მოსე - მიქელანჯელოს კიდევ ერთი საოცრება

"მოსე" - 235 სმ-ის სიმაღლის მარმარილოს ქანდაკებაა და მდებარეობს რომში basilica di San Pietro in Vincoli-ში (წმ. პეტრეს მცირე ბაზილიკა). რეალურად შეადგენს ერთი მთლიანი მონუმენტის ნაწილს, რომელიც განკუთვნილი იყო რომის პაპ იულიუს მეორეს აკლდამისთვის.

შეიქმნა 1513-1515 წლებში. თუმცა, 1542 წელს მიქელანჯელომ ნამუშევარი ცვლილებები შეიტანა, ქანდაკებას თავი მოუბრუნა და ჯდომის მანერაც შეუცვალა, მარცხენა ფეხი უკან გაუწია და დაუმოკლა. პრობლემას წარმოადგენდა მარმარილოს ნაკლებობა, რაც მან მარტივად გადაჭრა. მან გამოიყენა მოდელირებისთვის და დეფექტების დასაფარად "ტანსაცმლის ნაკეცები". ეს ყველაფერი კი ისე მოახერხა, რომ არა წერილობითი ცნობები, ძნელი წარმოსადგენია იფიქრო, რომ "მოსე" თავდაპირველ ვერსიაში "სხვანაირი" იყო.

მოსე ათლეტური აღნაგობის, გრძელწვერა, მრისხანე შესახედაობის მოხუცია. მარჯვენა მკლავს ქვემოთ ორი დაფით, სადაც 10 მცნება უნდა ყოფილიყო გამოსახული. მიქელანჯელოს მიერ შექმნილ მოსეს სკულპტურას ერთი გასაოცარი დეტალი ამშვენებს - რქები. ბევრი მეცნიერ-ისტორიკოსი თვლის, რომ ეს არის ბიბლიის არასწორი ინტერპრეტაცია. ''გამოსვლის წიგნში'' ნათქვამია, რომ ებრაელებს უჭირდათ სინათლით მოცული, გაბრწყინებული მოსეს ცქერა, როდესაც ის სინას მთიდან ეშვებოდა გულზე ქვის დაფებით, რომელზეც უფლის მცნებები ეწერა. ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა შესაძლებელია ორგვარად ითარგმნოს - ''ნათება'' და ''რქა'', თუმცა თუ ბიბლიას ორიგინალში წავიკითხავთ, იოლად გასაგები გახდება, რომ კონტექსტში იგულისხმება შარავანდედი (ნათება) მოსეს თავზე და არა რქები. როგორც ჩანს, ამ შეცდომის შესახებ მაშინ მიქელანჯელომ არაფერი იცოდა.

ლეგენდის მიხედვით, მოსე ისეთი სრულყოფილი და რეალური იყო, მიქელანჯელო ქანდაკებასთან საუბრობდა კიდეც. ერთხელ, როდესაც გაბრაზებულმა ჰკითხა: "რატომ არ ლაპარაკობ?" და პასუხი ვერ მიიღო, მუხლზე ჩაქუჩი დაჰკრა. ქანდაკებას ჩაქუჩის ნაკვალევი დღესაც ეტყობა. როდესაც მიქელანჯელოს ერთმა მოსწავლემ ქანდაკება ნახა, აღფრთოვანებულს აღმოხდა: "მის ხელებს ღმერთი მართავდა"!

ნატო როზომაშვილი სპეციალურად ExclusiveTV.ge-თვის ბარიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780682991

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს

„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნი...

მიხეილ სარჯველაძე

1780682608

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ბაჰრეინი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე მეორე ამხანაგური მატჩი ბაჰრეინთან გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.  პირველმა ნახევარმა გულშემატკივრების იმედები ვერ  გაამართლა. ბაჰრეინი თავს ო...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრები

1780682252

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა

„დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელ...

მიხეილ სარჯველაძე

1780681535

ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს

ხვიჩა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმა და ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები 2 გოლით დაწინაურდა.  საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის მეკარეს, მატჩის 76-ე წუთზე, აუ...

 ხვიჩა კვარაცხელია

1780680210

ახალი ამბები

🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩში დაწინაურდა. ანგარიში 53-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი ოთარ კიტეიშვილისგან მიიღო.  ეს ლუკა ლოჩოშვ...

 ლუკა ლოჩოშვილი