იტალია: „გარდა იმისა, რომ სწავლა უფასოა, თან საათში გადაგიხდიან 3.50 ევროს. არ ვიცი ამაზე უკეთესი შანსი რა უნდა იყოს“
იტალიაში, ქალაქ ბარიში არსებული საგანმანათლებლო ცენტრ „ვიქტორია“-ს დამფუძნებელი, იტალიური და ინგლისური ენების მასწავლებელი ვიქტორია ცუხიშვილი, ემიგრანტების საყურადღებოდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
რამდენიმე დღის წინ დავწერე პოსტი, რომ არის უამრავი შესაძლებლობა, პერსპექტივა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასაქმდეთ სხვა პროფესიით, გარდა შინამოსამსახურის პოზიციისა.
დაგპირდით, რომ მალე მექნებოდა საინტერესო სიახლეები, ჰო და აი პოსტიც.
არასოდეს არ ვამბობ ისეთ რამეს, რაც რეალობას არ შეესაბამება, მინდა გაგიზიაროთ საოცარი შესაძლებლობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, გაგიფერადებთ. ვფიქრობ ემიგრაციას კიდევ უფრო ართულებს მძიმე და მონოტონური სამსახური, მაგრამ თუ დაკავდებით სასურველი საქმით, ნამდვილად საინტერესო და სასიამოვნო გახდება თქვენი ყოველდღიურობა.
მხოლოდ ბარში!!!
გთავაზობთ პროფესიათა ჩამონათვალს! (რაც არაა სრული, მომდევნო პოსტებში განვავრცობ).
სწავლა უფასოა სახელმწიფო დაფინანსებით. ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელი. ზოგიერთ კურსს თეორიულ ნაწილთან ერთად აქვს ასევე პრაქტიკაც. მაგრამ გარდა იმისა, რომ უფასოა, თან საათში გადაგიხდიან 3.50 ევროს. არ ვიცი ამაზე უკეთესი შანსი რა უნდა იყოს. თუმცა არის კრიტერიუმები რასაც უნდა აკმაყოფილებდეთ:
📌 საბუთები უნდა გქონდეთ წესრიგში.
📌 უნდა იცოდეთ იტალიური ენა A2-B1 დონეზე, გქონდეთ შესაბამისი ატესტატ-სერთიფიკატი (დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩემთან გაიაროთ იტალიური ენის სასწავლო კურსი).
📌 უნდა იყოთ უმუშევარი.
არის სხვა კრიტერიუმებიც, პოსტს გაეცანით ყურადღებით, თუ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს დაპლიუსდით კომენტარებში. ნუ მომწერთ პირადში.
საკმარისი მსურველების მოგროვების შემთხვევაში დაიგეგმება შეხვედრა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია
📌 საოფისე და ბიზნეს საინფორმაციო ტექნოლოგიები
📌 ბიზნეს ბუღალტერია
📌 ადმინისტრაცია და ბუღალტერია
📌 საგადასახადო დახმარების ცენტრისა და პატრონატოს მართვა და ორგანიზაცია
📌 სამდივნო საქმიანობის, მიღებისა და ინფორმაციის ორგანიზებისა და მართვის ოპერატორი
📌 სოციალური მედიის მარკეტინგი
📌 ინტერაქტიული ვებ ტურიზმისთვის
📌 პერსონალის ადმინისტრაციისა და ბუღალტრული აღრიცხვის ტექნიკოსი
📌 ქორწილისა და პირადი ღონისძიებების დამგეგმავი
1793810460
საზოგადოებასაგარეო უწყება: მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების განსამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ანგარიშს
ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებულ ძალისხმევას ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას...
1793806305
მსოფლიო„ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“ - თეთრი სახლი შუალედური არჩევნების შემდეგ მიმართვას ავრცელებს
შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მძიმე მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. „ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია“, - ასეთი მინაწერი გაუკეთა თეთრმა სახლმა გამოქვეყნებუ...
1793803413
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...
1793802758
საზოგადოებაგიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...
1793800742
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...

























