევ აქ ვარ და ომის წინააღმდეგ ვმღერი"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714731134

ახალი ამბები

„გვესმის ადამიანების გაბრაზების, თუმცა უნდა ვეცადოთ, თავი შევიკავოთ და აქციები მშვიდობიანად ჩატარდეს“ - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია და აქციების დროს თავი ყველამ უნდა შეიკავოს. როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, გუშინდელი აქციის გამო დ...

კახა კალაძე

1714730351

სოციალური მედია

„მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს“ - თათია შარანგია

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოს ერთ-ერთ წარმატებულ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას უცხადებს.  „ჩემი აზრით არასწორია ხვიჩა კვარაცხელ...

თათია შარანგია

1714728797

საზოგადოება

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი დღეს 3 მაისს 84 წლის გახდა. გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 12-გზის გამარჯვებული და საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია.  გარდა ამისა, ის ექვსჯერ...

სპორტი

1714726694

ახალი ამბები

„სკოლის ბოლო ზარი ჰქონდათ მალე...“ - ტრაგედია სვანეთში, ახალგაზრდები მანქანით მდინარე ენგურში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა

2 მაისს, გვიან ღამით, სვანეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი, მაშველები სამ პირს ეძებენ. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში გვითხრეს, ამ დროისთვის სამი პირის სამძე...

ტრაგედია სვანეთში

1714724185

ახალი ამბები

9 მაისთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.  თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ს...

ფაშიზმზე გამარჯვები