იტალია, ანტივაქსერ პოლიციელებს, სამუშაო კონტრაქტებს უჩერებს და იარაღის ტარებას უკრძალავს
იტალია კოვიდვაქცინით აცრილი მოსახლეობის რაოდენობით, ევროპაში პირველ ადგილზეა და ვაქცინაციის პროცესს ისევ აქტიურად აგრძელებს. მთავრობის გეგმაა შობამდე, 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 90% იყოს აცრილი.
მოგეხსენებათ, იტალიაში ამოქმედდა Super Green pass-ი, რომელიც გულისხმობს აცრას და ვირუსისგან განკურნების ისტორიას. აღნიშნული საშვის გარეშე სოციალური აქტივობა თითქმის შეუძლებელია.
ძალაში დარჩა საბაზისო Green pass-ი, რომელიც პირს კოვიდ ტესტის საფუძველზე, მუშაობის უფლებას უტოვებს, მაგრამ სულ ახლახან, იტალიის ხელისუფლებამ დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიაზე ახალი შეზღუდვა დააწესა. ეს კატეგორია საბაზისო Green pass-ით ვეღარ იმუშავებს, შესაბამისად ან უნდა აიცრას, ამ ვირუსი უნდა ჰქონდეს გადატანილი. ამ კატეგორიაში შედიან ძალოვანი უწყებებიც.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ანტივაქსერ პოლიციელებს თავიდან გამოიძახებენ ასაცრელად. მათ გამოძახებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარადგინონ ან აცრის ფურცელი, ან ავადმყოფობის ცნობა, რომელიც ამტკიცებს რომ ვაქცინამ შესაძლოა პირის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას, ან აცრის ჯავშანი, რომელიც 20 დღეში უნდა განხორციელდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო კონტრაქტი დროებით შეჩერდება, მაგრამ არ შეწყდება. დასაქმებული, შეჩერებული კონტრაქტის განმავლობაში ვერ მიიღებს ანაზღაურებას და გარდა ამისა, მას ჩამოერთმევა პოლიციელის საბუთი, ე.წ ჟეტონი და შეუწყდება იარაღის ტარების უფლება.
1794401185
ახალი ამბებიპროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...
1794400465
ახალი ამბებისოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ
ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადე...
1794399936
ახალი ამბებიბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...
1794398351
საზოგადოება2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...
1794396385
საზოგადოებაშსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...



























