რა ხდება რომის „ქუესტურის“ ცოცხალ რიგში?

რა ხდება რომის „ქუესტურის“ ცოცხალ რიგში? ემიგრანტებს შეუძლიათ თუ არა, პრაქტიკის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხს, რომში მცხოვრებ, პროფესიით იურისტ, ფიქრია წვერავასგან მიღებთ, რომელიც იტალიური ერთ-ერთი საადვოკატო ბიუროს თანამშრომელია და უშუალოდ ჩართულია თავშესაფრის მოთხოვნის, იგივე „აზილო პოლიტიკოს“ საქმის წარმოებაში. 

იტალიაში, საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნა, ყოველწლიურად მეტად აქტუალური საკითხი ხდება. იტალიაში თავშესაფრის მაძიებელთა ოდენობას, 2021 და 2022 წლებს შორის თუ შევადარებთ, ამ საკითხის ირგვლივ მომუშავე, კომპეტენტური იურისტების თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიერ, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა.

საერთაშორისო კანონმდებლობით (გაეროს 1951 წლის კონვენცია „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ და სხვ.) და იტალიის რესპუბლიკის შიდა კანონმდებლობის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელი პირისთვის გაწერილია განცხადების რეგისტრაციის პროცედურა, რომლის შეცვლაც არავის შეუძლია.

ცხადია, თავშესაფრის მოთხოვნისთვის, ანუ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის, იგივე "აზილო პოლიტიკოს" განცხადების გაკეთება, განურჩევლად ყველას შეუძლია, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის დღიდანვე.

ექსკლუზივი ტივის მკითხველს/მაყურებელს, უკვე მიეწოდა ინფორმაცია ამ აქტუალური საკითხის შესახებ, განცხადების გაკეთების ეტაპიდან, თავშესაფრის მიცემის განმხილველი კომისიის პასუხის ჩათვლით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, თემის აქტუალობის გამო, ისევ მოგაწოდოთ ინფორმაცია პროცედურების სპეციფიკასთან დაკავშირებით, იტალიის სხვადასხვა ქალაქში.

რომში, თავშესაფრის მოთხოვნისთვის, ანუ „აზილო პოლიტიკოსთვის“ განცხადების რეგისტრაციაზე, მოქალაქეების მიღება ცოცხალი რიგის მეშვეობით ხდება, უიშვიათეს შემთხვევაში კი, ე.წ. „აპუნტამენტოს“ ჩანიშვნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საემიგრაციო სამსახურთან/ქუესტურასთან, საქართველოს მოქალაქეები: ქართველები, ეთნიკური აზერბაიჯანელები, სომხები, ცოცხალ რიგში, ყოველდღე მინიმუმ 5-8 ადამიანი დგას. რიგს იკავებენ წინა დღეს, ანუ დილისთვის, ღამის თევით.

ბოლო დროისთვის რომში, თავშესაფრის მთხოვნელთა რიგში, მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები მინიმუმ თანაბრად არიან, ხშირად კი ახალგაზრდა მამაკაცთა ოდენობა ჭარბობს.

რომის "ქუესტურაში", საქართველოს მოქალაქეების მიერ, დღეში 2 ან 3 განაცხადი მიიღება, არის გამონაკლისი დღეები, როცა არცერთ განაცხადს არ იღებენ ან თავშესაფრის მოთხოვნის განცხადების რეგისტრაციისთვის მხოლოდ 1 ადამიანს უშვებენ.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება თუ არა, "აზილო პოლიტიკოს" სხვა ქალაქში გადატანა/გაგრძელება? - რა თქმა უნდა შეიძლება, ესეც გათვალისწინებულია კანონით.

აღსანიშნავია ასევე, რომ კანონით დადგენილი ნორმები პრაქტიკის წარმოების, ამ შემთხვევაში "აზილო პოლიტიკოს" წარმოების ვადები, სხვადასხვა პროცედურისას განსხვავებული შეიძლება იყოს, რაც ინდივიდუალური წარმოების პრინციპით დაშვებულია, მაგ: რომის "ქუესტურაში," თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის დატოვების შემდეგ, "პერმესო დი სოჯორნო პროვიზორიო" ზოგიერთმა 1 თვეში შეიძლება აიღოს, ზოგმა კი ორ-სამ თვეში. ასევეა კომისიაზე გამოძახების დროც, ზოგს 4 თვეში იბარებენ, ზოგს კი 6 თვეში და ეს ვადებიც, ცხადია, იცვლება.  

ავტორი: ფიქრია წვერავა. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌  ExclusiveTv.Ge-ზე განხორციელდა კიბერშეტევა – მედია-მაუწყებლის გენერალური დირექტორის განცხადება

📌 50 ქართველი ემიგრანტი ბავშვის მშობლიური კერა იტალიაში

📌 "ჩემს სამშობლოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს!" - ექსკლუზიური ინტერვიუ ემიგრაციიდან დაბრუნებულ მარი მახარაძესთან 

   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773854422

სპორტი

მაკა ბოჭორიშვილი: დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს, მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი

დღეს მთელი საქართველო მწუხარებით იხრის ქედს. მისი უწმინდესობა, ილია II იყო არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ჩვენი ერის სულიერი და მორალური საყრდენი, თაობების მეგზური, რწმენის დამცველი და გამძლეობის სიმბოლ...

მაკა ბოჭორიშვილი

1773852826

ახალი ამბები

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება. „მისი უწმინდესობისა...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1773851404

ახალი ამბები

თბილისის მერი პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდე...

თბილისის მერი

1773850207

ახალი ამბები

მეუფე შიო ილია მეორეზე: „არ არის შემთხვევით, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში“

„მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ ყველას მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი ჰქონდა მას თვისება, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ო...

მეუფე შიო

1773848905

ახალი ამბები

მეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის

დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...

მეუფე შიო