„ეს მონები, უთავმოყვარეოები, გულისამრევები, დაკოდილები, მალე ნახავენ რაც მოუვათ“ - ემიგრანტის წერილი
„ახლა დაიდო ვიდეო, სადაც ასახულია რესტორანში, როგორ შედის პოლიცია და ამოწმებს ამ დოკუმენტს. ანუ კანონი, როგორ სრულდება.“ - ირმა კაპანაძე.
exclusivetv.ge-ს მკითხველს, იტალიაში მცხოვრები, ჩვენი თანამემამულის, „დიასპორის სახლის“ წევრის, ირმა კაპანაძის პოსტს ვთავაზობთ.
ახლა სანამ მოგესალმებით ერთი რამე უნდა ვიკითხო,(იტალიაში ვინც მუშაობს, იმათი აზრი უფრო მაინტერესებს) და არ დამზარდეთ, გამოუშვით პასუხები:
იტალიაში უკვე კანონია ძალაში, სადაც არ უნდა შეხვიდე, კოვიდპასპორტს, ანუ ე.წ. „გრინ პასს“ ითხოვენ.
(ნუ ვინ აიცრება, ვინ არა, ეგ ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მაგაზე არ ვწერ).
ახლა დაიდო ვიდეო, სადაც ასახულია რესტორანში, როგორ შედის პოლიცია და ამოწმებს ამ დოკუმენტს. ანუ კანონი, როგორ სრულდება. და მიდის კომენტარები: ეს მონები, უთავმოყვარეოები, გულისამრევები, დაკოდილები, მალე ნახავენ რაც მოუვათ, მეტის ღირსები არიან და კიდე ათასი შტერობა. ამ კომენტარებს წერენ ქართველები, რომლებიც იტალიაში მუშაობენ! და მუშაობენ იცით როგორ? 24 საათიან სამსახურში, კვირაში 7 დღე და ძალიან ბევრი ვიცი, წლობით სახლში არ და ვერ ყოფილა! და თან ასეთი სამსახურები რომ იშოვონ, თავმოყვარეობაზე საერთოდ არასოდეს ფიქრობენ!
ახლა კითხვა: რომელია მონობა და უთავმოყვარეობა?
მე, რომელიც 13 წელია აქ ვცხოვრობ და არაფერი ქვეყნიერების თავზე არ შემიძენია, (მაგრამ სამაგიეროდ ვცხოვრობ როგორც ესენი და რასაც ხელფასს ვიღებ, აქ ცხოვრებაში მეხარჯება), წავედი რესტორანში, შემამოწმეს, დოკუმენტი ვაჩვენე - ნიშნავს ვარ მონა, უთავმოყვარეო და "დაკოდილი", თუ ისინი ვინც იხვეწება რომ იმუშაოს ასეთ სამსახურში, ვერ და არ გამოვიდეს ფულის გულისთვის და ამასთან ერთად სრულიად დარწმუნებული ვარ, რესტორანში ქუდი რომ შეუგდო, არც შევლენ, ესენი არიან თავისუფლები და არა "დაკოდილები?
რატო ვარ მე მონა და უთავმოყვარეო და ის თავისუფალი თავმოყვარე!
კიდევ ვიმეორებ: მე არ ვამბობ აცრა-არაცრაზე! მე რომელსაც მაქვს დოკუმენტი რატო ვარ მონა და შენ ვისაც არა, ხარ თავისუფალი?
პ.ს. ისე მონობა და 24-საათიანში ყოფნა რომ ვერ ავიტანე, (ანუ თავისუფლების შეზღუდვა), ისეთი სამსახური მქონდა, (ყველის და ლორის მაგნატი პაპა) იტალიაში ასეთი შეიძლება სამია. რასაც მინდოდა ვაკეთებდი, მოვიარე მთები და ზღვები, პაპას ბანკომატიც მე მქონდა, ჩემი მეგობრებიც მიმყავდა იმათთან დღეები და საჩუქრებითაც უშვებდნენ, სადაც მინდოდა წავიდოდი, და საერთოდ “კამანდირი“ ვიყავი, მაგრამ ვერ გავძელი და წამოვედი (ის ჩემი მეგობრები ამას კითხულობენ და კი იციან რასაც ვამბობ).
ახლა ვარ თავისუფალი. რესტორანშიც ვიყავი, “გრინ პასიც“ ვაჩვენე და გაგიკვირდებათ და საერთოდ არ ვგრძნობ თავს "დაკოდილად".....
ახლა იმასაც დავწერდი, დაკოდილები ვინ არიან, მაგრამ რა ვიცი.... არ დავწერ....
აქ რომ ზიხარ და ფბ-ზე კაკუნით საქმეს აკეთებ გგონია, ეგ კიდე ცალკე თემაა!
მე მჯერას მეცნიერების, მე მჯერას ამ ქვეყნის მთავრობის და კანონსაც პატივს ვცემ!“ - წერს ირმა კაპანაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ემიგრანტის წერილი: “ჩამოვჯდები ცივ ქვაზე და ახლოდან მოგიყვები დე, დამელოდე“
📌 „მოედო ქვეყნის ყველა კუთხეს, ოჯახს დანატრებული ქალები“ - ემიგრანტის ქალის წერილი
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































