კვარაცხელიამ იმ რკინის ფარდის აწევა დაიწყო, რომლის მიღმაც 30 წელია, ბებერი ევროპა არ გვახედებს
“ჩვენ გვიყვარს კვარა და გვიყვარს საქართველო, ახლა უკვე შენც გვიყვარხარ, რადგან ინფორმაციას გვაწვდი ქვეყნის შესახებ, რომელსაც გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ იგნორირებას ვუკეთებდით.“
ასე იწყება იტალიელი მამაკაცის სიმონე სორეტის წერილი, რომელიც exclusivetv.ge-ს ჟურნალისტის, იტალიის ბიუროს ხელმძღვანელის ნინა მამუკაძის მიერ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებულ რეპოტაჟს გამოეხმაურა.
ხვიჩას იტალიელმა გულშემატკივარმა, ფაქტობრივად საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ არსებული, კომფორტში მყოფი ევროპის გულგრილობას გაუსვა ხაზი, რაც იგივე აღიარებაა. აღიარა და ერთგვარი სინანული მას შემდეგ გამოხატა, რაც საქართველოს წარმომადგენლის წარმატებული ასპარეზობის შედეგად დამდგარი შედეგით, საკუთარი სიამაყე დაიკმაყოფილა.
„სსრკ-მ ყველაფერი ისე ერთ სიბრტყეზე და ერთფეროვანი გახადა, არადა ერთ დროს მასში შემავალ თითოეულ რესპუბლიკას აქვს თავისი ისტორია, სპეციფიკა და ღირსება!!!” - აგრძელებს სორეტი.

ერთი შეხედვით, რიგითი იტალიელის ორ აბზაციანი წინადადება, პასუხს სცემს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლის დასაძლევად წლებია საქართველო მტკიცების როლში იმყოფება და გამალებით ცდილობს საკუთარი იდენტობის აღიარებას, დემოკრატიული მმართველობის საფუძვლებზე მოქალაქეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას და განვითარებული ქვეყნებისგან მხარდაჭერას ითხოვს.
რაც შეეხება ქართველ, ახალგაზრდა სპორტსმენს, ხვიჩა კვარაცხელიას, მან იმ რკინის ფარდის აწევა დაიწყო, რომლის მიღმაც 30 წელია, ბებერი ევროპა არ გვახედებს.
აქვე უნდა აღვნიშნო, მედიის როლი ემიგრაციაში, რომელმაც სრულიად შეცვალა არსებული რეალობა და ევროპას ხელისგულზე დაუდო ჩვენი ეროვნული სახელმძღვანელო. წაიკითხავს და გაითვალისწინებს თუ არა ევროპა ეს უკვე დროის საკითხია, რომელიც აუცილებლად დადგება!
როგორც ჩვენთან საუბარში ნინა მამუკაძემ აღნიშნა, მოულოდნელად სასიამოვნო აღმოჩნდა მსგავსი შეფასების ნახვა, მის მიერ იტალიურ ენაზე მომზადებული რეპორტაჟის ქვეშ: „ძალიან ემოციური განწყობა მომიტანა იმის შეგრძნებამ, რომ ჩემი ულამაზესი და უნიკალური საქართველოს, იტალიელებისთვის გაცნობაში მცირედი წვლილი მიმიძღვის. მსგავსი შემთხვევები მეტ მოტივაციას მმატებს, რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა გაიგოს საქართველოს შესახებ, რომელიც მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად თავდაუზოგავად იბრძვის.“
ავტორი: ხათუნა შარაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 Exclusivetv.ge „ფიორენტინა“ - “ნაპოლის“ მატჩზე
📌 ქართველი ჟურნალისტი იტალიურ რადიოში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
1770230437
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების სია მნიშვნელოვნად შემცირდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, აბუ-დაბიში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობის კომენტირებისას, კარგ და ცუდ ამბებზე ისაუბრა. რ...
1770228410
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელის კრიტიკაზე: კრიტიკა დღეს რაც გვესმის, შინაარსისგან დაცლილია და აკლია ნამდვილად ის შინაარსი, რაც კრიტიკას სჭირდება იმისთვის, რომ სერიოზულად შეხედო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ბრიუსელიდან მოსული კრიტიკა „შინაარსისგან დაცლილია“ და სერიოზული შეფასებისთვის საჭირო შინაარსს მოკლებულია. „ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ბ...
1770227247
ახალი ამბებიანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ჯო უილსონს: პრეზიდენტ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში რაიმე პრობლემას ვერ ხედავთ?
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს მიმართავს და ინტერესდება, ხედავს თუ არა პრობლემას დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტსა და კომუნისტებთან ეკონომიკურ ურთიერთობებში....
1770226159
ახალი ამბებიევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გაცემის პირობები დაამტკიცა
დეტალებთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მექანიზმი მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებსაიტზე...
1770224443
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია - მჯერა, თითოეული ეს გადაწყვეტილება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო წინ წაიყვანს!
სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებთან დაკავშირებული კანონები მიღებულია, - წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სო...































