ფიქრია კუჭუხიძემ, მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის კონგრესზე, ქართველი თანამემაულეების უფლებებზე ისაუბრა

დღეს, 15 თებერვალს ქალაქ ბარში, სასტუმრო შერატონში, პულიის რეგიონის მშრომელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის მე-6-ე კონგრესი გაიმართა.

კონგრესის მონაწილეებმა ხაზგასმით და მკაფიოდ ისაუბრეს მშრომელთა უფლებებზე, მათ საჭიროებებსა და პრობლემებზე, სოციალურ უზრუნველყოფასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

მომხსენებლებმა, ასევე ხაზი გაუსვეს პანდემიის შედეგად გამოწვეულ კრიზისს, საემიგრაციო კანონს და ა.შ. 

კონგრესის მოწვეული სტუმარი გახლდათ მსოფლიო საემიგრაციო ორგანიზაცია "anolf"-ის ქართველი ოპერატორი ფიქრია კუჭუხიძე.

კუჭუხიძემ დარბაზში მყოფ საზოგადოებასთან, იტალიაში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლების უფლებებისა და პრობლემების შესახებ ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, იტალიაში, ოჯახებში და ამ სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი პირობების შესახებ. 

ფიქრია კუჭუხიძემ აქცენტი გაამახვილა ქართველ მშრომელთა ვაქცინაციის კამპანიის შესახებ, რომელიც განმარტებას საჭიროებდა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართველი მშრომელები ვაქცინაციის კამპანიას თავს არიდებენ არ შეესაბამება სიმართლეს.

"პანდემიის შედეგად სახელმწიფომ სხვადასხვა სოციალური დახმარებები გამოსცა, რამაც საბოლოო ჯამში შექმნა ის რეალობა, რომ მოსახლეობას ურჩევნია შემწეობის მიღება და თავი აარიდოს მუშაობას. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ მშრომელთა უფლებები და ხელი შევუწყოთ მათ სამუშაოებზე დაბრუნებას" - განაცხადა "Cisl di Puglia"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუზეპე ბოკუცმა.

კონგრესი ორდღიანია და ის პულიის რეგიონში მოქმედ ძირითად პროფკავშირულ ორგანიზაციებს აერთიანებს. 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745304717

ახალი ამბები

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

1745302552

ახალი ამბები

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი...

ზურაბ წერეთელი

1745301730

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შე...

საზოგადოეა

1745300770

ახალი ამბები

ტრაგედია კახეთში – გავრცელებული ინფორმაციით, მამა და შვილები ტბაში დაიხრჩვნენ

ტრაგედია კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ. გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი და მისი 9 და 10 წლის შვილები. არსებული ინფორმაციი...

პოლიცია

1745299177

მსოფლიო

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის თქმით, ქალაქში უკვე...

რომის პაპი ფრანცისკე