პაატა სალიამ გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო
ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.
პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა საჯარო სერვისების გაუმჯობესებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, საქართველოში საჯარო სერვისების ეფექტიანობასა და მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებულ მომსახურებაზე.
„ჩვენ ვეყრდნობით ტექნოლოგიების ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს. ელექტრონული სერვისებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე საქართველო აქტიურად აერთიანებს ციფრულ ინოვაციებს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში – სწორედ ჩვენი 2025-2030 წლების ციფრული მმართველობის სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ქმნის მდგრადი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულ ჩარჩოს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
მინისტრმა თბილისში დაგეგმილი გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„საქართველო, გაეროსთან პარტნიორობით, 23-25 ივნისს მასპინძლობს გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს თემაზე: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ჩართულობის და ინკლუზიურობის განვითარება“. დარწმუნებულნი ვართ, რომ თბილისი უზრუნველყოფს აქტიურ პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობითი აზროვნებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ცვლილებების დაჩქარებას“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ში გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA) 25-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება. სესია ნიუ-იორკში 13-17 აპრილს იმართება. CEPA გაერო-ს საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც სწავლობს და იძლევა რეკომენდაციებს მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების სტრუქტურების გასაუმჯობესებლად.
ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია შეხვედრებს გამართავს გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.
1776263609
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას
ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე. ანუ ქვეყანას უკრძალა...
1776262186
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: რაც არ უნდა იძახონ გარკვეულმა წრეებმა, რომ მათ უნდათ სხვა ხალხი ხელისუფლებაში, ცხოვრება ჯიუტად სხვა რეალობას აჩვენებთ და ამ რეალობას მათი დასკვნები, კვლევები და რეიტინგები ადასტურებს
ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში ვიზიტებზე ისაუბრა. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ყურადღება გაამახვილ...
1776260683
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია, ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებას ვაკვირდებით, ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით კამპანიას პატრიარქის, მოსაყდრის, ეკლესიის წინააღმდეგ
„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მ...
1776259626
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას, უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას
ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისის ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას უკრაინელები ხდებიან და ა....
1776258744
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს
ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის - მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრის...



























