პრეზიდენტი: ოჯახი ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ინახავს. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია

ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს.

„დღეს, 17 მაისს, ჩვენ განსაკუთრებულ დღესასწაულს - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღვნიშნავთ. ოჯახი, უპირველესად, ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა, როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწრთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლოს სიყვარულს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორ გზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენც ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია დედაეკლესიის როლი. მანვე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წვლილზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე.

„ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის როლი. დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში. მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.

„ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. თანამედროვე სამყაროს გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავაძლიეროთ ის წმინდა სივრცე, სადაც სიყვარული, ერთგულება და თაობათაშორისი კავშირი ცოცხლობს. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! ღმერთმა დალოცოს, გაამრავლოს და გააძლიეროს ყოველი ქართული ოჯახი. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო -საქართველო!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779010402

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და ულამაზესი დღეა, მინდა ჩვენ მოსახლობას მხნეობა, ერთიანობა და სიყვარული ვუსურვო

პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, გენო პეტრიაშვილი საზოგადოებას ოჯახის სიწმინდის დღეს ულოცავს. ამის თაობაზე მან მსვლელობის დროს, მედიასთან ისაუბრა. „დღევანდელ დღეს ვულოცავ სრულიად საქართველოს. ნამდ...

გენო პეტრიაშვილი

1779009672

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და იმ გზის გაგრძელება, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს

მივულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. მართლა უმნიშვნელოვანესი დღეა დღეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ქართველები ოდითგანვე ოჯახის სიძლიერეზე იდგნენ და დღევანდელი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აგრძ...

ვარლამ ლიპარტელიანი

1779009003

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის

უმნიშვნელოვანესია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მან საზ...

მარიამ ქვრივიშვილი

1779008387

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდენტობა, ტრადიცია და ისტორია

დღეს ეს ზღვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, თუ სად დგას საქართველო, რა ფასეულობებზე და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი, ჩვენი იდე...

ირაკლი კირცხალია

1779007569

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა

მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ამ დღემ უკვე მოასწრო „უზარმაზარი ბრწყინვალების შეძენა“. „დრომ აჩვენა და გამო...

მიხეილ სარჯველაძე