რა არის აპოსტილი? - ის, რაც ემიგრაციაში მცხოვრებმა პირმა უნდა იცოდეს

ემიგრაციაში მცხოვრებ პირებს, ხშირ შემთხვევებში სჭირდებათ სხვადასხვა სახის ცნობები, საქართველოდან, იტალიურ ენაზე თარგმნილი და ლეგალიზებული, დამოწმებული აპოსტილით. რა არის აპოსტილი?

დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია ნიშნავს დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების შემთხვევაში – მათი ავთენტიკურობის დამოწმებას.

უცხო ქვეყანაში წარსადგენად, საქართველოში გაცემული  ოფიციალური დოკუმენტები საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას, თუმცა მინსკის კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნების შემთხვევაში, შესაძლებელია დოკუმენტი შესაბამის სახელმწიფოში წარდგენილ იქნეს დამოწმების გარეშეც.

აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტი გამოიყენება „ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ „ჰააგის 1961 წლის კონვენციის წევრ ქვეყნებში, მათ შორის წევრი ქვეყნებია საქართველო და იტალია.

იუსტიციის სახლი აპოსტილით ან ლეგალიზაციით ამოწმებს შემდეგ დოკუმენტებს:

- საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს , მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებს;

- სანოტარო აქტებს, გარდა  სანოტარო  აქტებისა,  რომელიც  ეხება  ასლის  დედანთან სისწორეს და თარჯიმნის ხელმოწერის დამოწმებას;

- სამედიცინო  დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემულ დოკუმენტებს (ჯანმრთელობის ცნობა, სხვ.);

- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ ოფიციალური დოკუმენტის ასლს;
- ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ თარგმანს;
- აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოებია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სსიპ მომსახურების სააგენტო ამოწმებს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ  დოკუმენტებს (ცნობა ნასამართლობის შესახებ, ცნობა მართვის მოწმობაზე და სხვ.)სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ამოწმებს ყველა  იმ  ოფიციალურ  დოკუმენტს,  რომლის დამოწმებაც  არ შედის შსს მომსახურების სააგენტოს კომპეტენციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794329164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს

„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...

მარიამ ქვრივიშვილი

1794328054

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...

გიორგი კახიანი

1794325945

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი