რატომ გაუქმდა Wizz Air-ის იტალიის რეისები და რას პასუხობს ავიაკომპანია მგზავრებს?
ავიაკომპანია Wizz Air-ის ათასობით მგზავრი ბოლო დროს რეისების გაუქმების, თუ გადადების სიხშირის გამო, უკმაყოფილოა. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საქართველო-იტალია და იტალია-საქართველოს მიმართულებით ფრენების დაგვიანება-გადადება, ან გაუქმებაზე.
ყველაზე დიდი ხმაური, იტალიაში, 14 ივნისს რომი-ქუთაისის რეისის გაუქმებამ გამოიწვია. სოფია დარსალია, ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტია, რომელიც წლებია რომში ცხოვრობს. ის 14 ივნისს რომიდან ქუთაისში Wizz Air-ის რეისით უნდა გამგზავრებულიყო. ჩვენთან საუბარში სოფია 14 ივნისის დღეს და განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. გვიყვება რომ გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო სმს შეტყობინება, რომ ფრენა იგვიანებდა 1 საათით. "მაინც გავაგრძელე გზა აეროპორტისკენ, მაგრამ რეგისტრაციის გავლამდე ისევ მივიღე სმს შეტყობინება - ვწუხვართ, თქვენი რეისი გაუქმდა. პირადად მე უკან, სახლში გავბრუნდი, რადგან ბავშვით ვიყავი. აეროპორტში იმყოფებოდნენ ჩემი ახლობლები, რომლებიც ამ რეისით ქუთაისში მიემგზავრებოდნენ. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა რომის აეროპორტში, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე ითხოვდა პასუხს ავიაკომპანიისგან, მაგრამ ამაოდ. ნერვიულობისგან თუ სიცხისგან, გული წაუვიდა აეროპორტში ორ ქართველ ქალბატონს. ავიაკომპანიამ მგზავრებს სხვა დღისთვის შესთავაზა ბილეთების შეძენა, ამაზე ზოგი დათანხმდა, ბევრმა კი უარი თქვა. უმრავლესობამ საკუთარი ხარჯებით, როგორც მე, თავიდან შეიძინეს ბილეთები და თურქეთის გავლით, ტრანზიტით საქართველოში გამგზავრება გადაწყვიტეს. Wizz Air-მა გადამიცვალა ბილეთი 6 აგვისტოს, მაგრამ არ მაწყობდა, ამიტომ 17 ივნისს თურქეთის გავლით, ტრანზიტით წავედი საქართველოში. კომპენსაციის მისაღებად საჩივარი გავაკეთე ავიაკომპანიაში და ვნახოთ თუ ამინაზღაურებენ, ძალიან მეეჭვება. დადის ხმები, რომ ავიაკომპანია გაკოტრების ზღვარზეა, ბევრი ფრენა გადადო და არასანდოა."
თიკო გაბუნია იტალიაში მცხოვრები კიდევ ერთი ემიგრანტია, რომელიც უკმაყოფილოა Wizz Air-ის მომსახურებით. მას 26 მაისს, ქუთაისიდან მილანის მიმართულებით ჰქონდა ბილეთი ნაყიდი. "ქუთაისის აეროპორტში მისულს გვითხრეს, რომ ჩვენი რეისი გადაიდო ჯერ ნახევარი საათით, შემდეგ ერთი საათით და ასე გაურკვევლად ველოდით მათგან პასუხს. ბოლოს როცა ხალხი ძალიან დაიღალა, გაბრაზდა გვითხრეს, რომ ჩვენი რეისი მილანის მიმართულებით გაუქმდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლები საერთოდ არ ჩანდნენ, არანაირ განცხადებას არ აკეთებდნენ მომხდართან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ არ ჰყავდათ მეტი თვითმფრინავი და ვერ სრულდებოდა რეისი მილანის მიმართულებით. ერთადერთი რაშიც დაგვეხმარნენ იყო ის, რომ გვითხრეს გადაგვენაცვლა მიმღებში, საინფორმაციოში, სადაც აგვიხსნიდნენ ყველაფერს დეტალურად. მივედით და შემოგვთავაზეს ბილეთების გადაცვლა რომის მიმართულებით, ზოგი დათანხმდა ამას და 1 ღამე სასტუმროთიც დააკმაყოფილეს. მე სახლში დავბრუნდი და 30 მაისს ჩამოვფრინდი რომში." თიკო გაბუნიამ, როგორც უკმაყოფილო მგზავრმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ავიაკომპანიიდან მას დაუკავშირდნენ. ,,მთხოვეს ტელეფონის ნომერი, დამიკავშირდნენ. შემავსებინეს სპეციალური ფურცელი, სადაც ჩემი მონაცემები და ფაქტის შესახებ ინფორმაცია ჩავწერე. ამოვბეჭდე, მოვაწერე ხელი და მათ გადავუგზავნე. მითხრეს შეგატყობინებთო, ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია." თიკო 14 ივნისის რომი-ქუთაისის რეისის ისტორიას თავისი მეგობრის ნაამბობზე დაყრდნობით იხსენებს და გვიყვება, რომ რომის აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრების, ტურისტების პრობლემების მოსაგვარებლად ჩართული იყო საქართველოს საელჩო და საკონსულო იტალიაში. მისი თქმით, 14 ივნისის ღამეს საკონსულოს და საელჩოს წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეებს ეხმარებოდნენ.
