მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის დიალოგის ინტენსიური ფორმატები არსებობს, იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ასე გაგრძელდება

ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში ახალ პარტიას ვიქტორ ორბანისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციები არ ჰქონია.

„ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა ძალიან მტკიცე მხარდამჭერები იყვნენ საქართველოსთვის და ძალიან კარგი მეგობრები. ზოგადად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ძალიან კარგი, მტკიცე, მეგობრული ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რომელსაც უკვე აქვს თავისი ინსტიტუციური ფორმა მიღებული. ჩვენ გვაქვს შემუშავებული მთავრობებს შორის დიალოგის საკმაოდ ინტენსიური ფორმატები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე გაგრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ხალხის არჩევანს, ეს დემოკრატიის წესია. ეს არჩევანი გააკეთა უნგრელმა ხალხმა და ყველა ვალდებულია, პატივი სცეს ამ არჩევანს.

იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის, კიდევ უფრო განვითარდება და არანაირად არ გვექნება უკუსვლა ამ ურთიერთობებში ახალი ხელისუფლების პირობებში. რთულია ჩვენთვის, განსაზღვრო, თუ როგორი იქნება ახალი ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა პოლიტიკას გაატარებს, ვინაიდან ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს ხელისუფლებაში ყოფნის ისტორია, რომ განვსაზღვროთ და გავაკეთოთ რაღაც წინასწარი შეფასებები. თუმცა წინასაარჩევნო პერიოდშიც ვერ ვიტყვი, რომ მას მკვეთრად განსხვავებული პოზიციები ჰქონდა ორბანის პარტიისგან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებით და, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მსგავსი იყო მათი პოზიციები უნგრეთისთვის მნიშვნელოვან თემებზე“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776283963

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება სრულიად უსამართლოა, თუმცა არსებობს ობიექტური საჭიროებები, თუ რატომ უნდა იყოს დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველო...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283928

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რთულია, განსაკუთრებული მოლოდინი გქონდეს ევროკავშირის საბჭოს მომდევნო შეხვედრისგან, ძირითადად მსგავსი შეხვედრები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან კომენტარების გასაკეთებლად და საქართველოს გასაკრიტიკებლად გამოიყენება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც ერთ-ერთი თემა საქართველო იქნება. როგორც მინისტრმა...

მაკა ბოჭორიშვილი

1776283619

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშირს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ამ კონტექსტში, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს სომხეთთან, საქართველოსთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობები

„თუ აქამდე სხვა პერსპექტივიდან ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონთან ურთიერთობები და ევროკავშირის პოლიტიკის განსაზღვრა, დღეს უკვე ცხადია, რომ ეს არის რეგიონი, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება თავად ევროკავშ...

მაკა ბოჭორიშვილ

1776282886

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრიეს, აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე

„შეიძლება ითქვას, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანული სიზუსტის შესახებ მითი დაამსხვრია. აგერ უკვე მეორე წელია, ცვლილებების ასახვა არ ხდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე“...

მაკა ბოჭორიშვილი

1776280917

საზოგადოება

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ...

პაატა სალია