მილანში ქართველების გამაერთიანებელი ცენტრი - ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

მილანში, ქართული ბიბლიოთეკა, ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სოციალური გვერდი „Milano- ინგას მილანი“ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც exclusivetv.ge-ს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ. 

ქართული ბიბლიოთეკა მილანში

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა და გრძელი გზისა, სიხარულის უჩვეულო შეგრძნებით გავუყევი, გუშინ გზას კორსიკოსკენ, სადაც ასოციაცია „მერანი“-ს პრეზიდენტის, ქალბატონი მელი თურმნიძის დიდი ძალისხმევით, იტალიურ-ქართული ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. როცა გარიბალდის ქუჩას რომ შეუყვები, საქართველოს მოფრიალე დროშა და ვაზის ფოთლები შორიდანვე მოგხვდება თვალში და ხვდები - შენიანებთან ხარ და სიხარულით ივსები. თან, მშვენიერი დიასახლისი რომ გადმოგხედავს მისეული ღიმილითა და სითბოთი და გადმოგძახებს, - ამოდი გოგო, მთლად საქართველოში გგონია თავი, ახლობლებთან. პატარა საქართველოში, რომლის შეგრძნებაც და განწყობაც ნამდვილად შექმნა დიასახლისმა. თან როცა ჭკვიანი, მოღიმარი ქართველებიც გხვდებიან სტუმრად, სიხარული ათმაგდება.
სასიამოვნო, მნიშვნელოვანი საღამო იყო. გაიხსნა პატარა, მაგრამ თბილი, მყუდრო გარემო, სადაც მარტო არასოდეს იქნები. სივრცე, რომელსაც ველოდით. წიგნის, ქართული წიგნის სამყარო, რომელიც სხვანაირად ავსებს საკუთარი ქვეყნის მონატრებას.
გაჩნდა კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი, საშუალება წიგნთან შეხვედრისა. შენს წიგნებთან, შენს კულტურასთან, სულის ნაწილთან, მონატრებულ ქართველებთან.
საკმაოდ საინტერესო, ახალი წიგნებია ბიბლიოთეკაში. საბავშვო განყოფილებაც და სამეცნიერო ლიტერატურაც იტალიურ და ქართულ ენებზე.
ვაღიარებ, გამოვუტყდი მელის - შენს ადგილზე ამ წიგნებს ვერავის ვათხოვებდი, ვერავისთვის გავიმეტებდი მეთქი. გაოცებულმა გამომხედა ღიმილით, ბიბლიოთეკის არსიც ხომ ეს არისო. ვიცი, მაგრამ მაინც ვერ გავიმეტებდი მეთქი

მაგრამ მელი სხვანაირია! ბევრი იშრომა, საკუთარი სახსრებით შეიძინა წიგნები, ჩამოიტანა. ბევრიც გზაშია და მალე შეემატება ბიბლიოთეკას. ასევე, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკიდანაც ელოდება წიგნებს, როცა მიმოსვლა აღდგება და იმედია თავად, გიორგი კეკელიძეც გვესტუმრება.

საინტერესო მიგნებაა ბიბლიოთეკაში ფილმების ჩვენებაც და დიდი სიამოვნებით გავიხსენეთ და დავტკბით მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმებით.
ასევე გავიხსენეთ და ვირტუალური გამოფენა ვნახეთ რუსა მერაბიშვილის, ნიჭიერი შემოქმედის, რომელიც ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან.
გეგმები ბევრი აქვს მელის. ბავშვებისთვის, და არა მხოლოდ, კითხვის საღამოების მოწყობა, ქართულ სიტყვასთან ზიარება. მულტიპლიკაციური ფილმების, ზღაპრების ჩვენება და განხილვა.
აუცილებლად შეადგენს განრიგს და მოგვაწვდის, რა პერიოდებში შეგვეძლება მისვლა სტუმრად. ცხადია იმდენი დრო არავის აქვს და არც მცირე ფართი იძლევა იმის საშუალებას, რომ წიგნის კითხვა საათობით შევძლოთ ადგილზე, ამიტომ გამოწერის სისტემა იმუშავებს. წამოღებას შევძლებთ გარკვეული წესების მიხედვით და ჩვენი მხრივ გარანტიას მივცემთ ბიბლიოთეკას, რომ წიგნს დროულად დავაბრუნებთ დაზიანებების გარეშე.

დადებითი ემოციით ვარ სავსე. დიდხანს გამყვება სითბო ამ კოხტა ბიბლიოთეკა-სამკითხველოსი გარიბალდის N73-ში, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალი გამაერთიანებელი ადგილი იქნება მილანელი ქართველებისა. ასეთი ადგილები საბედნიეროდ გვაქვს - მილანის ქართული სამრევლოს და მასთან არსებული საკვირაო სკოლის სახით და ცხადია მამა კირიონი, რომლის კურთხევითაც გაიხსნა ქართული ბიბლიოთეკა. რომელსაც სამწუხაროდ ვერ მივუსწარი.
უდიდესი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში მელი თურმანიძისა, რომელმაც სურვილი რეალობად აქცია და გაგვახარა.