ავიაკომპანია Wizz Air-მა კი მომხდარ ფაქტს ორი დღის წინ ოფიციალური განცხადებით უპასუხა. „ძალიან ვწუხვართ და დიდ ბოდიშს ვუხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, Wizz Air და ყველა სხვა ავიაკომპანია აკეთებს ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მეტმა მგზავრმა დროულად და მინიმალური დაგვიანებით მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. თუმცა, სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა გამოც, ტურისტული ინდუსტრიაში ოპერაციული არასტაბილურობა ფიქსირდება, არსებობს პერსონალის ფართო დეფიციტი“ - ამის შესახებ Wizz Air-ის განცხადებაშია ნათქვამი. „განსაკუთრებით კი, საჰაერო მოძრაობის კონტროლის, სახმელეთო ოპერაციების, ბარგის გადატანის და უსაფრთხოების მიმართულებით. მიუხედავად გაუქმებული რეისებისა, ჩვენი ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყოველდღიურად, 100 000-ზე მეტი მგზავრი მიდის დანიშნულების ადგილამდე. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუხადოთ გულწრფელი ბოდიში მომხმარებლებს, რომელთა მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა. გვესმის, თუ რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ისინი და ყველანაირად ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის კრედიტზე 120% ანაზღაურება. თუ დაგჭირდებათ ღამე განთავსება და აეროპორტში იმყოფებით, ჩვენი სახმელეთო პერსონალი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ საცხოვრებლით და სახმელეთო ტრანსპორტით. თუ ჩვენი სახმელეთო მომსახურე პარტნიორები ვერ ახერხებენ თქვენთვის საცხოვრებლის ან სახმელეთო ტრანსპორტის უზრუნველყოფას მაღალი მოთხოვნის გამო, გთხოვოთ თავად დაჯავშნოთ საცხოვრებელი ან სახმელეთო ტრანსპორტი და აუცილებლად შეინახოთ ქვითრები, რადგან Wizz Air დაგიბრუნებთ გონივრულ თანხას. შეამოწმეთ თქვენი ელ. ფოსტა, რადგან ჩვენ გამოგიგზავნით ცალკეულ კომუნიკაციას იმ შემთხვევაში, თუ დაგჭირდებათ თქვენი სასტუმროს ან ტრანსპორტის ინდივიდუალურად უზრუნველყოფა. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენი ვებგვერდის ხშირად დასმული კითხვების განყოფილებას ან გამოიყენოთ Amelia, WIZZ ვირტუალური ასისტენტი, გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე სიმბოლოზე დაწკაპუნებით. გისურვებთ უსაფრთხო მგზავრობას და მოუთმენლად ველით ბორტზე თქვენს ნახვას!“, - ნათქვამია განცხადებაში. უნგრული, ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ერთადერთია საქართველოს ბაზარზე, რომელიც პირდაპირ რეისს ახორციელებს იტალიაში, რომსა და მილანში. კოვიდპანდემიის რეგულაციების შემსუბუქების შემდგომ ძალიან მოიმატა საქართველო-იტალიას შორის მგზავრთა რაოდენობამ. რთული სათქმელია, რას უკავშირდება ბილეთების ფასების ზრდა, კოვიდპანდემიის შემდგომ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს თუ საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია Wizz Air-ის მონოპოლიას(იტალიის მიმართულებით). მინდა გითხრათ, რომ იტალიიდან საქართველოს მიმართულებით Wizz Air-ის ბილეთების ფასი არასეზონზეც კი, სექტემბრის თვეში ძვირია. ავიაკომპანია აგვისტოში ქუთაისის ავიაბაზას ერთ თვითმფრინავს კი ამატებს და ამით საქართველოდან რეისების რაოდენობის გაზრდას აპირებს, მაგრამ მანამდე არის არაერთი გაუქმებული თუ გადადებული რეისი. ზოგადად ავიაკომპანიის ინტერესებში რეისების გაუქმება არ შედის, პირიქით ზარალდება ამით, გვიყვება კონფიდენციალური წყარო, ,,მხოლოდ აპრილის თვეში ავიაკომპანიამ მილიონ ევროზე მეტი ზარალი ნახა. მთელი ევროპის მასშტაბით ბევრი ფრენა უქმდება, რადგან კოვიდპანდემიის დროს ბევრი თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. ახლა კი მოთხოვნის გაზრდის შემდეგ ყველა მიმართულებით პერსონალის ნაკლებობას განიცდიან ავიაკომპანიები. ამას ემატება განსაკუთრებული შემთხვევები რომ ვიღაც სამსახურიდან წავიდა, ტექნიკური გაუმართაობა და ა.შ. ბოლო დროს ზოგადად ავიაციის ინდუსტრიაში არაერთი ფრენა უქმდება და სადაც არ უნდა დაჯავშნო ფრენა მაგისგან დაზღვეული არავინ არის."
იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების თუ ტურისტების გარდა ავიაკომპანიის მუშაობით, გადადებული თუ გაუქმებული რეისების გამო, უკმაყოფილება სოციალურ ქსელში არაერთმა იტალიელმა მოქალაქემაც გამოთქვა. გვიკავშირდებიან ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ უკვე ნაყიდი ბილეთების გაყიდვას, ან გადაცვლას აპირებენ. მათი თქმით, არ არის უსაფრთხო Wizz Air-ის ავიაკომპანიის მომსახურებით სარგებლობა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი შემთხვევები შემცირდება და ავიაკომპანია საკუთარი მგზავრებისთვის პირობებს გააუმჯობესებს.
ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის ემილია-რომანიადან
1776274128
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე საერ...
1776271513
საზოგადოებამაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის
მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურს...
1776269910
საზოგადოებაპაატა სალიამ გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო
ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს...
1776269520
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ამგვარი ვიზიტების პო...
1776268124
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა
ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალ...


























