იცოდით, რომ მილანი…

მილანი - ქალაქი რომელიც ყველას ასე ძალიან მოგვწონს და გვიზიდავს!

მილანი  ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, რომელიც  ლომბარდიაში მდებარეობს. იგი ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და განვითარებულ რეგიონად ითვლება. 

ქალაქში და მის შემოგარენში, 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც ლომბარდიის რეგიონის თითქმის მესამედია, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი.

ქალაქი განთქმულია მოდით და მაღაზიებით. აქვე მდებარეობს მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele. მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია  ნიუ-იორკის, პარიზის, ტოკიოსა და ლონდონთან ერთად.

მილანი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. იგი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო  და აბრეშუმის ქსოვილით.

მილანი ინსუბრების მიერ ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს, ან VI საუკუნის დასაწყისში დაარსდა. ძვ. წ. 196 რომს დანებდა და მისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა.

ლანგობარდების (გერმანული მოდგმის ხალხი) ერთ-ერთი ჰერცოგის რეზიდენცია იყო. X საუკუნის დასასრულიდან  - საარქიეპისკოპოს ცენტრი გახდა. XI-XII საუკუნეებში ხელოსნობისა და ვაჭრობის ცენტრია. XI საუკუნის II ნახევრიდან მილანი პატარიის (რელიგიური მოძრაობა)  ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, რის შედეგად 1097-1098 განმტკიცდა.

კომუნა (აღმოცენდა ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა წლებში) და მას შემდეგ არსებობს.

ქალაქში უამრავი სანახაობაა: მილანის ტაძარი (დუომო) სფორცების სასახლე, წმინდა ამბროსის ბაზილიკა, წმინდა მარიამ მოწყალის მონასტერი, საიდუმლო სერობა, ლა სკალას თეატრი, წმინდა ლორენცოს ბაზილიკა, წმინდა ეუსტორჯოს ბაზილიკა, პორტინარის კაპელა, ბრერას ხელოვნების გალერეა-ნახატების გალერეა მილანში, ჩერტოზა დი პავია, პავიას მოწყალების სახლი, კომოსა და გარდას ტბები, ინდუსტრიული სოფელი კრესპი დ’ადდა, კრემონის მთავარი ტაძარი და საათის კოშკი, მონცას სამეფო სოფელი, მანტოვაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სხვა.

ანუკა ღონღაძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის მილანიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779009672

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და იმ გზის გაგრძელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს

მივულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. მართლა უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართველები ოდითგანვე ოჯახის სიძლიერეზე იდგნენ და დღევანდელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აგრძ...

ვარლამ ლიპარტელიანი

1779009003

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის

უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მან საზ...

მარიამ ქვრივიშვილი

1779008387

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია

დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდე...

ირაკლი კირცხალია

1779007569

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ამ დღემ უკვე მოასწრო „უზარმაზარი ბრწყინვალების შეძენა“. „დრომ აჩვენა და გამო...

მიხეილ სარჯველაძე

1779006852

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ქართველისთვის ყველაფერი წმინდაა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ვუსურვებ ყველას, რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები

ქართველისთვის ყველაფერი არის წმინდა, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუ...

მამუკა მდინარაძე