იტალიაში თავშესაფრის მოთხოვნა, ნებისმიერი ეროვნების მქონე პირს შეუძლია - უკრაინელი ლტოლვილების გამო პროცესი არ დაიბლოკება
იტალიაში, თავშესაფრის მოთხოვნის ე.წ. „აზილოს“ თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და განხილვადია საემიგრაციო საზოგადოებაში, რადგან ფაქტობრივად ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება (თუ არ გავითვალისწინებთ Sanatoria-ს და Flussi-ს), რომლის საშუალებითაც სრულწლოვანმა პირმა, რომელსაც მიმღებ ქვეყანაში არავინ ჰყავს, ლეგალურად ცხოვრების უფლება მოიპოვოს, რა თქმა უნდა, მთელი რიგი პროცედურების გავლის შემდეგ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ პროცესი კომპლექსური და ხანგრძლივია, დაცვის ფორმაც სხვადასხვაგვარი. აღნიშნული თემა ჩვენს მედიამაუწყებელს არაერთხელ გაუშუქებია დეტალურად, მაგრამ ამჯერად ყურადღება ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე გვინდა გავამახვილოთ, რომელიც, ჩვენს მიერ პირადად გადამოწმების შემდეგ, დეზინფორმაცია აღმოჩნდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან შემომავალი ლტოლვილების დიდი ნაკადის გამო, სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების მიღება, აპრილის თვეში აღარ მოხდებოდა, რამაც ემიგრანტების მღელვარება გამოიწვია.
ExclusiveTV-მ ინფორმაცია პირადად გადაამოწმა ფლორენციის ქვესტურაში, სადაც განგვიცხადეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ქვესტურის თანამშრომლის თქმით, მათ ამის თაობაზე, არანაირი ოფიციალური დირექტივა არ მიუღიათ.
ნეაპოლში ინფორმაციის გადამოწმება ვთხოვეთ მედიატორსა და თარჯიმანს მაკა ხაჩოშვილს, რომელიც ნეაპოლის პრეფექტურასთან თანამშრომლობს, სადაც მას ასევე განუცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პროცესი თანაბრად მიმდინარეობს ყველა ეროვნების წარმომადგენლისთვის.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 Ricongiungimento familiare - ოჯახის შემოერთება იტალიაში - კითხვებზე პასუხი (VIDEO)
📌 იტალია: როდის გაქვთ უფლება დატოვოთ სამსახური და რა ფორმით!
📌 იტალია - როგორ იცვლება კარანტინის პირობები 1-ლი აპრილიდან
📌 იტალიაში 1-ლი აპრილიდან სად უქმდება Green pass-ის ვალდებულება?!
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...
1791387329
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანი...
1791385727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

























