ქართველი ემიგრანტი, იტალიელმა დამსაქმებელმა ქურდობაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა

ქართველი ემიგრანტი ნ. ბ. იტალიელმა დამსაქმებელმა ოჯახმა სამსახურიდან დაითხოვა.

კუთვნილი ორ საათიანი შესვენებიდან სამსახურში დაბრუნებულ ქალბატონს, საკუთარი ნივთები ქუჩაში გამოტანილი დახვდა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად, დაკარგული თანხა დაასახელა. ოჯახი „ბადანტეს“ ბრალს თანამონაწილეობაში სდებდა. 

ღია ცის ქვეშ დარჩენილ თანამემამულეს, ქართველებმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს და თანადგომა გამოუცხადეს. ის ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა შეიფარა. ემიგრანტი ქალების თქმით, მსგავსი ქმედება თითოეულ მათგანს შეურაცხყოფდა და კატეგორიულად ითხოვდნენ სიმართლის დადგენას. 

„ეს, ძალიან ცუდი ფაქტია, სიმართლე უნდა გაირკვეს, ეს პირველი შემთხვევა არ  გახლავთ, როცა ემიგრანტების უფლებები ასე ილახება. ხშირია, როცა იტალიელი დამსაქმებლები ჩვენს უფლებებს არღვევენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ქუჩაში გვტოვებენ. თუ ადამიანი დამნაშავეა ამისთვის არსებობს უწყებები, რომლებიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავმოყვარეობა. როცა ეს ამბავი გავიგეთ, გინდოდა საპროტესტო აქცია მოგვეწყო ემიგრანტისადმი ასეთი მოპყრობის გამო. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღოვჩნდეთ მის ადგილზე და ამისგან დაზღვეული არცერთი არ ვართ“ - აღნიშნეს ემიგრანტმა ქალებმა.

ნ. ბ.-მ, რომელიც ბრალდებას უარყოფდა შელახული რეპუტაციისა და სიმართლის დადგენის მიზნით საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ოპერატორს, ფიქრია კუჭუხიძეს მიმართა. 

„როდესაც ადამიანი მიკავშირდება, რომელიც „პერმესოს“ მოლოდინშია და წლების განმავლობაში ითმენს დამსაქმებლისგან უდიერ მოპყრობას, ასეთ შემთხვევაში კანონი ცალსახად ემიგრანტის მხარეს არ არის. თუ საკუთარი მიზნის მიღწევის მიზნით, წლების განმავლობაში ყველაფერს ითმენ და შემდეგ სამართლიანობის აღდგენა ერთ დღეში გსურს, ასე ადვილი არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად ემიგრანტებიც არღვევენ კანონს და დანაშაულს ჩადიან. რაც შეეხება ნ.ბ.-ს საქმეს, სიტუაცია განსხვავებულია, აქ დროული ჩარევა იყო საჭირო, რადგან ის თავშესაფრის გარეშე პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდა, ამიტომ საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის მდივანთან, როზიან რიკესთან ერთად მაქსიმალურად შევეცადეთ, ემიგრანტის უფლებების დაცვას.  ნ.ბ.-ს სრულად აუნაზღაურდა კუთვნილი ხელფასი და რაც ყველაზე მთავარია მასზე გაიცა ე.წ. „referenza“ (დახასიათება)“. - განაცხადა ჩვენთან საუბარში ფიქრია კუჭუხიძემ. 

მკითხველს შევახსენებთ, რომ ნ.ბ. იტალიაში სიმსივნით დაავადებული შვილის სამკურნალო ხარჯების შესაგროვებლად იმყოფება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌  იტალიის ელჩმა საქართველოში, ენრიკო ვალვომ დამოუკიდებლობის დღე ქართველებს მშობლიურ ენაზე მიულოცა

📌  ქართველი ემიგრანტები, იტალიურ რადიო სადგურ „CanaleCento“-ს ეთერში

📌„ემიგრანტებო ვინც რუმინულ, პოლონურ, ლიეტვურ საბუთებს გაკეთებინებენ, არ გააკეთოთ, დამწვარი საბუთია ეგ დიდ პრობლემებს შეგიქმნით“ - ნათია ვაშალომიძე

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754588371

ახალი ამბები

კახა კალაძე: თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ, ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს

„მე, როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი და ამავდროულად დედაქალაქის მოქმედი მერი, კარგად ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა პოლიტიკ...

კახა კალაძე:

1754587280

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება

„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს - ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისი...

ირაკლი კობახიძე

1754587186

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს და მის განვითარებას შემდეგი 4 წლის განმავლობაში

რამდენიმე დღის წინ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია და წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი - კახა კალაძე. მინდა, კახა კალაძეს კიდევ ერთხელ ვუსურვო გამარჯვება, რაც ასე ძალიან სჭირდება თბილისს დ...

ირაკლი კობახიძე

1754584805

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: 2012 წლის შემდეგ თათბირი ყოფილა სანაცეთში, იქ მიუღიათ გადაწყვეტილება, ომის თარიღი 7 აგვისტოს გადმოეტანათ!

„ადრე მომიყვა ერთმა „ნაცმა“, რომელიც დღემდე სანაცეთზე ინფორმაციებს მაწვდის, 2012 წლის შემდეგ თათბირი ყოფილა სანაცეთში, თვითონაც ესწრებოდა და იქ მიუღიათ გადაწყვეტილება, ომის თარიღი 7 აგვისტოს რომ გადმო...

დიმიტრი სამხარაძე

1754582837

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ მოსწონს და არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს, ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არანაირად არ მოსწონს და არანაირად არ უჭერს მხარს იმას, რომ კონსტიტუციასთან სიახლოვეს მყოფი რაიმე პროცესი განვითარდეს. ეს არის უბედურება, რომელიც გუშინ ვიხილეთ“, - განუცხადა ჟ...

გია ვოლსკი