მოხუცი "ბადანტეს" ძვირფასეულობის მოპარვაში ადანაშაულებს

ფლორენციაში 96 წლის ქვრივი, კარლა ტონელო გაქურდეს. ფაქტი ერთი თვის წინ მოხდა. მოხუცს მოჰპარეს ყველანაირი ძვირფასეულობა: ოქროს საათები და ყელსაბამები, ბრილიანტის ბეჭდები და საყურეები , ყველაფერი რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვა. „განსაკუთრებულად გული ოქროს მედალზე მწყდება რომელიც ჩემმა მეუღლემ ძალიან ბევრი წლის წინ, მიზანში სროლაში მოიგო.

კარლას მეუღლე, ვირჯილიო ბიგაცი, რომელიც საჰაერო ძალების მაღალჩინოსანი იყო, წლების წინ გარდაიცვალა და ქალისთვის მის მიერ ნაჩუქარი სამკაულები იმაზე ძვირფასი იყო, ვიდრე მათი რეალური ღირებულებაა.

მოხუცი დარწმუნებულია, რომ ძვირფასეულობა „ბადანტემ“ მოჰპარა, რომელმაც მომხდარი, თავის მხრივ, ექთანს დააბრალა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი „ბადანტეს“ გაკეთებულია. ერთ დღეს, როდესაც სახლის საქმეს აკეთებდა, დაიჟინა, რომ დასასვენებლად წავსულიყავი. ახლა ვხვდები, რომ ისარგებლა ჩემი არყოფნით და ჩემი ნივთები მიისაკუთრა. თვალდახუჭული ვენდობოდი, რასაც ძალიან ვნანობ“, განუცხადა კარლა ტონელომ ჟურნალისტებს. ქალმა მომხდარის შესახებ კარაბინერებს შეატყობინა, საქმეც აღიძრა, გაიჩხრიკა მომვლელის საცხოვრებელიც, მაგრამ ძვირფასეულობის კვალს, დღემდე ვერ მიაგნეს. 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794062726

ახალი ამბები

რიგებია ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქართულ პავილიონთან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინვესიტიციების სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით 37 ქართული კომპანია იმყოფება - თამთა მეგრელიშვილი

„ქართული პროდუქციისა და ბიზნესის მიმართ ჩინეთში ინტერესი სულ უფრო იზრდება“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ქარ...

თამთა მეგრელიშვილი

1794059578

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორც ჩანს, სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა აღიარებითი ჩვენებების მიცემა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება. საუბარია, განცხადებაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცე...

გურამ მაჭარაშვილი

1794058847

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია, ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილს ეხმაურება და კითხვით მიმართავს, თუ რა იცის ისეთი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრის შინაარსზე, რომ ასე თავდაჯერებით საუბრობს. მ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794056195

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კეიტ დილონს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს კეიტ დილონს შეხვდა. როგორც თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინ...

თამარ ტალიაშვილი

1794054675

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ორგანიზებით უწყებათაშორისი სწავლება „პარტნიორი-2026“ ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა...

საქართველოს თავდაცვის ძალები