იტალიაში 16 დეკემბერს გაფიცვაა - საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეზღუდული გრაფიკით იმუშავებს

იტალიის პროფკავშირები 16 დეკემბერს მთელი იტალიის მასშტაბით გაფიცვას აანონსებს.

პროფკავშირების სლოგანი შემდეგია - „ერთად სამართლიანობისკენ“, ისინი არასტაბილურ სამუშაო გარემოს, საპენსიო და საგადასახადო პოლიტიკას და კანონში შეტანილ საბიუჯეტო ცვლილებებს აპროტესტებენ. მანიფესტაციები გაიმართება ხუთ დიდ ქალაქში: მილანი, ბარი, კალიარი, პალერმო და რომი. რომში „პიაცა დელ პოპოლოზე“, ორივე პროფკავშირების პირველი პირების, მაურიციო ლანდინისა და პიერპაოლო ბომბარდიერის გამოსვლები იგეგმება.

გაფიცვა არ შეეხება სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და ფოსტას. გაფიცვაში აქტიურად ჩაერთვება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გარკვეული გამონაკლისის გარდა.

მატარებლები - სარკინიგზო მომსახურება შეწყდება შუაღამიდან, მეორე დღის 21 საათამდე, მაგრამ გარანტირებული იქნება მატარებლების მომსახურება 6.00-დან 9.00 საათამდე და 18.00-დან 21.00 საათამდე (ეხება საშუალო და გრძელ მარშრუტებს).

საჰაერო მიმოსვლა - ფრენები შეწყდება შუაღამიდან შუაღამემდე. გაფიცვაში ერთვებიან როგორც პილოტები, ასევე თვთმფრინავებისა და აეროპორტების მომსახურე პერსონალი. მომსახურება დროებით აღდგება 7.00-დან 10.00 საათამდე და 18.00-დან 21.00 საათამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი - გაფიცვა შეეხება ყველა დიდი ქალაქის (გარდა ვენეციისა და ბარისა) ავტობუსებს, მეტროს, ტრამვაის და ლოკალურ მატარებლებს. ტრანსპორტი სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა გრაფიკით გაიფიცებიან - მილანი: 8.45-დან 15 საათამდე და 18.00-დან გაფიცვის დასრულებამდე; რომი: 8.30-დან 17.00 საათამდე და 20.00-დან გაფიცვის დასრულებამდე; ტურინი: 8.00-დან 14.30 საათამდე და 17.30-დან გაფიცვის დასრულებამდე; გენუა: 9.00-დან 17.30 საათამდე და 20.30-დან გაფიცვის დასრულებამდე; ბოლონია: 8.30-დან 16.30-მდე და 19.30-დან გაფიცვის დასრულებამდე; ფლორენცია: 9.00-დან 12.00 საათამდე და 15.00-დან გაფიცვის დასრულებამდე; ნეაპოლი: 8.30-დან 17.00 საათამდე და 20.00 საათიდან გაფიცვის დასრულებამდე. 

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794401185

ახალი ამბები

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან...

პროკურატურა

1794400465

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: დაკორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების დახმარების გაზრდის საკითხი, სასურველია ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ

ვეტერანების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობების გზებზე პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ისაუბრა. მან შესაბამისი წინადადე...

სოზარ სუბარი

1794399936

ახალი ამბები

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - იგი ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში მაშველებმა ზღვიდან კაცი უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს, იგი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, შემთხვევის ადგილზე მას პირველადი სა...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1794398351

საზოგადოება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით: საგზაო ი...

ლაშა ხუციშვილი

1794396385

საზოგადოება

შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერ...

ნოდარ ჩაჩუა