იტალიაში მამაკაცი ასაცრელად სილიკონის ხელით გამოცხადდა
ზოგიერთი ანტივაქსერის ფანტაზიას რომ საზღვარი აქვს, ფაქტი სახეზეა. იტალიაში, ქალაქ ბიელაში (პიემონტე) 50 წლის მამაკაცი ასაცრელად, სილიკონის ხელით გამოცხადდა. ამ ხერხს მამაკაცმა მხოლოდ Green pass-ის მისაღებად მიმართა, რადგან იტალიაში 6 დეკემბრიდან რეგულაციები მკაცრდება და "მწვანე საშვის" გარეშე რაიმე სახის აქტივობა, იქნება ეს სამსახურებრივი თუ სოციალური, თითქმის შეუძლებელი იქნება.
შემთხვევა 2 დეკემბერს, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში მოხდა. სილიკონის ხელი ძალიან ბუნებრივად გამოიყურებოდა, მაგრამ ექთანმა მაინც შეამჩნია, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და მამაკაცს სთხოვა, მთლიანი მკლავი ეჩვენებინა. მამაკაცმა მას შემდეგ, რაც შეატყო რომ მიუხვდნენ საქციელს, ექთანს სთხოვა, თვალი დაეხუჭა ამ ყველაფერზე.
მაგრამ თვალის დახუჭვაზე საუბარიც არ იყო. მეტიც, მამაკაცის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმე აღიძრა. "ფაქტი, ერთი შეხედვით სასაცილო ჩანს, მაგრამ ის რაც მოხდა, ტრაგედიაა, იმის ფონზე, როდესაც პანდემიას ადამიანების სიცოცხლე და ქვეყნების ეკონომიკა ეწირება", განაცხადა პიემონტეს რეგიონის გუბერნატორმა ალბერტო ჩირიომ.
აღსანიშნავია, რომ იმ ქალაქის მოსახლეობის 93%, სადაც მოხდა, ვაქცინირებულია.
1793986479
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერზე: მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და შევძელით საქართველოს გადარჩენა, ასევე, ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში
სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლ...
1793984690
ახალი ამბებიჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი: მომავალ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 35 წლისთავი აღინიშნება, სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს
სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო განვითარდეს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც განვაგრძობთ საქართველოსთან მეგობრობას, პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ...
1793983890
ახალი ამბებიპრემიერი: ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებულ ღირებულებით კავშირს ქვეყნებს შორის და ეს ღირებულებითი ფუნდამენტი გვაძლევს განსაკუთრებულ მოტივაციას, ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის
ჩვენთვის ჩინეთთან ურთიერთობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თანამედროვე სამყაროში ჩინეთი არის ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფო, სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული პროგრესზე, მ...
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...































