იტალიური დიზაინის დღე საქართველოში

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, 21 მარტს გამართავს ღონისძიებას “აწარმოე ღირებული. ინკლუზიურობა, ინოვაცია და მდგრადობა”.

ღონისძიებას გახსნიან იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ხელმძღვანელი და არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის რედაქტორი ლენა კილაძე.

წარმოდგენილი იქნება ორი ციფრული გამოფენა: “Domus Georgia”-ს მიერ მომზადებული ექსპოზიცია “Crafting Sustainable Future-Italian Design from Tradition to Innovation” და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილი საექსპოზიციო პროექტი “100 იტალიური ლარნაკი”, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შექმნილი იტალიური ლარნაკების საილუსტრაციო რეპროდუქციებს მოიცავს.

თბილისის არქიტექტურული კვირეულის (TAW) დამფუძნებლის, მარიამ ბოჭორიშვილის პრეზენტაციის “Italian Experience through TAW” შემდეგ გაიმართება ფუქსასის არქიტექტურული ბიუროს წამყვანი არქიტექტორის, ჯოვანი პოდესტას ლექცია “ურბანული (რე)გენერაცია: ფუქსასის პროექტები”.

ღონისძიება გაგრძელდება მარანგონის ინსტიტუტის პროფ. კარლოს როდრიგესის პრეზენტაციით “The Animism and Transhumanism Dichotomy” და დასრულდება ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით. გამარჯვებულ ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.

ღონისძიების, რომლის მიზანია ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის წარმოჩინება და მისი თავისებურებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სამეცნიერო, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

Il ritorno della Giornata del Design Italiano

Nell’ambito della tradizionale rassegna, dedicata alla promozione dell’architettura e del design italiano nel mondo e giunta all’ottava edizione, il 21 marzo si terrà a Tbilisi l’evento organizzato dall’Ambasciata d’Italia in Georgia in collaborazione con l’Agenzia per la promozione all’estero e l’internazionalizzazione delle imprese italiane (ICE-ITA).

Ad aprire l’evento con il titolo “Fabbricare valore – inclusività, innovazione e sostenibilità”  saranno l’Ambasciatore d’Italia Massimiliano D’Antuono e Lena Kiladze, fondatrice del Centro dell’architettura, design e industrie creative di Tbilisi e caporedattrice di “Domus Georgia”, l’edizione georgiana della rivista italiana Domus, tra le più prestigiose a livello mondiale nei settori dell’architettura e del design.

Verranno presentate le due mostre digitali: “Crafting Sustainable Future-Italian Design from Tradition to Innovation”, esposizione realizzata dalla “Domus Georgia e “100 vasi italiani”, progetto espositivo promosso dal Ministero degli Affari Esteri e della Cooperazione Internazionale e composto dalle riproduzioni dei vasi del design italiano, dall’inizio del secolo scorso ai giorni nostri.

Alla presentazione “Italian Experience through TAW” proposta da Mariam Botchorishvili, fondatrice di Tbilisi Arch Week, seguirà la Lectio Magistralis “Urban (Re)generations: Fuksas Recent Projects” a cura dell’Arch. Giovanni Podestà (Studio Fuksas).

La serata proseguirà con la presentazione “The Animism and Transhumanism Dichotomy” del Prof. Carlos Gago Rodriguez dell’Istituto Marangoni e si concluderà con la cerimonia di premiazione dei vincitori della prima edizione del concorso “Italy Meets Georgia: a Fusion of Aesthetics and Innovation”, organizzato dall’Istituto Marangoni in collaborazione con l’Ambasciata d’Italia a Tbilisi, che prevede borse di studio concesse ai giovani talentuosi georgiani per studiare ai corsi in Moda e Design presso l’Istituto Marangoni, una delle migliori istituzioni italiane nella formazione del settore.

L’evento con l’obiettivo di condurre il pubblico verso una più approfondita conoscenza della “peculiarità italiana” nell’ambito del design, si svolgerà in presenza di molti attori di rilievo nel campo dell’architettura e del design, tra cui rappresentanti di aziende, studiosi e universitari.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756031817

საინტერესო ამბები

ქაშუეთის ტაძარში მამუკა ჩარკვიანის პანაშვიდზე პრეზიდენტი, პრემიერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

 მამუკა ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორისა და მომღერლის ხსოვნას პატივი, პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, აღმასრულებელი დ...

ქაშუეთის ეკლესია

1756029678

ახალი ამბები

დათო კოდუა: სწრაფი, ეფექტური და გამჭვირვალე მმართველობა - ეს იქნება ჩვენი გუნდის მთავარი და პრინციპული ნიშა ზუგდიდის მერიაში

 „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა მოქალაქეებთან შეხვედრებს ე.წ. კარდაკარის პრინციპით განაგრძობს. მერობის კანდიდატი მოქალაქეებს გეგმებს და განახლებული ზუგდიდის განვითარების ხედვა...

დავით კოდუა

1756026120

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო...

აა

1756025064

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მიღების დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო

 „დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1756024053

ახალი ამბები

მამუკა ჩარკვიანს დღეს დაკრძალავენ

 მამუკა ჩარკვიანს დღეს, 24 აგვისტოს დაკრძალავენ. კომპოზიტორსა და მომღერალს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მამუკა ჩარკვიანი საკუთარ ს...

მამუკა ჩარკვიანი