საღამოს წამყვანად, ჟურნალისტი ზვიად მახარაძე ვიხილეთ, რომელმაც ორიგინალური წარდგენებით და ინტერვიუებით პროფესიონალურად შეკრა პრეზენტაცია.
ასევე გამოფენილი იყო საინტერესო მხატვრის, მარიკა მნათობიშვილის ნამუშევრები. ძალიან გამიხარდა კარგი ქართველის, გიგა გოგსაძის კვლავ ნახვა, რომელიც კარანტინის პერიოდში ძალიან ეხმარებოდა ქართველებს დაკეტილ ქალაქში და ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლი იყო ჩვენს შორის. გავიცანი მისი არაჩვეულებრივი მეუღლე - სალომე ბრეგვაძე, რომელიც ევროპული ჯგუფის „Moving People“-ს წარმომადგენელია. უამრავ ქართველს ეხმარება და უწევს კონსულტაციას ოფიციალური დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, და არა მხოლოდ.
სასიამოვნო იყო ასევე ასოციაციის „Italia-Georgia-Eurasia“ დამფუძნებელთან, ქალბატონ ლალი ფანჩულიძესთან საუბარი და იდეების გაცვლა. ასევე წიგნის მოყვარული ქართველების გაცნობა, განსაკუთრებით ჩემი კუთხიდან და სასიამოვნოდ გატარებული საღამო.

გვირგვინი პრეზენტაციისა, ისეთივე ორიგინალური ტორტის გაჭრა იყო, როგორიც თავადაა ქალბატონი მელი და ასევე მუსიკალური ფონიც მთელი საღამოს განმავლობაში, რაზედაც დიასახლისის ოჯახის წევრებმა იზრუნეს - დამ, მისმა იტალიელმა, საქართველოზე შეყვარებულმა მეუღლემ და ცხადია უსაყვარლესმა სანდრიკომ, რომელმაც ულამაზესი ლექსიც წაგვიკითხა დედა ენაზე.

ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მინდა ის სითბო გადმოვცე, რაც მელიმ გამოგვატანა თან და დიდხანს გაგვყვება. ის სითბო, რომლის წყალობითაც, გვიანი დროის მიუხედავად, ერთმანეთი არ გვეთმობოდა.
ესაა ფესვების ძალა! დიდი სიმდიდრე და განძი, რაც გვაკავშირებს ქართველებს სამშობლოდან შორს!

ესტუმრეთ ბიბლიოთეკას და სურვილის შემთხვევაში თითო წიგნი გაიყოლეთ, საჩუქრად. თქვენი გემოვნებითა და სიყვარულით შერჩეული, რომ მეტად მრავალფეროვან სივრცედ ვაქციოთ ყველამ ერთად.
ქართული ასოციაცია „მერანი“, მადლობას გიხდით ამ საღამოსთვის. შეხვედრამდე.“ - წერს ავტორი. 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748365226

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქოს საქართველო იზოლაციაში ექცევა

 „ტრამპის მისალოცი წერილი ყაველაშვილს, სადაც ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და მოლოდინია გამოხატული, არის ის გარე მხარდაჭერა, რომელიც ასრულებს ყველა სპეკულაციას, თითქო...

ბაჩო ოდიშარია

1748361412

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი - ეს უბრალო ფორმალობა არ არის, ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა

 „ამერიკის პრეზიდენტის წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი — ეს უბრალო ფორმალობა არ არის. ეს არის ღია აღიარება იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უკვე აღიქმება არა როგორც პატარა და დაბნეული ქ...

ხარნაძე

1748356987

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია თათა ხუნდაძეზე: ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც

 „ამ ბიომასა ქალბატონმა, აღიარა, რომ ნაციონალების პოლიტიკურმა წინაპრებმა მოკლეს ზვიადი და ახლა ნანობენ თურმე ჩემს შესახებაც. ისე, ცნობისთვის, მაშინ 14 წლის გახლდით. აი ეს დამოკიდებულება აქვთ ბავშვებზე...

გამსახურდია

1748354566

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი

„ოპოზიციისთვის არ დაგვიძალებია მანდატების დატოვება, გარე უფროსებმა ასე დაავალეს და თვითონ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ოპოზიცია ქუჩაშია დარჩენილი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...

ლევან მაჭავარიანი:

1748353746

ახალი ამბები

პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი...

შემთხვევები